09:59, Wednesday, 20.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სხვა

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2008-06-19
„პასუხებს იქეთ კვირაში გამოგიგზავნით“
„18 იანვარს შევიტანე საბუთები მიწის ლეგალიზაციაზე. ყველა საბუთი, რომელიც მომთხოვეს, მოვუტანე, მითხრეს, ერთი თვის შემდეგ მოდიო. 18 თებერვალს მოვედი. ისევ მითხრეს, 1 თვის მერე მოდიო. კიდევ მოვედი. მითხრეს კიდევ 3 თვე უნდა იყოს გასულიო. კი ბატონო, მოვედი 18 მარტს და მითხრეს 2 კვირაში მოდიო. მოვედი კიდევ. მითხრეს კიდევ თვენახევარიო. იმის შემდეგ მოვდივარ ყოველ მეორე დღეს. ერთ-ერთ თანამშრომელს ვუთხარი, რომ ასეთი ვითარებაა. მიპასუხა, კიდევ სამი თვე დაიცადეო“.

2008-06-18
„ჩემი ბოლო იმედი სტრასბურგია“ - აბანოს მფლობელი თავდაცვის სამინისტროს ედავება
ბათუმის ცენტრალური აბანოს ყოფილი მოიჯარეს, კუკური ირემაძეს, თავდაცვის სამინისტროსა და ყოფილ სახელმწიფო კონცერნ "აჭარყოფსერვის"-გან თანხები აქვს ასაღები. ამის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებები უკვე 5 წელია არსებობს. მიუხედავად ამისა, ირემაძეს თანხები ჯერ კიდევ არ აუღია.

2008-06-18
შუაღელეში ხალხს ხიდი სჭირდება
ქობულეთის რაიონ სოფელ შუაღელეში 20-მდე ოჯახი, სოფელს უხიდობის გამოა მოწყვეტილი. მოსახლეობამ მდინარეზე ხიდი თვითონვე გააკეთა, თუმცა ყოველი წვიმის დროს, ხიდი წყალს მიაქვს. აქაურებისთვის პრობლემა ვერც წინა ხელისუფლებამ  მოაგვარა და ვერც ამჟამინდელმა.

2008-06-17
მეუფე ანდრია ხელისუფლებას ,,კასპიცემენტის" ღუმელებზე ფილტრების დამონტაჟებას ურჩევს
შიდა ქართლში მყოფმა ევროპის რეგიონთა ასამბლეის წევრებმა ,,ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრის დროს შეშფოთება გამოთქვეს ,,კასპიცემენტის" მტვრის გამო. 15 ივნისს, საღამოს, ევროპელი სტუმრები კასპის რაიონის სოფელ თელიანში(ყარაღაჯი) ქართული ტრადიციული ჭიდაობის სანახავად დაპატიჟეს. სწორედ ზღვის დონიდან შემაღლებულ ადგილას მდებარე სოფლიდან დაინახეს თუ როგორ აყრიდა მტვერს ,,კაპისცემენტი" შიდა ქართლის ველს.



2008-06-16
პოლიტიკური ნიშნით თელავის უნივერსიტეტიდან ლექტორები გაანთავისუფლეს
2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების მეორე დღესვე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი ლექტორები გაანთავისუფლეს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ჰამლეტ რაზმაძის განცხადებით, ასოცირებული პროფესორი და ამავე დროს რექტორის აპარატის უფროსი ნელი ცქიტიშვილი, ასევე იურიდიული სპეციალობის კოორდინატორი არჩილ ჯორჯაძე პირადი განცხადებების საფუძველზე განთავისუფლდნენ.

2008-06-16
ოპოზიციონერ პედაგოგებს ფსიქიატრიულიდან ცნობებს სთხოვენ
პედაგოგების თქმით, საჯარო სკოლის დირექტორი, განსხვავებული აზრის მქონე მასწავლებლებს, რომლებსაც ოპოზიციის მხარდამჭერებად მოიაზრებს, უცენზურო სიტყვებით ლანძღავს, პრეტენზიებისას აფურთხებს. არაადამიანურად ეპყრობა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკვლევას და ჯანმრთელობის დოკუმენტის მიტანას ავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლის შენობაში მათ შეშვებას კრძალავს და გაკვეთილების ჩატარების საშუალებას არ აძლევს. რამდენიმე მათგანი ქურდობაშიც დაადანაშაულა და შტატების შემცირების საბაბით სამსახურიდან უკვე გაათავისუფლა. პედაგოგებმა საჩივრით განათლების სამინისტროსაც მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ

2008-06-13
დაქირავებულის უფლებები ქვეყანაში არავის ადარდებს
სახელმწიფო კი დამსაქმებლებს ღიად ლობირებს

საქართველომ დღემდე  უამრავი საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, რომლებიც შრომითი უფლებების დაცვას ითვალისწინებს. თუმცა, ჩვენთან დასაქმებულთა უფლებები მაინც ირღვევა. ექსპერტების აზრით, თუ ადრე სახელმწიფო ამას დაფარულად აკეთებდა, დღეს ის დასაქმებულების ინტერესების საწინააღმდეგოდ დამქირავებლების ინტერესებს ღიად ლობირებს.

2008-06-12
„ქუთაისი - მეორე დედაქალაქი“
ეს ფრაზა საქართველოს პრეზიდენტმა წინასაარჩევნო პერიოდში, ქუთაისში სტუმრობისას  გააჟღერა. თან ამ ფრთიან ნათქვამს უხვი დაპირებებიც მოაყოლა, რომ ქუთაისი დაიბრუნებს დაკარგულ დიდებას, გაიხსნება არაერთი დაწესებულება, სადაც უამრავი ადამიანი დასაქმდება და ა.შ. მიხეილ სააკაშვილს საკუთარი დანაპირებისთვის მეტი დამაჯერებლობა რომ შეეძინა, ჩვეული პირდაპირობით განაცხადა, რომ „დასაწყისისთვის“ ქუთაისში სამი ცენტრალური უწყება დაიდებს ბინას.

2008-06-12
,,ცეცხლწაკიდებული” ცხოვრება
საწვავის ფასის მატება ყველაფერს გააძვირებს

ქვეყანაში მინიმალური ხელფასი 115 ლარია. ერთი ტომარა ფქვილი 55 ლარი ღირს. საკვები პროდუქტებისა და საწვავის ღირებულება დღითიდღე მატულობს.

,,დროჟით” გაფუებულ პურში 70 თეთრი რომ  მომთხოვა გამყიდველმა, კინაღამ გავგიჟდი. დიდი ოჯახი მაქვს და დღეში ოთხი პური მაინც გვინდა, თან მარტო პურზე ხომ ვერ გადახვალ?”, - ჩივის ახალციხელი ლეილა კაპანაძე.

2008-06-10
სახელფასო დავალიანებების ისტორია
„არაფერს განსაკუთრებულს არ ვითხოვთ. მხოლოდ იმას, რომ გაისტუმრონ ჩვენი სახელფასო დავალიანება და მოგვექცნენ ადამიანურად. ქვეყანაში, სადაც ყოველდღე იმაზეა ლაპარაკი, რომ უმუშევრობა დაძლეულ უნდა იქნას და სამუშაო ადგილები შეიქმნას, სირცხვილია, ჩვენი შრომის საზღაურის აღებისთვის ამდენს ვწვალობდეთ. ეს უსამართლობაა და სხვა არაფერი“,- აცხადებს  ნაილი ხვადაგიანი.

2008-06-10
ნაცემები: მამუკა კვარაცხელია პოლიტიკური შეხედულებების გამო სცემეს?
მამუკა კვარაცხელია ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც 26 მაისის მიტინგის შემდეგ სასტიკად გაუსწორდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელები ფულს ითხოვდნენ, უეფას მედიაოფიცერი დარწმუნებულია, რომ ცემის მიზეზი 26 მაისის მიტინგში მონაწილეობა იყო.

2008-06-09
სოციალურად დაუცველები სიღატაკისგან დაცვას ითხოვენ
ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება სიღარიბეს დღემუდამ „ებრძვის“, სადაც მოქალაქეებს ანუგეშებენ (განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ), რომ მალე უმუშევრობასაც დავძლევთ და სხვა დანარჩენ პრობლემასაც, სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფთა რიცხვი კატასტროფულად იზრდება. სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამების არსებობის მიუხედავად, რომელიც, როგორც ირკვევა, ხშირ შემთხვევაში არამიზანმიმართულად ხორციელდება, სოციალურად დაუცველები უკიდურეს გაჭირვებასა და მთავრობის უყურადღებობაზე ჩივიან.

2008-06-06
ძველ თბილისს ჩუმ-ჩუმად ანგრევენ
ძველი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე შენობის დანგრევაზე ნებართვა, გამგეობის და კულტურის სამინისტროს პროტესტის მიუხედავად, მერიამ მაინც გასცა. აუცილებელია თუ არა ტაბიძისა და ლეონიძის კუთხეში მდებარე შენობის დანგრევა, თუ მერიას დემონტაჟზე ნებართვის გაცემა „უბრძანეს“? რატომ არ აწყობთ, რომ ძველი თბილისი იუნესკოს დაცული ძეგლების სიაში შევიდეს? 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 [18] 19 20 21 22 23 24 25 26 27 28
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC