სხვა
2011-08-25
23 ოჯახი 9 თვე იზოლაციაშია
დუშეთის რაიონის სოფელ ვეძათხევში 51 წლის ნოდარ ზვიადაური კლდიდან გადმოვარდა და დაიმტვრა. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, თუმცა საავადმყოფოში მისი გადაყვანა ვერ ხერხდება. ვეძათხევი უკვე 9 თვეა, გარესამყაროს არის მოწყვეტილი.
2011-08-22
ფანტომური საფრთხე
სამი წლის წინ, აგვისტოში, რუსეთს და საქართველოს შორის ერთი უცნობი მთიანი რეგიონის – სამხრეთ-ოსეთის გამო, რომელმაც საქართველოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ხანმოკლე და სასტიკი ომი წარიმართა. რუსეთმა საერთაშორისო ნორმების დარღვევით, სამხრეთ-ოსეთი დაიცვა და მოგვიანებით სეპარატისტები დამოუკიდებელ მთავრობად ოფიციალურად აღიარა. ასობით ადამიანი დაიღუპა, ათასობით ადამიანი კი სადავო რეგიონიდან გაიქცა და დევნილად იქცა.
2011-08-22
ლაგოდეხს სტიქიამ გადაუარა
ლაგოდეხის რაიონში სტიქია 21 აგვისტოს დილიდან გვიან ღამემდე მძვინვარებდა. ლაგოდეხში ზაქათალის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსებიდან 70 ოჯახია ევაკუირებული. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე „შრომის ხევმა“ კორპუსების ეზოდან 8 ავტოფარეხი წაიღო, წყალმა მთლიანად დაანგრია რესტორანი „ნაძვები“, დაგლიჯა მრავალწლიანი ხეები, დააზიანა ბუნებრივი აირის მილები, დაწყვეტილია ელექტროსადენები. საცხოვრებელი სახლები, გზები და ნაკვეთები დაიტბორა სოფლებშიც. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი.
2011-08-05
რესპონდენტთა 26,8% უჭერს მხარს მედვედევის იდეას სააკაშვილის გამო ტრიბუნალის შექმნის შესახებ
2011-08-03
ეკა ბესელია მოსამართლეს ფეხზე არ წამოუდგა
2011-08-03
თანამდებობების საკუთარი განცხადებებით დატოვების სერიალი აჭარაში
25 ივლისს აჭარის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ლევან ანთაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძემ მინისტრის განცხადება იმავე დღეს დააკმაყოფილა.
2011-08-03
სახალხო დამცველი მსჯავრდებულის სხეულის დაზიანების ფაქტის შესწავლას ითხოვს
სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას, დაიწყოს გამოძიება მსჯავრდებულ ახმედ აბილოვის სხეულის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით. ომბუდსმენი ითხოვს, უმოკლეს დროში ჩატარდეს სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზა მსჯავრდებულის სხეულზე არსებული დაზიანებების წარმომავლობის და ხანდაზმულობის დასადგენად.
2011-08-03
საქართველო: ფოტოგრაფთა ჯაშუშობის საქმის პლუსები და მინუსები
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაცია ფოტოგრაფების/ჯაშუშობის საქმის უეცარი დასასრულის გამო დარტყმას იღებს. ბევრ ჟურნალისტს საქმეში ფაქტების ნაკლებობის განცდა აქვს, ხოლო უცხოელი მოკავშირეები, კერძოდ კი შეერთებული შტატები, როგორც ამბობენ დაღალა ქართული მთავრობის ფიქსაციამ რუსების ჯაშუშობაზე
2011-08-03
ზეწოლა გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტზე
1 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ცენტრმა პრესკონფერენცია გამართა, რომლის მიზანიც გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტის მარიამ ოთარაშვილის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ზეწოლის ფაქტების შესახებ საზოგადოების ინფორმირება იყო.
2011-08-02
ანძის ახალი მმართველი კომპანია "გოლდენ კომი" სამეწარმეო რეესტრში 2011 წლის 11 ივლისს დარეგისტრირდა
2011-08-01
თბილისის სატელევიზიო ანძა იყიდება
ტენდენცია, რომ საქართველოში ყველაფერი რაც სახელმწიფო საკუთრებაშია იყიდება, გრძელდება. ხელისუფლებამ ამჯერად, თბილისის სატელევიზიო ანძის გასხვისება განიზრახა. გადაწყვეტილება, რომ ანძის მფლობელი კომპანია „ალფა-კომი“ ელექტრონულ აუქციონზე გაეტანათ, ა.წ 18 ივლისს მიიღეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პოტენციურ ინვესტორს რამდენიმე პირობას უყენებს.
2011-07-28
მგზავრობის გაძვირებული ტარიფები
დაპირება, რომ თბილისში მიკროავტობუსებით მგზავრობის ტარიფი უცვლელი, 50 თეთრი იქნებოდა, დაპირებად დარჩა. თბილისის მერიის მიერ სატრანსპორტო სისტემის მოსაწესრიგებლად სამარშრუტო ტაქსებზე ჩატარებული ტენდერის შედეგად გამარჯვებულმა ოთხმა კომპანიამ-შპს „თბილქარმა,“ შპს „თბილლაინმა,“ შპს „კაპიტალ გრუპმა“ და „ფაბლიკქარმა“ ქალაქი ლოტების მიხედვით გადაინაწილეს.
2011-07-27
პეტერ როჟიჩი: „ლუსტრაცია არა სამართლებრივი და მორალური, არამედ მხოლოდ პოლიტიკური გასამართლების ფორმაა“
საქართველოს პარლამენტის მიერ 31 მაისს მიღებული „ლუსტრაციის კანონის“ მიღების მოტივაციაზე, ეფექტურობასა და ხარვეზებზე „ინტერპრესნიუსი“ ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში აღმოსავლეთ ევროპასა და საქართველოში ლუსტრაციის პოლიტიკისა და პრაქტიკის მკვლევარს, პეტერ როჟიჩს ესაუბრა.
სხვა სიახლეები
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

