კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სხვა

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

პოლიტიკური რთველი - 2009

16 სექტემბერი, 2009
კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. რეგიონის ბევრ სოფელში ყურძნის შაქრიანობა დადგენილ 21 გრადუსს დიდი ხანია გასცდა, თუმცა მევენახეები მოსავალს ვერ აბინავებენ. სოფლის გამგებლები ცნობებს, რომლის საფუძველზეც ღვინის ქარხნები ყურძენს იბარებენ, შეზღუდვით გასცემენ. ცნობების მისაღებად ყველაზე მეტად იმ ადამიანებს აწვალებენ, ვინც ხელისუფლების მხარდამჭერები არ არიან. კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში არიან ფერმერები. საწარმოები იმ მევენახეთა ყურძენს, რომელთაც 10 ჰექტარზე მეტი ვენახი აქვთ, საერთოდ არ იბარებენ. რთველთან დაკავშირებული პროცესების გასაკონტროლებლად, სიღნაღის, გურჯაანის, ყვარლის და თელავის რაიონებში პოლიციის თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. რთველის მიმდინარეობას აკონტროლებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტიც. კუდ-ის წარმომადგენლებს უშუალოდ ფერმერების კონტროლი აქვთ დავალებული.

"ანგარიში ხალხს" ოპოზიციის დარბევაში

10 სექტემბერი, 2009
საქართველოს მთავრობამ გუშინ "ხალხს ანგარიში" თელავში წარუდგინა. მთელი დღის განმავლობაში გადაკეტილი იყო ერეკლეს გამზირი. სამინისტროების მიერ გამოფენილ სტენდებს და სხვადასხვა საგნებს ძირითადად, კახეთის რაიონებიდან საგანგებოდ ჩაყვანილი საჯარო მოხელეები ათვალიერებდნენ. 15:00 საათზე თელავს პრეზიდენტიც ეწვია. იმ ფონზე, როცა მინისტრები კახელებს დემოკრატიულ რეფორმებზე ელაპარაკებოდნენ, ხოლო პრეზიდენტი სიტყვით ქვეყნის აღმშენებლობაზე გამოდიოდა, კონსერვატორული პარტიის თელავის ოფისში პოლიციის მაღალჩინოსნები და ნაცმოძრაობის შეიარაღებული აქტივისტები შევარდნენ.