კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სხვა

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

დევნილებს იატაკზე სძინავთ

25 სექტემბერი, 2009
ოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად, 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 138 მილიონი ლარია გათვალისწინებული. დევნილთა გასახლება იმ შენობებიდან, სადაც ისინი აფხაზეთის დატოვების შემდეგ 16 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, უკვე დაიწყო. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, თელავის ტურისტული ბაზის შენობაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 37 ოჯახი, ამავე ქალაქში, პროფტექნიკუმის შენობაში შეასახლა. იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალ საცხოვრებელში არც ელექტროენერგია აქვთ და არც ბუნებრივი აირი. სასმელი წყალიც იშვიათად მიეწოდებათ. დევნილების უმრავლესობას ავეჯის უქონლობის გამო იატაკზე სძინავს.

დეზინფორმაცია, სახელმწიფო პოლიტიკა თუ ეთნიკური შუღლის ხელოვნური გაღრმავება?

24 სექტემბერი, 2009
სტატია, რომელსაც ახლა გთავაზობთ უფრო ბლოგია და საავტორო სტატიის ფორმითაა დაწერილი, თუმცა მასში მოყვანილი ფაქტები იმდენად საინტერესოა, რომ უარი არ გვითქვამს მის დაბეჭდვაზე. ირმა ბერიშვილი არ არის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თანამშრომელი და სტატიაშიც მისი პირადი დაკვირვებები და დასკვნებია მოცემული. წერილიდან ნათლად ჩანს, რომ ავტორი მის გამოქვეყნებას არ აპირებდა, თუმცა ვფიქრობთ, რომ ის ფაქტები, რომელზეც ირმა ბერიშვილი სტატიაში საუბრობს საზოგადოებისთვის დამალული არ უნდა იყოს.ირმა ბერიშვილის სტატიას ვებ-გვერდის რედაქცია ყოველგვარი ცვლილების გარეშე გთავაზობთ