22:40, Thursday, 31.07.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სხვა

აირჩიეთ წელი: 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2007-09-28
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში არსებული ერთადერთი საბავშვო ბაღი გამგეობამ არ დააფინასა
შენობაში წვნიანის სუნი დგას - ყველა საბჭოური ბაღის თანამდევი არომატი. ბავშვების ჟრიამული დერეფნამდე აღწევს. კედლებზე წარწერებია. სავარაუდოდ, ლურსმნით ან ბასრი საგნით ,,ამოჩუქურთმებული”: ,,ეტო მოი დეტსკი სად”, ,,ლუბლიუ მანი ქაშ”. იატაკზე ფეხსაცმელებია ლამაზად ჩამწკრივებული. ტანსაცმელის პატარა კარადებს კარი ჩამოვარდნია, საიდანაც პირსახოცები და პატარების ჩასაცმელები "იჭყიტება".
2007-09-27
,,შერიგება შენდობით იწყება“
21 სექტემბერს გურჯაანიდან დაწყებული ,,სიტყვის აქცია“ 27-ში ზუგდიდში დასრულდა. ამ აქციის მიზანი მთელ საქართველოში აფხაზი ხალხისადმი მიწერილი გზავნილების შეგროვება იყო. ,,რას ეტყოდით აფხაზ ხალხს 15 წლის შემდეგ“, ანუ იმ დღის შემდეგ, როდესაც ომი დაიწყო, ამ კითხვამ ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ორგანიზებით საქართველოს ხუთი რეგიონი შემოიარა და აღმოჩნდა, რომ ქართველებს სათქმელი ბევრი აქვთ.
2007-09-26
"მიშას ასე უნდა და "ვსიო"
"ეს ამბავი პრეზიდენტის და სოფლის მეურნეობის მინისტრის დონეზეა გადაწყვეტილი. მიწები უნდა დათმო და აუქციონში მონაწილეობა არ მიიღო" - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ამ შეთავაზებაზე უარის თქმის მიუხედავად, ფერმერი ლერი მიდელაური კახეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ სამხარეო ადმინისტრაციაში მაინც დაიბარა. მიდელაური ვერც ზურა ბეჟანიშვილმა შეაშინა. სამაგიეროდ, ჩაშალეს აუქციონი, სადაც 200 ჰექტრამდე მიწა უნდა გაყიდულიყო. მორიგი აუქციონის დანიშვნამდე კი ფერმერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ცდილობენ.
2007-09-25
რატომ არ ინიშნებიან რწმუნებულები და ვის ინტერესებს ეწირება ზუგდიდის რაიონის მოსახლეობა?!
ზუგდიდის რაიონის 30 სოფელს რწმუნებული დღემდე არ ჰყავს. მოსახლეობა 8 თვის განმავლობაში მათ გამოჩენას უშედეგოდ ელოდა. ხალხი ლოდინით ზუგდიდის არქივში გრძელ რიგშიც იღლება, როცა იმ ცნობების მიღებას ცდილობს, რომლის გაცემას ადრე სოფლის გამგებელი ახდენდა. გავრცელებული ინფორმაციით, სოფლის მოსახლეობის ინტერესი შიდაპარტიულ და სახელისუფლებო ინტერესებს ეწირება. რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ალექსანდრე ქობალიასა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ვახტანგ ცხადაიას შორის არსებული დაპირისპირება დღემდე გრძელდება. ამ საკითხებთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლება დუმილს ამჯობინებს.
2007-09-24
რთველი კახეთში - ლხინის ნაცვლად, სპეცრაზმის ტერორის ქვეშ
რამდენიმე დღეში ათობით გურჯაანელი გლეხი პროტესტის ნიშნად ვაზს ამოძირკვავს. გლეხების ამ გადაწყვეტილების განხორციელებას ხელს ვერც სპეცრაზმი შეუშლის, რომელიც ბოლო ათი დღეა, თელავიდან გურჯაანში, პოლიციის რაიონული სამმართველოს ეზოშია მობილიზებული. ნიღბიანები მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლას უკრძალავენ და იარაღით აშინებენ. გლეხების თქმით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა რთველის პერიოდში კახეთში კომენდატის საათი დააწესა. მათივე ინფორმაციით, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მოწინააღმდეგეების ადგილზე ლიკვიდაციის ბრძანებაა გაცემული.
