კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სხვა

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

ნაცემია ბიზნესის და შოუბიზნესის წარმომადგენელი

15 აპრილი, 2009
მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობა 14 აპრილის ღამესაც დაფიქსირდა. „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ მიიღო ინფორმაცია, თბილისის რამდენიმე უბანში თავდასხმების შესახებ. 14 აპრილს დაახლოებით 19 საათზე მომღერალ ზურა მანჯავიძეს თავს დაესხნენ. მანამდე კი „კოკა-კოლას“ გენერალურ დირექტორს ვახტანგ ლაღიძეს ავტომანქანა წაართვეს და სასტიკად სცემეს. ასევე ნაცემია ხალხის პარტიის”, პარტია “თავისუფლებისა” და “ალიანსი საქართველოსთვის” სამი წევრი.ოპოზიციის წარმომადგენლები გიზო სართანია, ჰამლეტ გულორდავა და მალხაზ ჩარკვიანი ისე სცემეს, რომ ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კარვები თელავშიც გაიშლება

14 აპრილი, 2009
კარვები თელავში, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთანაც გაიშლება. პროტესტის ამ ფორმით გამოხატვას რეგიონში ამ დროისთვის არა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, არამედ ხელისუფლების საქმიანობით უკმაყოფილო და უსამართლობით დაზარალებული რიგითი მოქალაქეები გეგმავენ. თუმცა, კონსერვატიული პარტიის თელავის შტაბის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მოსიაშვილი, რომელიც თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობს, ირწმუნება, რომ რეგიონებში საპროტესტო აქციების დაწყებას ოპოზიციის მიერ ორგანიზებული გამოსვლების საორგანიზაციო საბჭოც განიხილავს.

განცხადება

13 აპრილი, 2009