14:58, Saturday, 20.09.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სხვა

აირჩიეთ წელი: 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2007-05-29
სალიბაურელებს წყალი გადაუკეტეს
ხელვაჩაურში, სალიბაურის ყოფილ მეურნეობაში, სადაც 180-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, უკვე რამდენიმე წელია ზაფხულობით წყალი საერთოდ არ მიეწოდება. ამის გამო, მათ ორი დღის წინ სოფლის ცენტრში გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. სალიბაურელების თქმით, მათი უწყლობა სოფელ ახალშენლების თვითნებობის ბრალია, რომლებიც მაგისტრალურ წყალს სარწყავად იყენებენ.
2007-05-25
ვინ დაანგრია მშენებარე ეკლესია?
ბათუმში, ფერიის მთაზე მშენებარე, წმინდა გაბრიელის სახელობის ეკლესიის დანგრევამ საზოგადოებაში მღელვარება და პროტესტი გამოიწვია. როგორც ირკვევა, ეკლესიის დანგრევამდე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე პრეზიდენტის სახელის გამოყენებით, ბათუმ-ქობულეთის ეპისკოპოსის, დიმიტრის დარწმუნებას ცდილობდა, მშენებლობა შეეჩერებინა და ტერიტორია სახელმწიფოსათვის დაეთმო. პარალელურად ქობულეთში რამდენიმე რკინის ჯვარის დემონტაჟი განხორციელდა. მრევლი და ეკლესიის წარმომადგენლები ამ ფაქტებს მართმადიდებლობის წინააღმდეგ გალაშქრებად აღიქვამენ. განსაკუთრებით მძაფრი რეაქცია ჰქონდა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას. დანგრეული ეკლესიის ხელახალი მშენებლობა მეორე დღესვე დაიწყო. ხელისუფლებამ პოზიციები დათმო და მომხდარს გაუგებრობა უწოდა.
2007-05-18
მტკვარი სოფელს წალეკვით ემუქრება
სოფელ სკრას მტკვარი გვერდით ჩამოუდის. როდესაც მდინარე ადიდებული არ არის, მისი შემოგარენი კარგი სანახავია, მაგრამ ადიდებული მტკვარი სოფლის მოსახლეობას წალეკვის საშიშროებას უქმნის. მტკვარს კალაპოტი შეცვლილი აქვს და სოფლის მხარეს მდებარე სანაპიროს შლის. მოსახლეობა უკვე რამდენიმე წელია ჯებირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას ითხოვს, მაგრამ უშედეგოდ.
2007-05-18
35 ლარიანი დახმარების იმედი
ქალაქ ახალციხეში, სააკაძის ქუჩაძე რომ ჩაუხვევ, პირველად თვალში დაშლილი მანქანები და ამ მანქანების ირგვლივ მოფუსფუსე ბავშვები მოგხვდება. ალბათ, ქუჩის ბიჭები გასართობად ხელოსანს ეხმარებიან, - გაიფიქრებ, თუმცა, სულ ტყულიად. ხელოსანი მხითარ ქეროფიანია, ხოლო ბავშვები მისი ვაჟები. ცოლ-ქმარ ლალა და მხითარ ქეროფიანებს ცხრა შვილი ჰყავთ. ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი კი საკმაოდ მიზერულ თანხას შეადგენს.
2007-05-17
ქუთაისის მთავრობა გარემოვაჭრეებს უტევს
„ქუთაისის ადგილობრივ მთავრობას გარემოვაჭრეების ჯინი აქვს. სხვა რა დავარქვათ მათი მხრიდან ჩვენს დევნას, არ ვიცი. ვდგავართ აქ წვიმაში, ქარში, პაპანაქება სიცხეში და ვცდილობთ ორი ღერი მწვანილი გავყიდოთ, რომ სახლში ლუკმა პური მივიტანოთ და ოჯახი გამოვკვებოთ. ესენი კი ყველა ღონეს ხმარობენ, საარსებო წყარო გადაგვიკეტონ."
