სხვა
2010-06-30
უსახლკაროდ დარჩენილი 14 ოჯახი ამხანაგობის თავმჯდომარეს უჩივის
თბილისში შარტავას ქ.#75-ის ყოფილი მაცხოვრებლები
დახმარებას ითხოვენ. ორსართულიანი კორპუსი, რომელიც 14 ოჯახის საკუთრება
იყო, 3 წელია, ახალი მშენებლობის დასაწყებად დაანგრიეს. ოჯახები ახალი
ბინების ჩაბარებამდე ქირით ცხოვრობენ. მშენებლობის დაწყება კი უსასრულოდ
გაჭიანურდა.
2010-06-30
ზუგდიდელები ქალაქში ხეების გაჩეხვას აპროტესტებენ
რამდენიმე კვირაა, ზუგდიდში ხეების მასობრივი გაჩეხვა
დაიწყო, რამაც საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების მწვავე პროტესტი
გამოიწვია.
თავის დროზე ლევან დადიანმა ზუგდიდში იშვიათი ჯიშის ხეები დარგო. სამეგრელოს დედოფალმა, ალექსანდრე ჭავჭავაძის ასულმა ეკატერინემ საფრანგეთიდან ჩამოტანილი ნერგებით გააშენა უმშვენიერესი ბაღი, რომელიც დღემდე ზუგდიდელების სიამაყეა. დღეისთვის ეს სიამაყე საფრთხის წინაშეა – ბაღში არსებული ათობით ასწლოვანი ხე ორიოდე წლის წინ მუნიციპალიტეტის გამგეობის ბრძანებით გაიჩეხა და მის ნაცვლად უცხოეთიდან ჩამოტანილი ძვირადღირებული ნერგები დარგეს.
2010-06-29
სტალინის ძეგლს განაჩენი სტალინურად გამოუტანეს და გააქრეს
სტალინის ძეგლის დემონტაჟის ბრძანების დოკუმენტების
საჯაროობას გორის საკრებულო დღემდე აჭიანურებს. 25 ივნისამდე, ანუ ძეგლის
დემონტაჟის დღემდე, ახალი მოწვევის საკრებულოს წევრებს ამ საკითხზე საერთოდ
არ უმსჯელიათ. საკრებულოს თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ეს გადაწყვეტილება
საკრებულომ ჯერ კიდევ 16 ივნისს მიიღო. 25 ივნისიდან დღემდე „ადამიანის
უფლებათა ცენტრი“ ცდილობს, ეს დოკუმენტები მოიპოვოს, თუმცა - უშედეგოდ.
2010-06-28
სოციალურ აგენტებს გულგრილობაში ადანაშაულებენ
2010-06-28
უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის დღე საპროტესტო აქციით აღნიშნეს
„არ აწამო!“ - ამ მოწოდებით „ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციამ“ 26 ივნისს ქალაქ თბილიის შინაგან საქმეთა მთავარ
სამმართველოსთან წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო დღე
საპროტესტო აქციით აღნიშნა. აქციას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და
„სამართალი და თავისუფლება“ შეურთდა.
2010-06-28
ქვემო ქართლის გლეხები მიწის არასამართლიან განაწილებას აპროტესტებენ
მარნეულის რაიონის სოფელ საბირქენდის მოსახლეობა მიწების
სამართლიან გადანაწილებას მოითხოვს. 67 წლის ალიკ ომაროვი ამბობს, რომ ხუთი
წელია, სამართალს უშედეგოდ ეძებს. „შეიძლება 300 ოჯახის საკმარისი მიწა
ერთი კაცის ხელში იყოს?! არენდატორი ზაჰირ გაჯიევი უკანონოდ დაეპატრონა
მიწას და ჩვენ ოჯახებისთვის ლუკმა-პურის შოვნის საშუალებას არ გვაძლევს“, –
განაცხადა ომაროვმა 21 ივნისს რუსთავის მერიასთან გამართულ საპროტესტო
აქციაზე.
2010-06-25
შამბა: „აფხაზეთი არ არის ოკუპირებული ტერიტორია და არც საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას აპირებს“
2010-06-25
სკოლებს რეფორმის ახალმა ტალღამ გადაუარა
ქუთაისის სკოლებში მღელვარება ყოველდღიურად მატულობს.
პედაგოგები განათლების მინისტრის ახალ ინიციატივას აპროტესტებენ. „ეს ჩვენი
უფლებების შელახვაა და სხვა არაფერი. რატომ ფიქრობენ, რომ მასწავლებელი
მხოლოდ მაშინ არის ღირებული, თუ მას 18 საათი აქვს? გვითხრან,
ბოლოსდაბოლოს, რომ აღარ ვართ საჭირო და დაამთავრონ. ოღონდ, ერთი პირობით:
ქუჩაში არ გაგვყარონ და ახალი სამუშაო ადგილები შემოგვთავაზონ“, - ასეთი
პათოსით იწყება და მთავრდება პედაგოგთა ყოველდღიური შეკრებები ქუთაისის
თითქმის ყველა სკოლაში.
2010-06-24
პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირები განათლების მინისტრს ზეწოლაში ადანაშაულებს
2010-06-23
პრეზიდენტის საიდუმლო ვიზიტი არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია არაბეთის
გაერთიანებულ ემირატებში სააკაშვილის ვიზიტსა და კომპანია „ეტისალატის“
წარმომადგენლებთან შეხვედრას საგულდაგულოდ მალავს. არსებობს ვარაუდი, რომ
პრეზიდენტის ვიზიტის მთავარი მიზანი იმ ტექნოლოგიების გაცნობა იყო,
რომლებიც მობილური ტელეფონებიდან კონფიდენციალური ინფორმაციის
ხელმისაწვდომობას სპეციალური სანქციების გარეშეც უზრუნველყოფს.
2010-06-23
ლაითურში ვერტმფრენი ჩამოვარდა
2010-06-21
გაერთიანებულმა პროფკავშირებმა „ჯორჯიან მანგანეზთან“ მემორანდუმი გააფორმა
ზესტაფონსა და ჭიათურაში შპს „ჯორჯიან მანგანეზის“
დასაქმებულები საწარმოს ადმინისტრაციიდან დაპირებების შესრულებას
ელოდებიან. ამ ხნის განმავლობაში „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციასა და
საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებს შორის სისტემატური მოლაპარაკებები
მიმდინარეობდა. რამდენჯერმე იყო საშიშროება, რომ მასობრივი საპროტესტო
აქციები კვლავ განახლებულიყო. პროტესტის უფლებას დასაქმებულები იმ
შემთხვევაში გამოიყენებდნენ, თუ მოლაპარაკებებით სასურველ შედეგს ვერ
მიაღწევდნენ
სხვა სიახლეები
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

