05:24, Saturday, 29.11.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სხვა

აირჩიეთ წელი: 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2007-02-27
უწყლობა ახალციხეში
უკვე ერთი კვირაა ახალციხის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. ხალხი ქუჩაში გამოსვლებითა და აქციებით იმუქრება.
2007-02-27
გუბერნატორი „გაბერილი“ შტატების შემცირებას ითხოვს
რაიონებში, მუნიციპალიტეტის გამგეობებსა და საკრებულოებში ვაკანტურ თანამდებობებზე მოქალაქეები გასული წლის დეკემბერში დანიშნეს. იურისტების განცხადებით, ამ პროცესს თან კანონდარღვევები ახლდა, თუმცა პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის აღშფოთება არა ამან, არამედ „გაბერილმა“ შტატებმა გამოიწვია.
2007-02-19
„ჩვენი არჩევანი საქართველოა“ - დემონსტრაცია ენგურის ხიდზე
ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალი თაობა ერთიანი საქართველოსთვის” წევრებმა და სტუდენტებმა ენგურის ხიდზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გამართეს. ხუთასამდე სტუდენტი აფხაზეთში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აპროტესტებდა. დემონსტრანტთა მთავარი მოთხოვნა აფხაზეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებზე ძალადობისა და ტერორის შეწყვეტა იყო.
2007-02-19
ბათუმში მცხოვრები 350-მდე უსინათლო შეღავათებით აღარ სარგებლობს
ბათუმში უსინათლოთა საზოგადოება „სინათლე“ ქალაქის ცენტრისგან მოშორებით, გრიბოედოვის ქუჩის ბოლოს მდებარეობს... ამ ქუჩაზე ავტობუსი არ დადის, ამიტომ იქ მისვლა რთულია. ორმაგად უძნელდება ამ ქუჩის გავლა რეზო მიქელაძეს. ის უსინათლოა. 23 წლის წინ ნაღმზე აფეთქდა და მხედველობა დაკარგა.
2007-02-16
როგორ აღმოჩნდა ბეტონის ლურსმანი „პეჩენიაში“(დასასრული)
ეს შემთხვევა სპეციალურად უნდა მოვიკვლიოთ, რა „პეჩენია“ იყო, საიდან იყო? დავავალებ იმ უწყებას, რომელსაც ეს ეხება, რომ ყურადღება მიაქციოს. არსებობს კანონი „სურსათის უვნებლობის შესახებ“, რომელიც ძალაში 2008 წლიდან შევა. იმ კანონში არის ყველაფერი, როგორ უნდა აკონტროლო და ვის რა ევალება.
2007-02-15
როგორ აღმოჩნდა ბეტონის ლურსმანი „პეჩენიაში“(ნაწილი III)
გამყიდველმა ორი ადამიანის სახელი დაასახელა. ამჯერად ისევ საავადმყოფოსკენ მივდივარ, იქნებ სახელებით მაინც მივაგნო იმ საწყობს თუ საბითუმო მაღაზიას. როგორც გამყიდველმა ამიხსნა, დიდ ჭიშკარს მივადექი. შენობას აწერია: თბილისის საბავშო პოლიკლინიკა. პოლიკლინიკაში შედიხარ და ხვდები „ოპტავოი ბაზარში“, სადაც არაერთი საწყობია. კითხვა-კითხვით იმ საწყობსაც მივადექი, რომელსაც ვეძებ.
2007-02-14
გორისა და ცხინვალის უნივერსიტეტების გაერთიანების იდეა ჩავარდა
,,რესპუბლიკური პარტიის" გორის ორგანიზაციამ მორიგი პრესკონფერენცია გორისა და ცხინვალის უნივერსიტეტების ინტეგრაციას მიუძღვნა. შიდა ქართლის საზოგადოებისთვის ბოლო დროს სწორედ ეს თემა გახდა აქტუალური. უკვე ოფიციალურად ცნობილია, რომ ინტეგრაციის თემა ცხინვალის უნივერსიტეტის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ ,,შემოაგდო".
2007-02-14
როგორ აღმოჩნდა ბეტონის ლურსმანი „პეჩენიაში“(ნაწილი II)
მითითებული მიმართულებით წავედი, საავადმყოფოს გვერდით პატარა ფიცრული დგას, რომელიც საყარაულო მეგონა. რამდენიმე საფეხური ავიარე და კარს მივადექი, ესეც თუ კარია, ხის ჩარჩოში ნახევრად ცელოფანია გაკრული და ნახევრად მინაა ჩასმული. კიბეები ყანყალებს, თავს ძლივს ვიკავებ. შიგნით სიბნელეა, თუმცა ტკბილეულობის სუნი გამოდის.
2007-02-13
როგორ აღმოჩნდა ბეტონის ლურსმანი „პეჩენიაში“(ნაწილი I)
პურ-პროდუქტებში აღმოჩენილ სხვადასხვა ნარჩენებს ქართველი მომხმარებელი უკვე შეეჩვია. მაგალითად, ძაფი, თოკი, თაგვის ცურცლი, ცელოფნის ნაგლეჯი, თმა, თუ სხვა მსგავსი საგანი, მომხმარებელს (და მათ შორის მეც) საკვებში არაერთხელ უნახავს. თუმცა, „პეჩენიაში“ 4 სანტიმერტიანი ბეტონის ლურსმნის აღმოჩენა დაუჯერებელი აღმოჩნდა.
2007-02-13
ECRI საქართველოს შესახებ მეორე მოხსენებას გამოსცემს
ევროპის კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) საქართველოს შესახებ მეორე მოხსენებას გამოსცემს. ECRI ევროპის საბჭომ დააარსა. ეს არის ადამიანის უფლებების დამცველი, დამოუკიდებელი, მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანო, რომელიც რასიზმსა და შეუწყნარებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სპეციალიზდება.
2007-02-08
აჭარაში მოსახლეობას მიწის გარეშე დარჩენა ემუქრება
ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრები ფართოვდება. ბათუმს ხელვაჩაური, სარფი, გონიო, მწვანე კონცხი და სხვა სოფლები შემოუერთდება. სოფლის მაცხოვრებლები შიშობენ, რომ მათ მიწები ჩამოერთმევათ და მისი პრივატიზაცია მოხდება.
2007-02-07
,,ნეტას” კიდობანი
ოჯახი შვიდნი არიან. დედა. მამა და ხუთი შვილი. ტყუპებს ხატიას და ბექას ცერებლარული დამბლა აქვთ. სახელმწიფო ინვალიდებს დახმარების სახით მხოლოდ ორმოც ლარს უხდის.
2007-02-01
სკოლა - პროფილს, პედაგოგები კი ხელფასებს კარგავენ
რამდენიმე დღის წინ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას ყოფილი მუსიკალური სკოლა-ინტერნატის პედკოლექტივმა თხოვნით მიმართა. ისინი ადგილობრივი ბიუჯეტიდან სასწავლებლის დასაფინანსებლად თანხის გამოყოფას ითხოვდნენ. „ცენტრალურმა ხელისუფლებამ სხვა გზა არ დაგვიტოვა. ერთადერთი იმედი ადგილობრივი მთავრობაა. უარის შემთხვევაში იძულებული ვხდებით ბავშვებს - სწავლაზე, საკუთარ თავს კი საარსებო მინიმუმზე უარი ვუთხრათ,“ - აცხადებენ პედაგოგები.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება არის:
კორუფციასთან და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა ბრძოლა ევროატლანტიკური კურსის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC