11:04, Tuesday, 19.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სხვა

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2013-12-30
იანვრიდან ახალგორში ხელფასებისა და პენსიების გაზრდა იგეგმება
იანვრიდან ახალგორის რაიონში დე ფაქტო ხელისუფლება პენსიებისა და ხელფასების გაზრდას  20-30%-ით  აპირებს. ადგილობროვების ცნობით, აღნიშნულ ცვლილებას დე ფაქტო ხელისუფლება მიმდინარე წლის სექტემბრიდან აპირებდა, თუმცა ახალგორელი მასწავლებლების თქმით, სექტემბერში ასეთი  ცვლილება არ განხორციელებულა. 
2013-12-27
დე ფაქტო საზღვრის ნაწილობრივი ჩაკეტვის საკითხის გადაწყვეტა გაზაფხულამდე გადაიდო
ახალგორის მიმართულებით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვრის ნაწილობრივი ჩაკეტვის საკითხის გადაწყვეტა გაზაფხულამდე გადაიდო. ცხინვალში შექმნილი სპეციალური კომისია, რომელიც სექტემბრიდან ახალგორისთვის საკვები რესურსებით მომარაგების საკითხზე მუშაობს, დასკვნას  დეკემბრის თვეში ვერ დებს. როგორც ჩვენთვის ცხინვალიდან გახდა ცნობილი, ვიდრე ახალგორის რაიონის საკვები პროდუქციით მომარაგების პრობლემა არ გადაიჭრება, ახალი რეგულაციები ძალაში არ შევა.  
2013-12-26
„ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების რეალური მიზეზი სიმამრის სასარგებლოდ შეგროვებული ხელმოწერებია“
ლანჩხუთის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წამყვანი სპეციალისტი შაქრო ბარამიძე გამგებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა.
2013-12-26
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2014 წლის ბიუჯეტის გეგმა დაამტკიცა
თელავის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლების შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული თანხა, წინა წელთან შედარებით  247 400 ლარით გაიზარდა. მომდევნო წლის ბიუჯეტში შემცირებულია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების, ინფრასტრუქტურის და ძეგლთა დაცვის ხარჯი.
2013-12-25
ჩავარდნილი „ნარინიჯისფერი“ შემოდგომა აჭარაში
აჭარაში მანდარინის მოსავლის რეალიზაციით მოსახლეობა უკმაყოფილოა. უამინდობის გამო, მოსავლის ნაწილი ჯერ კიდევ დაუკრეფავია. დაკრეფილი კი, ან ყუთებში აწყვია და მყიდველს ელოდება, ან ნისიადაა გაყიდული. თავისმხრივ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ „ნარინჯისფერი“ შემოდგომის წარმატებისთვის, მათ ყველაფერი გააკეთეს.
2013-12-24
ხელისუფლება მოქალაქეებს შვედური კომპანიის დახმარებით უთვალთვალებს
ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური უსაფრთხოების სააგაენტოს სადაზვერვო (CIA) მოწყობილობის მასშტაბებთან შედარებით, საქართველოს მთავრობის შესაძლებლობები, რომელსაც დღეში თითქოს 21 ათასი მობილური ტელეფონის მოსმენა შეუძლია - სასაცილოა. თუმცა, საზოგადოების აღშოთება იმით, რომ სახელმწიფო მათ ცხოვრებაში ცხვირს ჰყოფს, კვლავ უქმნის პიარ-პრობლემას ქვეყნის ხელისუფლებას. 
2013-12-23
გურიის ახალი გუბერნატორი საკადრო ცვლილებებს გეგმავს
გურიის ახალი გუბერნატორი, გიორგი ჩხაიძე მუშაობას ოფიციალურად 16 დეკემბრიდან შეუდგა. გიორგი ჩხაიძემ პირველი სამუშაო დღე თანამშრომლების გაცნობით დაიწყო. იგი ჯერ ლანჩხუთის, შემდეგ ჩოხატაურის გამგეობის, ბოლოს კი გუბერნიის სამსახურების უფროსებს შეხვდა. რეგიონის პირველი პირი ამბობს, რომ სამხარეო ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტების გამგეობებში რეორგანიზაცია განხორციელდება.
2013-12-20
კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი იქნება
კახეთის გუბერნატორად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი შიოლაშვილი დაინიშნა. მას გამგებლის თანამდებობა 2012 წლის 28 ნოემბრიდან ეკავა. შიოლაშვილი პროფრსიით იურისტია. გამგებლად დანიშვნამდე ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა. 2007- 2010 წლებში იყო დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი რაიონულ საკრებულოში, პარტიიდან „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.
2013-12-19
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სოციალური პროექტებისთვის თანხა შემცირდა
გორის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი მიმდინარე წელთან შედარებით მილიონ 700 ათასი ლარით არის გაზრდილი და  18  659 500 ლარს შეადგენს. 2013 წელს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 17 092 800 ლარი  იყო.  მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით,  გასულ წელთან შედარებით ასევე 90 ათასი ლარითაა  შემცირებული სოციალური პროექტების დაფინანსება, მომავალი წელს მუნიციპალიტეტს  სოციალური კუთხით 810 000 ლარი აქვს გათვალიწინებული.
2013-12-17
გურულები მანდარინის აჩეხვას გეგმავენ
გურიაში სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია იმყოფებოდა. მისი განცხადებით, წელს ციტრუსის მოსავალმა საქართველოში 100 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც მხოლოდ 17 ათასი ტონაა რეალიზებული. მისივე განცხადებით,   შარშან ამ დროისათვის მხოლოდ 10 ათასი ტონა იყო რეალიზებული, საერთო მოსავალი კი 46 ათას ტონას არ აღემატებოდა.
2013-12-16
არ ვართ ისეთი მდიდრები, რომ იაფფასიანი საქონელი ვიყიდოთ, - მარნეულის გამგებელი
რაიონული გამგეობები ახალ ავტომობილებს ყიდულობენ. ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ამ შესყიდვისთვის გამოყოფილი ექვსნიშნა რიცხვი კი, მედიის ყურადღებას იქცევს. ერთ-ერთ ასეთ 170 000 ლარიან შესყიდვას 4 ავტომობილზე მარნეულის გამგეობა აცხადებს. 
2013-12-16
ადამიანის უფლებათა ცენტრი საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს
2013 წლის აგვისტოდან ადამიანის უფლებათა ცენტრი ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს - „2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგი“.
2013-12-09
შიდა ქართლის გუბერნატორად გიორგი თოთლაძის კანდიდატურა განიხილება
შიდა ქართლის რწმუნებულ–გუბერნატორის თანამდებობაზე გიორგი თოთლაძის კანდიდატურა განიხილება.  თოთლაძის დანიშვნა ერთ–ერთი მთავარი თემაა ადგილობრივ მედიაში.
2013-12-09
10 დეკემბერს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი უსახლკარო მოქალაქეებს მოინახულებს
10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენლები რკინიგზის ყოფილ საავადმყოფოში შესახლებულ უსახლკარო ოჯახებს მოინახულებენ. უსახლკარო მოქალაქეებს ადგილზე იურიდიულ კონსულტაციებს გაუწევენ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციის, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტები.
[1] 2
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC