10:31, Wednesday, 20.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სხვა

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2008-01-22
ჯავახეთის და ქვემო ქართლის ოქმების უმრავლესობა გაყალბებულია
21 იანვარს საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ იმ კომპაქტური დისკების პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც 5 იანვრის არჩევნებზე გაყალბებული ოქმებია ჩაწერილი.

2008-01-22
მაჟორიტარები ამომრჩეველთან ანგარიშვალდებულებას ვერ გრძნობენ
2008 წლის საპარლამენტო არჩევნები, წინასწარი ინფორმაციით, მაისში გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საპარლამენტო სია სერიოზულად გადახალისდება და უფრო პროფესიული იქნება. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ამჟამად კახეთის რეგიონიდან თუ 12 დეპუტატია წარმოდგენილი, შესაძლოა, მომავალ პარლამენტში მათგან მხოლოდ ერთი მოხვდეს.

2008-01-22
გვირაბი შენდება, სახლები კი - ინგრევა
"აქედან ქათმები გამოვიყვანე და შიგ მე შევედი საცხოვრებლად. ჯერ მანქანაში ვიწექი, გავიყინე, აღარ შემეძლო და გადმოვედი აგერ საქათმეში..." - ასე იწყებს საუბარს პენსიონერი რეზო ბაგრატიონი. ბაგრატიონის სახლი, მისი მეზობლის სახლის მსგავსად, იმდენად ავარიულია, რომ შიგ გაჩერება შეუძლებელია. რეზო ბაგრატიონის ხუთსულიანი ოჯახის სხვა წევრები დროებით ახლობლებთან ცხოვრობენ.

2008-01-21
უფასო სასადილოს ,,სტუმრები”
გაზრდილი პენსია სოციალურად დაუცველ ადამიანებს მდგომარეობას ვერ უმსუბუქებს. ბევრი მათგანი კვლავ უფასო სასადილოს იმედზეა. მცირე ბიუჯეტის გამო კი უმწეოთა სასადილოში ადგილები შეზღუდულია.
2008-01-21
ზუგდიდის შესასვლელში საჩვენებელი სახლები გაჩნდა
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 7 ნოემბრის განკარგულების საფუძველზე ზუგდიდის შემოსასვლელის, დავით აღმაშენებლის ქუჩის ნაწილში განთავსებული სახლების ფასადების შეკეთებისა და შეღებვისათვის ფინანსთა სამინისტრომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 560 000 ლარი გამოყო. 10 დეკემბრიდან დღემდე აღმაშენებლის გამზირზე 155-მდე საცხოვრებელი სახლი გარემონტდა. ზუგდიდელებს მხოლოდ ერთი კითხვა უჩნდებათ - რატომ მაინც და მაინც ეს სახლები გაარემონტეს?
2008-01-21
ადამიანებით ვაჭრობა აქტუალურ პრობლემად რჩება
ადამიანებით ვაჭრობა საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, აქტუალური პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამ პრობლემის მოსაგვარებლად უამრავი ნაბიჯი გადაიდგა, დღესაც ტრეფიკინგზე საუბარი აუცილებელია. სწორედ ამიტომ, 17 იანვარს სახალხო დამცველის ოფისში ამ პრობლემის განსახილველად შეხვედრა გაიმართა.
2008-01-18
ინაუგურაციისთვის ხალხი რეგიონებიდან ჩამოჰყავთ
მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციისათვის რეგიონებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მობილიზაცია დაიწყო. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამის შესახებ მუნიციპალიტეტების გამგებლებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა შესაბამისი დავალებები პრეზიდენტის რწმუნებულებისგან მიიღეს. 20 იანვარს თბილისში ინაუგურაციაზე დასწრების აუცილებლობის შესახებ გაფრთხილებები მიიღეს რეზერვისტებმა და საპრეზიდენტო პროგრამა „პატრიოტის“ მონაწილეებმაც.
2008-01-16
ეს ხომ კოსოვოა... აქ შეიძლება ყოველ წუთს ომი დაიწყოს.
სპეციალური რეპორტაჟი

ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარე  კოსოვო ის რეგიონია, რომელზეც მსოფლიოში ყველა პოლიტიზირებული თუ არაპოლიტიზირებული ადამიანი ლაპარაკობს. არც ქართველები არიან ამ მხრივ  გამონაკლისები.  ხშირად გაიგონებთ  ამ რეგიონის სავარაუდო დამოუკიდებლობაზე სჯა-ბაასს.

2008-01-15
სამეგრელოდან მიტინგზე წამოსვლის მსურველები პოლიციაში აღმოჩნდნენ
ძალოვანმა სტრუქტურებმა ყველა ღონე იხმარეს იმისათვის, რომ თბილისში, 13 იანვარს გამართულ საპროტესტო აქციაზე სამეგრელოდან ადამიანების რაც შეიძლება მცირე რაოდენობა მოხვედრილიყო. რეგიონის თითქმის ყველა რაიონში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ერთი და იმავე ბრალდებით დააკავეს. ნარკოლოგიური შემოწმება, მართვის მოწმობების უქონლობა და ტექნიკური გაუმართავობა გახდა ათამდე ადამიანის დაპატიმრების მიზეზი. ავტომანქანები საპატრულო პოლიციის საჯარიმოებში გადაიყვანეს და 150-მდე აქტივისტი მანქანებიდან იძულებით ჩამოსვეს გზაზე ან ახლომდებარე ტყეებში.
2008-01-15
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აფხაზებს ახალ წელს ულოცავს
11 იანვარს „ადამიანის უფლებათ ცენტრმა“ აფხაზ მოსახლეობას ახალ წელი მიულოცა. ამაში ცენტრს საზოგადოებრივი მოღვაწეები დაეხმარნენ, რომლებმაც მისალოცი ბარათები და საჩუქრები მოამზადეს. ბარათები და საჩუქრები უახლოეს დღეებში აფხაზეთში გაიგზავნება.
2008-01-11
7 ნოემბერს ამერიკელი ჟურნალისტიც სცემეს
თავისუფალი ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმენი საქართველოში 1991 წლიდან ცხოვრობს. მას ქართველი მეუღლე ჰყავს და უკვე წლებია, ჟურნალისტურ საქმიანობასაც საქართველოში ეწევა. 7 ნოემბერს ის სასტიკად სცემეს. მას ვერც ჟურნალისტის მოწმობამ უშველა. „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ ის სწორედ ამ ამბის მოსათხრობად მოვიდა.
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 [25] 26 27 28
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC