სხვა
2008-02-28
გია ნოდია განათლების სისტემაში ჩატარებული რეფორმებით უკმაყოფილოა
რა დაპირებები მიიღეს გალელმა და ზუგდიდელმა პედაგოგებმა?!
განათლებისა და
მეცნიერების მინისტრი, გია ნოდია სამეგრელოში ხელცარიელი არ ჩასულა - 688
გალელ პედაგოგს ჯანმრთელობის დაზღვევის ვაუჩერები მან პირადად გადასცა.
უხვი დაპირებები კი სამინისტროს სახელით გია ნოდიამ ზუგდიდისა და გალის
რაიონის პედაგოგებს თანაბრად გაუნაწილა.
2008-02-28
უგულავას ავტობუსები გორში პრობლემებს ქმნიან
გორში ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრეზიდენტის
წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიცემული პირობების დარღვევა დიდი ხანია
დაიწყო. მაგალითად, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა. შიდა
ქართლის ამჟამინდელი გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი, მართალია, აცხადებს,
რომ მან მთელი რეგიონის პრობლემები იცის, თუმცა სოფელში მაცხოვრებელთა
მგზავრობის პრობლემები მისთვის ნაკლებად ცნობილია.
2008-02-27
კეთილდღეობა თუ წინასაარჩევნო ზღაპრები?
საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში საარსებო მინიმუმი 194,5 ლარია. მოსახლეობის დიდი ნაწილის შემოსავალი კი, ამ მაჩვენებელს გაცილებით ჩამორჩება. დაძაბული სოციალური მდგომარეობის ფონზე ცენტრალური მთავრობა საკუთარ ხალხს გახმაურებულ (და კარგად გაპიარებულ) პროექტს „საქართველო სიღარიბის გარეშე“ სთავაზობს.2008-02-25
ლევან ბეჟაშვილი: ადგილობრივი ხელისუფლება ჟურნალისტებთან ურთიერთობას არ უნდა გაურბოდეს
ცოტა ხნის წინ, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულად კახეთის რეგიონში, ლევან ბეჟაშვილი დაინიშნა. იგი მანამდე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ მუშაობდა. ახალი გუბერნატორი რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიურ ურთიერთობას აპირებს. პირველი ასეთი შეხვედრა, გასულ კვირას, მან უკვე გამართა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.2008-02-25
ვის ემუქრება სკოლებში ჩატარებული რეფორმა?(ნაწილი II)
სამეურვეო საბჭოს ინსტიტუტი, რომელიც რეფორმის შემდეგ შეიქმნა, ცალკე განხილვის საგანია. ექსპერტების აზრით, ამ ინსტიტუტმა არ გაამართლა. ჯერ ერთი, კანონში მოუმზადებლად იყო ჩადებული ის მუხლები, რომლებიც სამეურვეო საბჭოს შეეხება, მეორეც, 2 წლიანი ლუფტი, რომელიც კანონში იყო ჩადებული, არ გაითვალისწინეს და არჩევნების ჩატარება ხელის ერთი მოსმით გადაწყვიტეს. ამიტომ სამეურვეო საბჭოს წევრების გადამზადება ნორმალურად ვერ მოხერხდა. 2008-02-22
„საქართველო – დემოკრატიის მბჟუტავი შუქურა”
წლიური ანგარიში 2007 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ
2004 წლის დეკემბერში, “ვარდების რევოლუციის” გარიჟრაჟზე “ადამიანის უფლებათა ცენტრმა” გამოაქვეყნა მოხსენება: “ერთი ნაბიჯი წინ – ორი ნაბიჯი უკან”,რომელიც მოიცავდა ინფორმაციას პოსტ-რევოლუციურ პერიოდში ადამიანის
უფლებათა უხეში დარღვევების შესახებ. დარღვევების მზარდი ტენდენცია
აისახა ორგანიზაციის 2005 წლის ანგარიშში: “შემდეგი გაჩერება -
ბელარუსი?”. ბევრმა აღნიშნული განაცხადი გადაჭარბებულად მიიჩნია, ცენტრის
მიზანი კი მოცემული პერიოდისათვის საერთაშორისო საზოგადოებისათვის ნათელი
გზავნილის გაკეთება იყო ქვეყანაში მიმდინარე არადემოკრატიულ პროცესებთან
დაკავშირებით.
2008-02-22
ვის ემუქრება სკოლებში ჩატარებული რეფორმა?(ნაწილი I)
ჟურნალისტური მოკვლევა
რაზე იფიქრონ პედაგოგებმა - ხელშეკრულების ვადებზე თუ ბავშვების აღზრდაზე?
საქართველოს ყველა სკოლაში დირექტორებსა და პედაგოგებს შორის სამუშაო ხელშეკრულებები იდება. ხელშეკრულებების ვადა სხვადასხვა სკოლაში 1 წლიდან 6 წლამდე მერყეობს. ექსპერტების თქმით, ვადიანი ხელშეკრულებები საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. ხელშეკრულებებში ვადის ჩაწერა არც განათლების და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნაა. რატომ გადაწყვიტეს დირექტორებმა ხელშეკრულებებში ვადის ჩაწერა? ეს ზემდგომი პირების არაოფიციალური მოთხოვნა იყო თუ დირექტორების თვითნებური გადაწყვეტილება? ვის და რატომ აწყობს პედაგოგების მასობრივი განთავისუფლება? და საერთოდ, რა შედეგი მოჰყვა განათლების რეფორმას საქართველოს სკოლებში?
2008-02-22
საქართველო-რუსეთს შორის მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიებისთვის სავიზო შეზღუდვები მოიხსნება
2008-02-21
ჟურნალისტი გურჯაანის გამგებლის დასჯას ითხოვს
2008-02-21
გურჯაანი ეპიდემიის საფრთხის წინაშე დგას
2008-02-20
რკინიგზის შეფი ეზუგბაია ქართლელ მუშებს პენსიას ართმევს
გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში მცხოვრები გოგი მირუაშვილი სასამართლოდან უწყისის მიტანის დროს, გულის შეტევით გარდაიცვალა. როგორც გაირკვა, 75 წლის მოხუცს რკინიგზის შეფი ირაკლი ეზუგბაია ერჩის. ამჯერად, ეზუგბაია გოგი მირუაშვილის უფლებამონაცვლეს, მის მეუღლეს, მაყვალა მირუაშვილს უჩივის. დავის საგანი რკინიგზის მიერ გოგი მირუაშვილისთვის წლების განმავლობაში ზედმეტად გადახდილი პენსია გახდა.2008-02-20
დავიდარაბად ქცეული საპრეზიდენტო სუბსიდია
„ამ ამბავს თუ გადავურჩი, საჩუქრის სახელს არასოდეს ვახსენებ. ისე შევშინდი, აწი პრეზიდენტის კი არა, ახლობლის საჩუქარსაც ვეღარ მოვკიდებ ხელს. ერთადერთი შვილის ელექტროენერგიით გათბობა ტირილად და უძილო ღამეებად მექცა. თუ ასე უნდა მომხდარიყო, ჯობდა საერთოდ არაფერი მოეცათ“, - აცხადებს მეორე ჯგუფის ინვალიდი, ქუთაისელი დალი ხაჭაპურიძე, რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ოფისში თავს დატეხილი გაუგებრობისა და ენერგოკომპანიაში შექმნილი პრობლემების შემდეგ მოვიდა. [1] 2
სხვა სიახლეები
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
GNCC-ის წევრებმა გასულ წელს პრემიის სახით 331 ათასი ლარი მიიღეს
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

