სხვა
2009-04-27
დაღუპული ჯარისკაცის მეუღლე თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ
43 წლის ჯარისკაცი ჯუმბერ კვარიანთაშვილი, რომელიც ხონის ბატალიონში მსახურობდა, აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე დაიღუპა. ჯარისკაცის მეუღლე ლიანა გულიაშვილი აცხადებს, რომ კვარიანთაშვილმა ფეხის ტრავმა ვარჯიშის დროს მიიღო. მიღებული ტრავმის შემდეგ მან მკურნალობა გორის ჰოსპიტალში გაირა, თუმცა მისი მდგომარეობა გართულდა, რის შედეგადაც ჯარისკაცი გარდაიცვალა.2009-04-24
სოციალურად დაუცველ მოქალაქეს განცხადების უარყოფას აიძულებენ
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის განყოფილების უფროსს ლეილა მურაკაშვილს, სოციალურად დაუცველ მოქალაქეზე ზეწოლაში ადანაშაულებს.2009-04-23
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა "კონსერვატიული პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაციის 2 წევრი ცემეს
2009-04-23
პრეზიდენტის ბრძანება რომელსაც აჭარაში არ ითვალისწინებენ
120-ზე მეტ ოჯახს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიწის ნაკვეთებზე გაცემული საკუთრების უფლება გაუუქმდა. ფაქტი იმითაა საინტერესო, რომ საკუთრების უფლების გაუქმების თაობაზე მესაკუთრეებს თვეების შემდეგ ეცნობათ და მხოლოდ ადვოკატის ჩარევის შედეგად მიიღეს კომისიის წინა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის დადგენილება. ერთ-ერთი ყოფილი მესაკუთრის, ვერა ბეჟანიძის საქმეს ქობულეთის რაიონული სასამართლო განიხილავს.2009-04-23
სადახლოს მოსახლეობა „საზღვრისპირა სავაჭრო ცენტრის“ გახსნას ითხოვს
საქართველო-სომხეთის საზღვარის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ბაზრობის დახურვამ 5000.მდე ადამიანს შემოსავლის წყარო მოუსპო. დღეს ისინი ამ სადახლოს ბაზრის აღდგენას საჯაროდ მოითხოვენ, რადგან წლების მანძილზე, შესაბამის ინსტანციებში წერილობითმა თხოვნამ, შედეგი ვერ გამოიღო. მოსახლეობას ამ წერილების საპასუხო ბარათი უკან ჯერ არ დაბრუნებია. მათ თხოვნით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, ნინო ბურჯანაძეს (როცა ის ხელისუფლების სათავეში იმყოფებოდა) და სხვა კომპეტენტურ პირებს, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ბაზრის დახურვის მიზეზად, საზღვრის ტერიტორიაზე, სომხეთსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის, კონტრაბანდული საქონლის გაცვლა სახელდება.2009-04-23
გორის საპატრულო პოლიციის თვითნებობები
საპატრულო პოლიცია გორში საგზაო ნიშნებს საკუთარი ნება-სურვილით ამონტაჟებს, თანაც ისეთ ადგილებში, სადაც თვითონ სურს. ნიშნების მიმაგრების ადგილებიც არაჩვეულებრივადაა შერჩეული _ ხეები. მძღოლები ხშირად გაურვეველ ვითარებაში ხვდებიან, რადგან ხეებზე მიმაგრებული საგზაო ნიშნების შემჩნევა ძნელია, მძლოლების დაჯარიმებით კი ქვეყნის "სიამაყე" - საპატრულო პოლიცია ბიუჯეტს ავსებს.სხვა სიახლეები
პროკურატურის ინფორმაციით, რობაქიძის შესახებ გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია
მარნეულის რაიონში მოსული ახალი გუნდი ხელფასის ოდენობის პრემიებს იღებს
შსს: ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა მომზადების სტადიაზე იქნა აღკვეთილი
ირაკლი ღარიბაშვილი - თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეო საქართველოდან არის ატვირთული
თბილისში დარღვევით განხორციელებული მშენებლობების მწარმოებელი პირები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?

