სხვა
2009-09-23
ევროკავშირი ომზე დასკვნის გამოქვეყნების წინ საქართველოს პატრულს აძლიერებს
2009-09-23
ცემა – ტყეპა საპყრობილეებში
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის დიმიტრი შაშკინის მტკიცების მიუხედავად, რომ ციხეებში პატიმრებს არ სცემენ, არ აშიმშილებენ და არ აწამებენ, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მდგომარეობა უარესდება. საპყრობილეებში პატიმრების ცემის, წამებისა და არადამიანური მოპყრობის ფაქტებზე არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, თუმცა საკმარისი მტკიცებულებების მიუხედავად, პროკურატურა მაინც არავის სჯის. შედეგად, სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების თანამშრომლები პატიმრებს კიდევ უფრო უმოწყალოდ ექცევიან.2009-09-22
საქართველო - მშვიდობის ზონა
ადამიანის უფლებათა ცენტრმა მშვიდობის დღე აღნიშნა
ადამიანის უფლებათა ცენტრმა მშვიდობის საერთაშორისო
დღესთან დაკავშირებით რუსთაველის მეტროსა და თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტთან აქცია გამართა.
მშვიდობის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასალმბლეის გადაწყვეტილებით (36/37 რეზოლუცია) 1981 წლიდან მთელს მსოფლიოში აღინიშნება. მშვიდობის საერთაშორისო დღედ 21 სექტემბერი 2001 წლიდან გამოცხადდა და ამ დღეს 24 საათის განმავლობაში მთელს მსოფლიოში ჩერდება ცეცხლი და ძალადობა.
ფოტორეპორტაჟი
მშვიდობის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასალმბლეის გადაწყვეტილებით (36/37 რეზოლუცია) 1981 წლიდან მთელს მსოფლიოში აღინიშნება. მშვიდობის საერთაშორისო დღედ 21 სექტემბერი 2001 წლიდან გამოცხადდა და ამ დღეს 24 საათის განმავლობაში მთელს მსოფლიოში ჩერდება ცეცხლი და ძალადობა.
ფოტორეპორტაჟი
2009-09-22
თითქმის ჩადენილი დანაშაული, ანუ თითქმის სამართლიანი სასამართლო
ივანე თამაზაშვილის სასამართლო საქმე არ გახმაურებულა პრესითა და ტელევიზიით, მას არ გამოუწვევია თანამოქალაქეთა განსაკუთრებული ინტერესი. მის ისტორიას განსაკუთრებით არავინ აუღელვებია, რადგან პოლიციის სამმართველოს საკანში გატარებული რამდენიმე საათი, ხელკეტები, ცემა, სასამართლოს მიერ სამართალდამრღვევად სახელდახელოდ და კანონის დარღვევით გამოცხადება, შემდეგ კი ოთხასლარიანი ჯარიმა ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა, რომელშიც პოლიტიკურ ვნებათა ქაოსს სამართლებრივი ქაოსი ენაცვლება და პირიქით.2009-09-22
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი ჟურნალისტის უფლებების დარღვევას აპროტესტებს
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას ჟურნალისტ ბესიკ ფიფიასთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისგან თავის შეკავებას ითხოვს. ჟურნალისტი ბესიკ ფიფია საინფორმაციო სააგენტო „რია-ნოვოსტის“ ჟურნალისტი და თბილისის ოფისის ხელმძღვანელია. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი მიიჩნევს, რომ საქართველოში მას ზეწოლის ქვეშ უწევს მუშაობა. გთავაზობთ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის განცხადების ტექსტს.2009-09-22
პატიმრები კანონიერ უფლებას ვერ იყენებენ
2009-09-22
გიორგი ტუღუში-,,ყოველთვის ვიქნები კანონის და კონსტიტუციის სადარაჯოზე”
დღეს ახალმა სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა პრესკონფერენცია გამართა სადაც გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.გიორგი ტუღუში პარლამენტმა ამ თანამდებობაზე 31 ივლისს აირჩია. მას მუშაობა 17 სექტემბრიდან უნდა დაეწყო, თუმცა იმის გამო, რომ საქართველოში არ იმყოფებოდა მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება.
2009-09-21
ევროკავშირის დასკვნა: დამოუკიდებელი ექსპერტები სამხრეთ ოსეთის ომში საქართველოს ადანაშაულებენ
როგორც SPIEGEL-მა შეიტყო, ევროკავშირის ექსპერტების კომისიამ შარშანდელი ზაფხულის სამხრეთ ოსეთის ომში საქართველო დაადანაშაულა, თუმცა ნაწილობრივ პასუხისმგებლობა რუსეთსაც დააკისრა. მასალები, რომლებიც კვლავ ცხრაკლიტულშია გადამალული, როგორც ჩანს გამოქვეყნების შემდეგ, ომის მიზეზებზე დებატებს ხელმეორედ განაახლებს.2009-09-18
ვინ გადაიხდის გაზისა და ელექტროენერგიის საფასურს
კარალეთის ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს კომუნალური გადასახადების ქვითრები უკვე მიუვიდათ. „გორი-გაზის“ მიერ დარიგებულმა ქვითრებმა დევნილები საგონებელში ჩააგდო. მათი უმრავლესობა ჩივის, რომ გადასახადების გადახდას ვერ შეძლებენ, რადგან დევნილების ჩასახლებაში მაცხოვრებლების 95 პროცენტი დაუსაქმებელია. დევნილები შიშობენ, რომ მალე ქვითრებს „ენერგო-პრო ჯორჯიაც“ მოიტანს.2009-09-18
ახალი ბულვარი ადგილობრივთა საკუთრების ხარჯზე
აჭარის მთავრობა ბოლო პერიოდში თავს იწონებს ადლიის სანაპირო ზოლში გაშენებული ახალი ბულვარით. ხელისუფალნი დარწმუნებით აცხადებენ, რომ ტერიტორიიდან გასახლებით მოსახლეობაც კმაყოფილია. არადა მოსახლეობა კომპესაციის ოდენობის შესახებაც კი არ ფლობს ინფორმაციას. კომპენსაციების საკითხი მცდელობის მიუხედავად ვერც ადამიანის უფლებათა ცენტრმა გაარკვია, რადგან ბათუმის მერმა, რობერტ ჩხაიძემ ჩვენთვის ვერ მოიცალა.2009-09-17
„დიდი სანახაობა“ კრიტიკის ელემენტებით
საქართველოს მთავრობამ ქუთაისის მოსახლეობას ანგარიში ჩააბარა. თავდაცვის, შინაგან საქმეთა, პრობაციისა და სასჯელაღსრულების, გარემოს დაცვის, განათლებისა და სხვა სამინისტროების პავილიონებთან გუშინ არც ისეთი ხალხმრავლობა იყო, როგორც ამას თავად მთავრობა მოელოდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, „სანახაობა“ შედგა - ხალხმა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთმანეთს „გული გადაუშალეს“. სხვა სიახლეები
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
GNCC-ის წევრებმა გასულ წელს პრემიის სახით 331 ათასი ლარი მიიღეს
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

