სხვა
აირჩიეთ წელი:
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
2015-05-25
რუისის მოსახლეობა, ავტობანის მშენებლობის გამო, გზების გაუქმებას აპროტესტებს
ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და რუისის მოსახლეობის ნაწილს შორის დაპირისპირება გრძელდება. 22 მაისს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რუისის მონაკვეთის მიმდებარედ შეკრებილი მოსახლეობა, ავტობანის მშენებლობის გამო, ნაკვეთებამდე მისასვლელი გზების გაუქმებას აპროტესტებდა.
2015-05-22
შეჩერებული მშენებლობებით დაზარალებულები
„2006 წელს დიდ დიღომში, ბინის შეძენის მიზნით, სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტში“ განაცხადი შევიტანე. ბინის ღირებულება - 40 000 დოლარი 24 თვეში კომპანიის მიერ შედგენილი გრაფიკით გადავიხადე. შეთანხმების თანახმად, 2008 წლის 30 სექტემბერს თეთრი კარკასი უნდა ჩამბარებოდა, თუმცა, დღემდე უშედეგოდ ველოდები“,- განაცხადა შეჩერებული მშენებლობით დაზარალებულმა, ნათია ვახტანგაძემ.
2015-05-21
სახალხო დამცველის ანგარიში პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე
დღეს, სახალხო დამცველმა „2014 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე წარადგინა. მოსმენას სამთავრობო უწყების წარმომადგენლები და საპარლამენტო მდივნებიც დაესწრნენ.
2015-05-20
ყარაჯალას მოსახლეობის ინფორმაციით, კიდევ 5 ქალი აპირებს სირიაში გადასვლას
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალადან ორი ქალი - ირადა ღარიბოვა და ანა სულეიმანოვა სირიაში თურქეთის გავლით გადავიდა. ამ ინფორმაციას სოფელ ყარაჯალას მკვიდრთაგან ზოგი ადასტურებს, ზოგი კი აცხადებს, რომ ისინი თურქეთში სავაჭროდ არიან გადასულები.
2015-05-18
მელიქიშვილის N47-დან გამოსახლებული მოქალაქეები ღია ცის ქვეშ დარჩნენ
28 მარტს მელიქიშვილის 47 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან 13 ოჯახი გამოასახლეს. ღია ცის ქვეშ დარჩენილთა ბედი დღემდე გაურკვეველია. გამოსახლებულთა შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები, მოხუცები და ლოგინად ჩავარდნილი მძიმე ავადმყოფები.
2015-05-15
„გორი საქართველოს ღირსებისთვის“- 19 მაისს გორში კონტრ-აქცია გაიმართება
„აღდგეს რუსეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირი. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას პრაქტიკული ნაბიჯები, რათა საქართველო ევრაზიულ კავშირში გაერთიანდეს“, - ასე მიმართა 9 მაისს გორში შეკრებილებს „ერთიანი კომუნისტური პარტიის“ თავმჯდომარემ, თემურ ფიფიამ.
2015-05-05
მერიის ხელმოწერილი ნებართვა და საზოგადოების პროტესტი
27 აპრილს სამშენებლო კომპანია „არქი ჯგუფმა“ თამარაშვილის 13 ნომერში, სამშენებლო სამუშაოების დაწყების მიზნით, ხეების გაჩეხვა დაიწყო, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. აღნიშნული ფაქტი „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენლებმაც გააპროტესტეს.
2015-05-01
ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია
1 მაისს ადამიანის უფლებათა ცენტრმა ყოველწლიური ანგარიშის - ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში პრეზენტაცია გამართა. ანგარიში ადამიანის უფლებათა ცენტრის, სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორინგების მიხედვით აშშ-ის ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას