სხვა
20 სექტემბერი, 2007
დღის 2 საათია. ისეთი ძლიერი ქარი ქრის, თუ თავზე ცეცხლი არ გიკიდია, გარეთ გასვლა არ ღირს. სადილობის დროა. შუშის მძიმე კარი რამდენიმე წამში ერთხელ იღება და იხურება. მარჯვნივ, მარცხნივ, წინ, უკან, ამ კუთხეში, იმ კუთხეში ვერცერთ ღერ მუქი ფერის თმას ვერ დაინახავ. ერთი წუთით გგონია, რომ შენც ჭაღარავდები, ინსტიქტურად ბეჭებში იხრები, ფეხების ცუცუნით იწყებ სიარულს და ტუჩების მოხუცური ცმაცუნით ესალმები თავსდამტყდარ სიბერეს.
15 აგვისტო, 2007
"აფეთქება ისეთი ძლიერი იყო, ქუჩაში მდგარი მანქანები ჩვენს ეზოში გადმოყარა. მიწა დამსხვრეული მინით იყო დაფარული. სახლს შიფერი აღარ შერჩა. 500 მეტრის მოშორებით მდგარი თეატრის ჭერიც კი დააზიანა და ჩვენ რას გვიზამდა? რემონტი იმ წელს გავაკეთეთ, არც წყალი ჩამოგვდიოდა, ახლა სამივე ოთახში და აბაზანაში წყალი წვეთავს. გარეთ რომ გაწვიმდება ჩემს გულზეც წვიმს. ჩემი ქმარი, აქვე ჯიხური გვაქვს და, იქ იჯდა, ნაცნობს გამოუვლია და გარეთ გამოსულა შემთხვევით, თორემ, შიგნით რომ ყოფილიყო აუცილებლად მოკვდებოდა“, - ამბობს გორში მცხოვრელი ჟუჟუნა ცარციძე და ცდილობს ზუსტად გაიხსენოს ტერაქტის დღე, 2005 წლის 1 თებერვალი...