2007-09-22
ახალციხელი მოსახლეობა ბენზინგასამართი სადგურების აღებას მოითხოვს
13 სექტემბერს ქალაქ ახალციხეში აბასთუმნის გზატკეცილზე მდებარე შპს "საბას" კუთვნილი ბენზინგასამართი სადგური აფეთქდა. აფეთქების დროს შენობაში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ოთხი – "საბას" ერთ-ერთი მეპატრონე ოლეგ თათეშვილი, მისი ხუთი თვის ფეხმძიმე ქალიშვილი, მცირეწლოვანი შვილიშვილი და თანამშრომელი გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაზარალებული ქალაქის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. მოსახლეობა პანიკაშია და ბენზინგასამართი სადგურების დასახლებული ადგილებიდან აღებას ითხოვს.
2007-09-20
სანამ დაიძინებდნენ... ანუ ამბავი მოხუცებზე
დღის 2 საათია. ისეთი ძლიერი ქარი ქრის, თუ თავზე ცეცხლი არ გიკიდია, გარეთ გასვლა არ ღირს. სადილობის დროა. შუშის მძიმე კარი რამდენიმე წამში ერთხელ იღება და იხურება. მარჯვნივ, მარცხნივ, წინ, უკან, ამ კუთხეში, იმ კუთხეში ვერცერთ ღერ მუქი ფერის თმას ვერ დაინახავ. ერთი წუთით გგონია, რომ შენც ჭაღარავდები, ინსტიქტურად ბეჭებში იხრები, ფეხების ცუცუნით იწყებ სიარულს და ტუჩების მოხუცური ცმაცუნით ესალმები თავსდამტყდარ სიბერეს.
2007-09-19
ჩინელი ექსპლუატატორები და 20 მილიონად გაყიდული სამეგრელოს ტყეები
15 სექტემბერს წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში ქართულ-ჩინური ხისგადამამუშავებელი კომპანიის ქართველმა მუშებმა გაფიცვა მოაწყვეს. მუშახელის პროტესტის მიზეზი მძიმე სამუშაო პირობები, მცირე ხელფასი, შრომითი ხელშეკრულებების, უსაფრთხოების ზომებისა და სამედიცინო დაზღვევის არარსებობა გახდა.
2007-09-19
ამორტიზებული ჯებირი და დატბორილი თამარ მეფის სანაპირო
ქობულეთში, თამარ მეფის სანაპიროს ტერიტორიაზე ასამდე ოჯახი ნაპირგამაგრებით სამუშაოების ჩატარებას ითხოვს. არსებული ჯებირი რამდენიმე ადგილას ჩამომტვრეულია, წვიმის დროს კი ზღვა გამაგრებაზე გადადის და საცხოვრებელ სახლებსაც ტბორავს. ადგილობრივი თვითმმართველობა კი კილომეტრნახევრიანი სიგრძის ჯებირის გარემონტებას სასტუმროებისა და რესტორნების მეპატრონეებს ავალებს.
2007-09-18
სამცხე-ჯავახეთში ტყეებს ნომრავენ, ხალხს კი ზამთარში გაყინვის ეშინია
სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა სერიოზული საფრთხის წინ დგას – წელს, შესაძლოა, ხალხი შეშის გარეშე დარჩეს, რაც ზამთარში მათი გათბობის ერთადერთი საშუალებაა. ბუნებრივი გაზი კი სამცხე-ჯავახეთის ექვსი რაიონიდან მხოლოდ ბორჯომს აქვს.
2007-09-17
გლეხების დასარბევად სპეცრაზმია მობილიზებული
პეტრე ცისკარიშვილი: "აქციების მოწყობას არავის ვურჩევ. იცოდეთ, ინანებთ!"
2007-09-17
გამოსახლებული ოჯახები ინვესტორთან ითხოვენ შეხვედრას
ხელვაჩაურის რაიონის არამადნეული მასალების გადამამუშავებელი ქარხნის საერთო საცხოვრებლიდან ხუთი ოჯახი გამოასახლეს. ისინი რაიონულმა პოლიციამ დაშინებით გამოიყვანა, ხოლო საღამოს ექვსი საათის შემდეგ კი ობიექტიდან საკუთარი ნივთების გატანის უფლებაც წაართვეს.
2007-09-13
"ერეკლეს ხიდმა" შესაძლოა ხალხი შეიწიროს
ასპინძის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფელი, შესაძლოა, რაიონულ ცენტრს მოწყდეს. ივერია, ორგორა, ძველი, საყუდაბელი, ჭობარეთი - ეს ის სოფლებია, რომლებიც ასპინძას ერთადერთი გზით - "ერეკლეს ხიდით" უკავშირდებიან. ამჟამად ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია და მასზე გავლა სახიფათოა.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
„მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC