11:26, Tuesday, 19.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სხვა

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2013-03-29
სამოქალაქო სექტორი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არასამთავრობო სექტორის აქტიური წევრების სახელმწიფო სამსახურში გადასვლა საქართველოში ტენდენციად იქცა. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდის მსგავსად, სამოქალაქო სექტორის აქტიური წევრები ახალი ხელისუფლების მაღალ თანამდებობეზე აღმოჩნდნენ. ექსპერტთა და თავად არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ნაწილი ამ ტენდენციას დადებითად აფასებს. თუმცა, იმ საფრთხეზეც საუბრობენ, რომ საჯარო სამსახურში გადასვლით, სამოქალაო სექტორს, ადამიანური რესურსის მხრივ, შესაძლოა, პრობლემები შეექმნას. 

2013-03-25
ევროკომისიის ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ENP-ის ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა
ევროკომისიამ და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა გამოაქვეყნეს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების 2012 წლის ანგარიში, რომელიც 12 ქვეყანას ეხება, მათ შორის - საქართველოსაც.

2013-03-21
ბიძინა ივანიშვილი – პოპულარული მხოლოდ სახლში
აქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო კომუნიკაციის პრობლემა? მაღალი რეიტინგები და მმართველი უმრავლესობა პარლამენტში იმის ვარაუდს აჩენს, რომ მის პოზიციას შინ, საქართველოში, არაფერი ემუქრება. თუმცა საერთაშორისო პრესაში არსებობს ტენდენცია, რომ მილიარდერი პრემიერი ისეთ ფიგურად წარმოადგინონ, რომელსაც დემოკრატიაზე წარმოდგენა არ აქვს და საკუთარი მტრების განადგურება უნდა. რადგან პოლიტიკური კოჰაბიტაცია „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“  შორის ვერ შედგა, ქვეყნის იმიჯი უცხოეთში ზიანდება.

2013-03-20
ობამას ადმინისტრაციას საქართველოს საკონსტიტუციო კრიზისში ჩარევისკენ მოუწოდებენ
საქართველოს ახალი მთავრობა შეერთებული შტატების მაღალჩინოსნებს და კანონმდებლებს შესაძლო კონსტიტუციური კრიზისის გადალახვაში დახმარებას თხოვს. როგორც თავად საქართველოს ახალი მთავრობა აღწერს, მოსალოდნელმა კრიზისმა, შესაძლოა ჩაშალოს შემოდგომაზე დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები.

2013-03-19
საქართველოს შრომის კოდექსში არსებითი ცვლილებები შედის
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ შრომის კოდექსის პროექტში ფუნდამენტური ცვლილებები შედის. ახალი ცვლილებები უკეთესად უზრუნველყოფს დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვას და სამსახურებიდან უკანონო გათავისუფლებების პრევენციას ახდენს. თუმცა, არსებობს ზოგი ფუნდამენტური საკითხი, რაზეც იუსტიციის სამინისტრომ კანონპროექტზე მუშაობისას არასამთავრობოთა და პროფკავშირების რეკომენდაციები არ გაითვალისწინა. კერძოდ, ახალი კანონპროექტით სათანადოდ არაა რეგლამენტირებული ქალთა შრომითი უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დასაქმებისა და შრომითი უფლებები.

2013-03-14
ადამიანის უფლებათა ცენტრი პატრული-ინსპექტორების უსაფუძვლოდ გათავისუფლებას აპროტესტებს
სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო სამმართველოდან პატრულ-ინსპექტორების გათავისუფლების თაობაზე ადამიანის უფლებათა ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა. როგორც ცენტრის წარმომადგენლები, ისე საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლები, მიიჩნევენ, რომ პატრულების გათავისუფლება უკანონოდ მოხდა და შინაგან საქმეთა მინისტრს ამ ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

2013-03-13
შშმ პირთა დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის 2012 წლის ანგარიშის პრეზენტაცია
2013 წლის 28 თებერვალს, საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის 2012 წლის ანგარიში წარმოადგინა.

2013-03-11
როცა საზღვართან ასე ახლოს ხარ
სოფელ ოძისის  ცენტრიდან 1 კილომეტრში პირობითი სასაზღვრო გამშვები პუნქტია, 5 კილომეტრში კი, ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაა.  საზღვრისპირა სოფლის მცხოვრებნი ამბობენ, რომ მათ უამრავი პრობლემა აქვთ და მთავრობის უფრო მეტ ყურადღებას თხოვენ.

სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC