23:00, Thursday, 14.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სხვა

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2008-07-21
კახეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი გააუქმეს
გურჯაანში მდებარე კახეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც ორმოცდაათი ათასზე მეტი უნიკალური ექსპონატია დაცული, პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის ბრძანებულებით გაუქმდა. მას შემდეგ მუზეუმის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობა მიდის. გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ყოფილი მუზეუმის შენობის და ტერიტორიის გაყიდვას გეგმავს.

2008-07-19
„სანამდე გაგრძელდება „ომობანას“ თამაში?!“
ჩაკეტილი ხიდი და ჩიხში მოქცეული ქართველები

ენგურის ცენტრალური ხიდი 18 დღის წინ ჩაიკეტა. აფხაზური მხარე მის გახსნას ჯერჯერობით არ აპირებს. თუმცა სამშვიდობო მისიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისათვის გზა დღესაც ხსნილია. გალის რაიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის მცირე ნაწილი გადაადგილებას შემოვლითი გზებით, ფეხითა და ცხენებით ამ დრომდე მაინც ახერხებს. ქართულ-აფხაზურ ადმინისტრაციულ საზღვარს აფხაზურ-ჩეჩნურ-რუსული შეიარაღებული ჯგუფები მთელ პერიმეტრზე აკონტროლებენ. მოსახლეობა კი საკვებ პროდუქტებს ზუგდიდიდან ვეღარ ეზიდება და დახმარებას საქართველოს მთავრობისაგან დღემდე ითხოვს. ქართველები შიმშილისა და ომის ზღვარზე დგანან.
2008-07-19
საქართველოს შრომითი კოდექსი - ადამიანებს სამსახურიდან ერთი ხაჭაპურის გაუჩინარების გამო ათავისუფლებენ
საქართველოში დასაქმებულთა უფლებები ირღვევა. არ არსებობს ერთი კანონიც კი, რომელიც ამ ადამიანებს დაიცავს. სწორედ ამ პრობლემებს ეძღვნება საქართველოს პროფესიული კავშირების 2008 წლის პირველი ნახევრის ანგარიში
2008-07-16
გორელ გლეხებს საძოვრიდან ნახევრად მშიერი საქონელი მოჰყავთ
რამდენიმე დღეა გორის რაიონის ,,ზემო მხარის" სოფლებში გლეხები თითო კომლზე 5-5 ლარს აგროვებენ. ეს იმიტომ, რომ საძოვრები მთელმა სოფელმა შეისყიდოს და იქ გადამთიელი არავინ შევიდეს. მიუხედავად ამისა, ბევრ სოფელში სოფლის მოსახლეობამ საძოვრების კოლექტიური შესყიდვა ვერ შეძლო და კერძო პირებმა საძოვრების და სახნავ-სათესი მიწების პრივატიზება მოასწრეს. ბევრგან დღეს თითო კომლზე თანხის აკრეფას და სოფლის სახელზე საძოვრების პრივატიზებას აზრი აღარც აქვს.

2008-07-15
სახალხო დამცველის მოადგილემ მანქანა დააზიანა და მიიმალა?
შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა სახალხო დამცველის მოადგილე სოფო ხორგუანი 300 ლარით დააჯარიმეს. სამართალდამცავებმა ხორგუანს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი სიჩქარის გადაჭარბებისა და მსუბუქი მანქანის დაზიანებისთვის შეუდგინეს.

2008-07-14
რა საფრთხეს ქმნიდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ჩავარდნილი გზა?!
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის სოფელ ცაიშის მონაკვეთზე მოძრაობა 27 მაისიდან პარალიზებულია. ავტოსატრანსპორტო მიმოსვლა მხოლოდ შემოვლითი გზით ხორციელდება. ცენტრალური მაგისტრალის 329-ე კმ-ზე 45 მეტრი სიგრძის მიწის მონაკვეთი 4-5 მეტრის სიღრმეზე ჩავარდა.  მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებში სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. გზის ჩავარდნასთან დაკავშირებით მოკვლევას მხოლოდ ჟურნალისტური გამოძიების სააგენტო „დრო და სივრცე“ აწარმოებს.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 [15] 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC