სხვა
2009-09-17
სკოლაში მხოლოდ პოლიტკორექტული მასწავლებლები
ხათუნა ენუქიძე თბილისის 76-ე საჯარო სკოლაში დაწყებითების პედაგოგად 7 წელი მუშაობდა. ამჟამად კი სკოლიდან გათავისუფლებულია. იგი ფიქრობს, რომ სკოლიდან პოლიტიკური შეხედულებებისა და სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის ნათესაობის გამო დაითხოვეს.2009-09-16
გზის რეაბილიტაციით ასობით ოჯახს არანებაყოფლობითი განსახლება ემუქრება
საგარეჯოს და თელავის რაიონების სოფლებში მცხოვრებ ასობით ოჯახს არანებაყოფლობითი განსახლება ემუქრება. ვაზიანი – გომბორი – თელავის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტი, გზის არსებული მარშრუტის აღდგენას ითვალისწინებს, რაც გზის გაგანიერებასაც მოიცავს. ადგილობრივი მოსახლეობა, ვისზედაც გზის მშენებლობა ზეგავლენას ახდენს, პროექტის შესახებ ინფორმაციას საერთოდ არ ფლობს. 2009-09-16
პოლიტიკური რთველი - 2009
კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. რეგიონის ბევრ სოფელში ყურძნის შაქრიანობა დადგენილ 21 გრადუსს დიდი ხანია გასცდა, თუმცა მევენახეები მოსავალს ვერ აბინავებენ. სოფლის გამგებლები ცნობებს, რომლის საფუძველზეც ღვინის ქარხნები ყურძენს იბარებენ, შეზღუდვით გასცემენ. ცნობების მისაღებად ყველაზე მეტად იმ ადამიანებს აწვალებენ, ვინც ხელისუფლების მხარდამჭერები არ არიან. კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში არიან ფერმერები. საწარმოები იმ მევენახეთა ყურძენს, რომელთაც 10 ჰექტარზე მეტი ვენახი აქვთ, საერთოდ არ იბარებენ. რთველთან დაკავშირებული პროცესების გასაკონტროლებლად, სიღნაღის, გურჯაანის, ყვარლის და თელავის რაიონებში პოლიციის თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. რთველის მიმდინარეობას აკონტროლებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტიც. კუდ-ის წარმომადგენლებს უშუალოდ ფერმერების კონტროლი აქვთ დავალებული. 2009-09-14
„მკაცრი ხელი“ ციხის და ბიზნესმენების შემდეგ ჯარში გადაინაცვლებს
„ნასვამ მდგომარეობაში იყო… დარტყმის შემდეგ მან ავალიანს პირში „სტეჩკინის“ მარკის იარაღი ჩაუდო და მოკვლით დაემუქრა, შემდეგ მიუთითა სპეცრაზმს მისთვის ჭკუა ესწავლებინათ, ავალიანს ოთახში მყოფი ნიღბიანები მივარდნენ და თავის არეში რეზინის ხელკეტებით ცემა დაუწყეს...“2009-09-11
ქუთაისის ციხეში პატიმრებმა პირი ამოიკერეს
ქუთაისის №2 საპყრობილეში პატიმრები უსამართლობას პროტესტის უმკაცრესი ფორმით ებრძოდნენ. გიორგი გორგოძემ და გიორგი ზირაქაძემ პირი 7 აგვისტოს ამოიკერეს და საპროტესტო აქცია გუშინ, 9 სექტემბერს, პროტესტის დაწყებიდან ოცდაცამეცამეტე დღეს შეწყვიტეს. ისინი 23 თებერვალს, ბაღდათის რაიონში, ქურდობის ბრალდებით აიყვანეს.2009-09-10
ხუთი წელი საგარეჯოში ნავთობის ამოფრქვევის შემდეგ (ვიდეო)
დღეს, „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენცია 2004 წლის 10 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში, ნავთობკომპანია „კანარგო ჯორჯიას“ #100 ჭაბურღილზე მომხდარ ავარიას უკავშირდებოდა. უფლებადაცვითი ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა კონკრეტული მტკიცებულებები წარმოადგინა, რაც ადასტურებს, რომ ნავთობის ამოფრქვევას მძიმე შედეგები მოჰყვა.
2009-09-10
"ანგარიში ხალხს" ოპოზიციის დარბევაში
საქართველოს მთავრობამ გუშინ "ხალხს ანგარიში" თელავში წარუდგინა. მთელი დღის განმავლობაში გადაკეტილი იყო ერეკლეს გამზირი. სამინისტროების მიერ გამოფენილ სტენდებს და სხვადასხვა საგნებს ძირითადად, კახეთის რაიონებიდან საგანგებოდ ჩაყვანილი საჯარო მოხელეები ათვალიერებდნენ. 15:00 საათზე თელავს პრეზიდენტიც ეწვია. იმ ფონზე, როცა მინისტრები კახელებს დემოკრატიულ რეფორმებზე ელაპარაკებოდნენ, ხოლო პრეზიდენტი სიტყვით ქვეყნის აღმშენებლობაზე გამოდიოდა, კონსერვატორული პარტიის თელავის ოფისში პოლიციის მაღალჩინოსნები და ნაცმოძრაობის შეიარაღებული აქტივისტები შევარდნენ. 2009-09-09
ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც გამოძიების შედეგები ეჭვქვეშ დააყენა
სამ წელიწადზე მეტი გავიდა რაც ყაჩაღობის მომზადებაში ეჭვმიტანილი ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაცხრილეს.სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

