22:58, Thursday, 14.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სხვა

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2008-02-11
სახელოვნებო სკოლების პედაგოგები ხელფასებს ითხოვენ
გურჯაანის რაიონში მოქმედი სახელოვნებო სკოლების პედაგოგები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ. კაჭრეთის, ვაჩნაძეანის, ველისციხის, კარდენახისა და გურჯაანის სამუსიკო სკოლების მასწავლებლებს 2007 წლის წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2008 წლის იანვრის თვეების ხელფასი, ადგილობრივი ხელისუფლებისადმი არაერთი თხოვნის მიუხედავად, ჯერ კიდევ არ მიუღიათ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურში, სახელფასო დავალიანების მიზეზად, ბიუჯეტში თანხების არქონას ასახელებენ

2008-02-11
თბილისის მერიამ საბავშვო ბაღების გამგეები 10 დღით აირჩია
თბილისის მერიისთვის კონკურსის ჩატარება ფორმალობად იქცა.  ეს იქიდანაც ჩანს, რომ ბაგა-ბაღების დირექტორების არჩევის მეათე დღეს მერიამ „ვაკანტურ“ ადგილებზე კონკურსი გამოაცხადა. საინტერესო კი ის არის, რომ ყველა ადგილი 10 დღის წინ დანიშნული დირექტორების მიერ უკვე დაკავებული იყო. ხოლო კვალიფიციური კადრების ნაცვლად, როგორც პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი აცხადებს, კონკურსგაუვლელი ადამიანები დანიშნეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მერია ბაგა-ბაღების დირექტორებს ასეთი გზით ნიშნავს.

2008-02-11
ცესკო საოლქო - საარჩევნო კომისიის წევრს, განსხვავებული აზრისთვის დევნის
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 4 თებერვალს, #12 გურჯაანის საოლქო – საარჩევნო კომისიის წევრს ზურაბ დანელიშვილს ვადამდე შეუწყვიტა უფლებამოსილება. ცესკო-ში, ამის მიზეზად, დანელიშვილის მიერ, საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო რეგლამენტის დარღვევას ასახელებენ. თავად დანელიშვილი და უფლებადამცველები კი ცესკოს თავმჯდომარეს ლევან თარხნიშვილს და კომისიის ხელმძღვანელობას, თავისუფალი სიტყვის ხელყოფასა და განსხვავებული აზრის დევნაში ადანაშაულებენ.

2008-01-25
ფულის მახე ინკასატორებისთვის
გორის რამდენიმე სოფელი ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას მოითხოვს.  ხალხი ამბობს, რომ იმ მრიცხველების მეშვეობით, რომელიც მათ ამჟამად აქვთ, დანახარჯის დაანგარიშება შეუძლებელია. ამ ფაქტით სარგებლობენ ინკასატორები და მოსახლეობას იმაზე მეტ თანხას ახდევინებენ, ვიდრე რეალურად აქვთ გადასახდელი.
2008-01-24
„არ შეიძლება ყველაფერი შევარდნით და სროლით წყდებოდეს“
ირაკლი ბათიაშვილი, მისივე თქმით,  სააკაშვილის მთავრობის ერთ-ერთი პირველი პოლიტპატიმარი იყო. ის კონსტიტუციური წყობილების დამხობის ბრალდებით დააპატიმრეს. მას  24 წლიანი პატიმრობა ელოდა.  მისი დანაშაულის დასამტკიცებლად, პროკურატურას მხოლოდ ერთი სამხილი ჰქონდა - ფარული სატელეფონო ჩანაწერი. ირაკლი ბათიაშვილი არჩევნების შემდეგ შეიწყალეს. თუმცა, მისი აზრით, ეს მოხდა არა იმიტომ, რომ ხელისუფლება გონს მოეგო, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოებამ მას „რქები მოატეხა“. მან სულ რამდენიმე დღის წინ დატოვა საპატიმრო. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

2008-01-24
რას შეეწირა შიდა ქართლის გუბერნატორი - ,,თრიალეთის
სამი თვეა ლადო გეგელაშვილი პრეზიდენტმა ჩვენს რეგიონში რწმუნებულად გამოგზავნა. ამ ხნის განმავლობაში უამრავი კითხვა დაგროვდა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, რა ბედი ელის იმ ხალხს, ვისაც ქარელმა და ოქრუაშვილმა ქონება წაართვა და ასევე ის, თუ რატომ არის კვლავ პრიორიტეტი - ფასადებისა და შადრევნების მშენებლობა.
2008-01-23
ომი სკამებისათვის და იგნორირებული ხალხი
საქართველოში გუბერნატორების უმრავლესობა უახლოეს დღეებში შეიცვლება. ასეთია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით, ცვლილებები იქნება ადგილობრივ ხელისუფლებაშიც.

2008-01-23
საგარეჯოში ამომრჩეველი ხმას 13 წამში აძლევდა
ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ  5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტში უამრავი დარღვევაა დაფიქსირებული. ანგარიშის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დათვლა და ოქმების შედგენა შეჯამდა როგორც „ცუდი“, ან „ძალიან ცუდი“. დამკვირვებელთა მისიის წევრების თქმით, მათ თვითონ ნახეს, შემაჯამებელი ოქმების ფალსიფიცირების ფაქტები და სხვა დარღვევები. მისიის შეფასებით, საოლქო-საარჩევნო კომისიებმა და სასამართლოებმა, საჩივრების განხილვაზე უარი, დამაჯერებელი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განაცხადეს.

2008-01-22
"მოციმციმე მრიცხველები" - ხალხის ახალი თავსატეხი
ჩაბნელებული კერებისა და უშუქობით გამოწვეული ქუჩის აქციების დრო საქართველოში დასრულდა. წარსულს ჩაბარდა ის პერიოდი, როცა სიცივით შეწუხებილი ქართველები ქუჩებს კეტავდნენ და შუა ქალაქში, პროტესტის გამოსახატად შეკრებილები, ცეცხლმოდებული საბურავების ალზე თბებოდნენ. ელექტროენერგია არის, თუმცა პრობლემები მაინც არსებობს.
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 [24] 25 26 27 28
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC