სხვა
2009-03-06
ტენდერის გარეშე დაწყებული სამუშაოები
სამუშაოებს, რომლისთვისაც 5 მილიონი ლარია გამოყოფილი, ბათუმის უმაღლესი საბჭოს წევრის კუთვნილი კომპანია ასრულებს
ძველი ბათუმის რეაბილიტაცია 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. მასზე 25 მილიონი ლარია გამოყოფილი. სამუშაოებიც დაწყებულია, თუმცა ტენდერის გარეშე. ძველ ბათუმში საძიებო სამუშაოებს „ბაზპლასტიკი“ და „ანაგი“ ასრულებენ. კომპანია „ბაზპლასტიკის“ მფლობელი კი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ბათუმის მაჟორიტარი ზაზა გოგოტიშვილია.
2009-03-06
83 წლის პედაგოგი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
ზემო ხვითში მცხოვრები დიმიტრი გოგიშვილი აგვისტოს მოვლენების დროს დაიჭრა. ის 83 წლისაა. ომის დროს ეზოში ჭურვები ჩაცვივდა და სახლი ნახევრად დაენგრა. მიუხედავად ამისა ხელისუფლებას მისთვის რაიმე ფულადი კონპენსაცია არ მიუცია. 83 წლის მოხუცი ყოფილი პედაგოგია, ის ჯერ ცხინვალში პირველ ქართულ ვაჟთა სკოლაში მუშაობდა, ხოლო შემდეგ ნიქოზში 30 წლის მანძილზე სკოლის დირექტორი იყო.2009-03-05
ნაციონალური ტყუილების ზუგდიდის ოფისი წარმატებით ფუნქციონირებს
ორი დღეა ქართული ტელეარხებით გადმოიცემა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზი სეპარატისტების მიერ სასტიკად ნაცემი და დაჭრილი ირაკლი ბიგვავა თავს ზუგდიდს აფარებს. აფხაზური მხარე კი მის დაბრუნებას ითხოვს და გალის ქართულ მოსახლეობას აწიოკებს. უფრო მეტიც, 50-მდე ოჯახი სოფელ ოტობაიადან გამოაძევეს კიდეც.
2009-03-02
5 წელი - სამი ხმელი ხის მოჭრისათვის
გურჯაანის რაიონული სასამართლო, სოფელ კაჭრეთში, გზის პირას, სამი ხმელი ხის მოჭრისათვის ოთხი შვილის მამას, ოთარ ბერელაშვილს ასამართლებს. კახეთის საოლქო პროკურატურა ბერელაშვილს ხეების უკანონოდ მოჭრაში და ქურდობაში ადანაშაულებს და მისთვის სასჯელის მაქსიმუმს, 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.2009-02-27
მოქალაქე გორის ჰოსპიტალს გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას სთხოვს
გორის ჰოსპიტალში მკურნალობის შემდეგ მოქალაქე ჯემალ წიკლაური მიიჩნევს, რომ მისი უფლებები მედიცინის მუშაკებმა შელახეს. წიკლაურის განცხადებით, ჰოსპიტალში განვლილი მკურნალობიდან მას სასწრაფო ოპერაცია რამდენიმე დღეში დაჭირდა. 2009-02-25
დასაქმების პროგრამა ყოფილ დეპუტატებზე წარმატებით ხორციელდება
აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატებიდან უმრავლესობა ისევ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში დასაქმდნენ. აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭო, სოფლის მეურნეობის, ფინანსთა და ეკონომიკის, განათლების სამინისტრო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო _ ეს ის საჯარო სტრუქტურებია, სადაც ყოფილი 30 დეპუტატიდან, ზოგი ისევ უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელი დეპუტატია, ხოლო 12 მათგანი მოადგილედ, თანაშემწედ და ზოგიც მრჩევლებად დასაქმდნენ. ხოლო მათი სარგო 885 ლარიდან _ 1 500 ლარს შეადგენს.2009-02-19
34 ოჯახი შესაძლოა საცხოვრებლის გარეშე დარჩეს
2009-02-18
ლაპარაკი საქმის ნაცვლად
რეგიონებში ადმინისტრაციული ხარჯები 10%-ით გაიზარდა
კახეთში,
რამდენიმე მუნიციპალიტეტის გარდა 2009 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი თითქმის
ყველა საკრებულომ მიიღო და დაამტკიცა. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ –
მინისტრის მითითებით, ფინანსთა სამინისტრომ საბიუჯეტო ორგანიზაციებს
ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება დაავალა, მუნიციპალიტეტებში
ადმინისტრაციული ხარჯების ოდენობამ ბიუჯეტის საერთო თანხის 25 პროცენტიდან
30 პროცენტს გადააჭარბა. პრეზიდენტის ბრძანებულებით ადგილობრივმა
ჩინოვნიკებმა სასწრაფოდ გაიზარდეს ხელფასები დოკუმენტით გათვალისწინებული
თანხის მაქსიმალურ ოდენობამდე.
2009-02-16
აბონენტები „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წინააღმდეგ
2009-02-16
დაზარალებული კუთვნილ კომპესაციას ითხოვს
45 წლის თენგიზ ბიბინეიშვილმა ტრავმა სამუშაო მოვალეობის შესრულების დროს მიიღო. საქმეზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე კი ამნისტიის გამო შეწყდა. საქმეში დაზარალებულ ბიბინეიშვილს კი კომპესაცია ჯერ კიდევ არ მიუღია.სხვა სიახლეები
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