2007-05-14
გარემოს დაცვის სამინისტრო ვალს არ ისტუმრებს
71 წლის სულიკო ხურციძემ ქუთაისის ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში 29 წელი იმუშავა. აქედან ბოლო 10 წელი - ხელმძღვანელ თანამდებობაზე. 2005 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში აღნიშნული სამსახურის ყველა თანამშრომელს გათავისუფლებაზე განცხადება დააწერინეს, თითქოსდა, მოსალოდნელი ატესტაციის გამო. სინამდვილეში არავითარი ატესტაცია არ ჩატარებულა.
2007-05-14
შეუიარაღებელი ბრძოლა სტიქიასთან
ორი მეტრით გადაადგილებული საცხოვრებელი სახლები და პირუტყვის საბძლები, დატბორილი ნაკვეთები, ჩამოწოლილი მეწყერი და საფრთხის ქვეშ დარჩენილი ხალხი. მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებისაგან, ადგილობრივი ხელისუფლება კი ცენტრალური ხელისუფლებისაგან ელოდება დახმარებას.
2007-05-11
უბინაოდ დარჩენილი ღატაკთა კეტეგორიაში მოხვედრაზე ოცნებობს
ადამიანი, რომლის ქონებასაც 2 სკამი, 2 რკინის საწოლი და 1 შავ-თეთრი ტელევიზორი შეადგენს, სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში ვერ მოხვდა. მას არც საკუთარი სახლი აქვს და ქირით ცხოვრობს. მთავრობას თავშესაფარს და ღატაკთა კატეგორიაში შეყვანას სთხოვს. თუმცა, მიწერ-მოწერებმა შედეგი ვერ გამოიღო. მან დახმარების თხოვნით „ადამიანის უფლებათა ცენრტს“ მიმართა.
2007-05-11
უდიპლომოდ დარჩენილი სტუდენტები
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის 2006 წლის კურსადამთავრებულებს დიპლომები დღემდე არ მიუღიათ. უდიპლომობა ბევრი სტუდენტისათვის სწავლის გაგრძელებაში, სტაჟირების გავლაში და სამსახურის პოვნის პროცესში შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდა.
2007-05-10
სისხლისღვრა ორ ლეკურ კლანს შორის კახეთში
ყვარელში ლეკებს შორის მომხდარი ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მათ შორის არიან ქალებიც. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ორი მამაკაცი გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. მოსახლეობა შეიარაღებული დაჯგუფების ხელმძღვანელის შამილ გაზიმაგამედოვის მფარველობაში პარლამენტარ მარიკა ვერულაშვილის ოჯახს ადანაშაულებს.
2007-05-04
საზოგადოების რეაქცია კამპანიაზე „ბოდიში“
არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ დაწყებული კამპანიის სახელი საკმაოდ მარტივად და მშვიდობიანად ჟღერს - „ბოდიში“. ახლა არ ღირს იმაზე საუბარი, რომ ბოდიშის მოხდა ღირსეულებს შეუძლიათო, რომ ბოდიში კეთილშობილური საქციელიაო და ა.შ.
2007-05-04
აწყურის მოსახლეობა სახელმწიფოსაგან დახმარებას ითხოვს
ახალციხის რაიონის სოფელი აწყურის მოსახლოება ძირითადად მესაქონლეობას მისდევს. დღესდღეობით სოფელი პანიკამ მოიცვა - იქ ცხოველებში ცოფის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ადგილობრივებს კი უსახსრობის გამო ცოფზე აცრები ვერ გაუკეთებიათ.
2007-05-02
გორის მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
პირველი მაისიდან გორის რაიონის მასშტაბით ბუნებრივი აირის ტარიფი 51,3 თეთრით განისაზღვრა. ტარიფის გაზრდასთან ერთად, გორის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. „გორიგაზში“ აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირის გათიშვის მიზეზი აბონენტებისგან ძველი დავალიანების ამოღება და გაზის ტარიფის მომატებაა.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
„მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC