მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სხვა
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
სახალხო დამცველის მორიგი ხმაურიანი ანგარიში
27 აპრილი, 2007
საქართველოს სახალხო დამცველი 2006 წლის საანგარიშო მოხსენებით პარლამენტის წინაშე წარსდგა. მისი ანგარიში ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ საქართველოში, ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტმა მოისმინა. პროკურატურა, სასამართლო, შსს - ეს ის უწყებებია, რომლებიც ომბუცმენის ანგარიშის მიხედვით ყველაზე მატად არღვევენ ადამაინს უფლებებს და ამ მხრივ მოწინავე ადგილს იკავებენ.
ქვეყნის უკუღმა განვითარება
27 აპრილი, 2007
ბუნებრივი აირის გაძვირებამ ბორჯომის მოსახლეობაში მღელვარება გამოიწვია. საკურორტო შემოსავლის მიუხედავად ადგილობრივები ცხოვრების დაბალ დონეზე საუბრობენ. ,,გაზის გაზრდილი ტარიფის გადახდას ვერანაირად ვერ შევძლებთ,” - აცხადებენ ისინი.
კამპანია “ბოდიშს” ზუგდიდში არაერთგვაროვნად ეხმიანებიან
26 აპრილი, 2007
,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ მომზადებულ მიმართვას აფხაზი ხალხისადმი, კამპანია “ბოდიშს”, ზუგდიდში მცხოვრები დევნილები და არასამთავრობო ორგანიზაციები არაერთგვაროვნად ეხმაურებიან. მათი მოსაზრება მიმართვის გავრცელებისა და საჯარო ბოდიშის მოხდაზე განსხვავებულია. ზოგისთვის ბოდიში ურთიერთობის მიუღებელი ფორმაა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ურთიერთობის ამ ფორმას საჭიროდ, რიგ შემთხვევაში დაგვიანებულადაც კი მიიჩნევენ.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გასული წლის კურსდამთავრებულებს დიპლომები დღემდე არ აუღიათ.
25 აპრილი, 2007
უნივერსიტეტის ერთ-ერთ კურსდამთავრებულს ანი ისაკაძეს სწავლის გაგრძელება გერმანიაში უმაღლეს სასწავლებელში სურს, მაგრამ იმის გამო, რომ გორში დიპლომის მიღებას ვერ ახერხებს პრობლემები ექმნება. გერმანიაში წასულ ისაკაძეს არ უჯერებენ, რომ საქართველოში უმაღლესი სასწავლებელი ნამდვილად დაამთავრა.
გამოცდილი დირექტორები წლის ბოლოს გვეყოლება
24 აპრილი, 2007
სასწავლო წლის ბოლოს საქართველოს სკოლებს ახალი, კონკურსგავლილი და არჩეული დირექტორები ეყოლება. დირექტორობის მსურველი 7 000-მდე კანდადატი იყო, თუმცა ტესტირების შემდეგ მათი რიცხვი შემცირდა. სულ საქართველოს მასშტაბით 2300 დირექტორი უნდა შეირჩეს. უმაღლესქულიანები სკოლას თავად აირჩევენ, შედარებით დაბალქულიენებს კი სკოლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარადგენს.
„ჩვენ ეკომიგრანტები კი არა, ეკოპატიმრები ვართ“
24 აპრილი, 2007
ისინი საკუთარ ცხოვრებას პატიმრის ყოფას ადარებენ. 1987 წელს მშობლიური მიწა-წყლის დატოვება, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც მოუხდათ. ჩამოწოლილმა მეწყერმა მათი კარ-მიდამო ნასახლარად აქცია და ასე გახდნენ აჭარელი გლეხები „დროებითი იმერლები.“
,,აკრძალვაზე, აყრაზე და დანგრევაზე ადვილი რაღაა?“
20 აპრილი, 2007
მზესუმზირა, ხუთ თეთრიანი საღეჭი რეზინა და სიგარეტი - ეს ყველაფერი გაუსალაშინებელი ფიცრებით შეკრულ პატარა, დაბალ მაგიდაზეა დაწყობილი. მეპატრონეს გარემოვაჭრე ჰქვია, რომელიც ყველანაირ ამინდში ქუჩაში დგას და რომლის დღიური შემოსავალი დიდი დიდი სამი ლარს შეადგენს.
სტუდენტები პრეზიდენტსა და განათლების მინისტრს მიმართავენ
18 აპრილი, 2007
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის სტუდენტური ორგანიზაცია „სტუდენტური ლიგის“ წარმომადგენლები სატელევიზიო მიმართვებს ავრცელებდნენ. მიმართვის ადრესატები ქვეყნის პრეზიდენტი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ლომაია არიან. სტუდენტების გააქტიურება ფილიალის დახურვის შესახებ გავრცელებულმა ცნობამ გამოიწვია.
დაბა ადიგენის ცხოვრების ფრაგმენტები
18 აპრილი, 2007
ზღაპრის დასაწყისი და მელოდრამის მსგავსი დასასრული. დაბა ადიგენის მძიმე სოციალური მდგომარეობა. მიტოვებული სახლები და ახალგაზრდების მიგრაცია.
მოსახლეობა ისევ ქუჩაში გამოვიდა
17 აპრილი, 2007
თბილისი ისევ საპროტესტო აქციებმა მოიცვა. დედაქალაქის მოსახლეობა ამჯერად კომუნალურ გადასახადებზე გაზრდილ ტარიფებს აპროტესტებს. აქციები 17 აპრილს ერთდროულად პარლამენტისა და თბილისის მერიის შენობებთან გაიმართა. მასში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ღებულობდნენ მონაწილეობას. ყველას მოთხოვნა ერთია - მოგვეცით არსებობის უფლება.
შიმშილობის აქცია გორში
17 აპრილი, 2007
უკვე სამი დღეა გორში გარემოვაჭრეები შიმშილობენ. მათთან ხელისუფლების მაღალჩინოსნები ჯერ არ გამოჩენილან. გარემოვაჭრეებს მხოლოდ საკრებულოს ორმა წევრმა დავით კეკელიშვილმა და მამუკა დავითულიანმა მიაკითხა. ისინი მოვაჭრეებს ადგილის „მოძებნას“ დაპირდნენ. შიმშილობის აქციამ ჯერ მხოლოდ ის „შედეგი" გამოიღო, რომ მათთან სასწრაფო დახმარება დღეში რამდენჯერმე მიდის.
რუსეთიდან დეპორტირებულებს თავშესაფრიდან ასახლებენ
16 აპრილი, 2007
მოსკოვიდან დეპორტირებული ოჯახი თავშესაფრის გარეშე რჩება. კვარაცხელიების ოჯახი დაპირებულ დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვს, თუმცა მათ ამ ეტაპზე არავინ გამოხმაურებია, უფრო მეტიც, მათ ერთ-ერთი საერთო საცხოვრებლის გაპარტახებულ საკუჭნაოში ცხოვრების უფლებასაც არ აძლევენ.
თსუ ზუგდიდის ფილიალს ლიკვიდაცია ემუქრება
16 აპრილი, 2007
„ზუგდიდი საუნივერსიტეტო ქალაქად უნდა იქცეს,” - მიხეილ სააკაშვილის ეს გამოთქმა ზუგდიდში არსებული სასწავლებლების შემოსასვლელებშია გაკრული. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ზუგდიდში არსებული ათამდე უმაღლესი სასწავლებლიდან აკრედიტაცია მხოლოდ ერთმა - ზუგდიდის დამოუკიდებელმა უნივერსიტეტმა (ზდუ) გაიარა.
ხელისუფლების მდგმურები
13 აპრილი, 2007
დღეს პარლამენტმა, კანონპროექტი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ მეორე მოსმენით განიხილა. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას ისტორიულ უბნებში მოსაკრებლის დაწესების შესახებ ჯერჯერობით ვერ მიაღწია. ხელისუფლება კვადრატულ მეტრზე სამი ლარიდან ერთ ლარსა და 50 თეთრზე ჩამოვიდა, მაგრამ ოპოზიცია აღნიშნულ ტარიფსაც აპროტესტებს და ითხოვს ტარიფის მაქსიმალურმა ზღვარმა 50 თეთრი შეადგინოს.
დეპორტირებულთა მესხურ-იმერული ყოფა
2 აპრილი, 2007
იმერეთში, კერძოდ კი, სამტრედიის ერთ პატარა სოფელ იანეთში კიდევ უფრო პატარა დასახლებაა, რომელსაც ადგილობრივები მე-9 უბანს ეძახიან. კომპაქტურად ჩასახლებული 32 ოჯახი იქ დღეს ძველი და თან შერეული ტრადიციებით ცხოვრობს და ადგილობრივ მოსახლეობასთან ყოველგვარ კონტაქტს მოკლებულია.