04:58, Wednesday, 16.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სხვა

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2015-05-05
მერიის ხელმოწერილი ნებართვა და საზოგადოების პროტესტი
27 აპრილს სამშენებლო კომპანია „არქი ჯგუფმა“ თამარაშვილის 13 ნომერში, სამშენებლო სამუშაოების დაწყების მიზნით, ხეების გაჩეხვა დაიწყო, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. აღნიშნული ფაქტი „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენლებმაც გააპროტესტეს.
2015-05-01
ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია
1 მაისს ადამიანის უფლებათა ცენტრმა ყოველწლიური ანგარიშის -   ადამიანის უფლებათა  მდგომარეობა საქართველოში პრეზენტაცია გამართა. ანგარიში ადამიანის უფლებათა ცენტრის, სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორინგების მიხედვით აშშ-ის ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.
2015-04-29
ყოფილი ნევროლოგიური ინსტიტუტის მობინადრეები „თელასის“ წინააღმდეგ
მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან გუდამაყრის ქუჩაზე მდებარე მაღალსართულიან  შენობაში, საკავშირო მასშტაბით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულება - ნევროლოგიის ინსტიტუტი  იყო განთავსებული. მას შემდეგ, რაც ნევროლოგიის ინსტიტუტში სოციალურად დაუცველი მოქალაქეები შესახლდნენ, შენობას პროფილი შეეცვალა და სახელმწიფომ  ის ახალ მობინადრეებს გადაულოცა.
2015-04-24
გორის საკრებულომ შსს-ს ავტომობილების საჩუქრად გადაცემაზე უარი უთხრა
გორის მერიის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებებიდან შვიდი ავტომობილით თვითმმართველობის ორგანო არ სარგებლობს. 2009 წელს გორის მუნიციპალიტეტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციას 5 ავტომობილი დროებითი სარგებლობის უფლებით გადასცა. 
2015-04-23
თავდასხმა დეპუტატებზე გურჯაანში – ვინ ისროდა წიწილებიან კვერცხებს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტის წევრებს გიორგი ღვინიაშვილს, ირმა ნადირაშვილს და მათ თანაპარტიელებს, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებმა წიწილებიანი კვერცხები ესროლეს. საპარლამენტო უმცირესობის წევრები საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომას უნდა დასწრებოდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება არ მისცეს. გამგეობაში საგანგებოდ ჰყავდათ შეკრებილი საჯარო მოსამსახურეები სოფლებიდანაც.
2015-04-17
ცხოვრება გადამწვარ სახლებში
2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, რამდენიმე სახლი დაიწვა. „ომის კვალი ადვილად არ ქრება“ -  ეს განცხადება განცხადება საქართველოს პრემიერ-მინიტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გორში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან  შეხვდრაზე გააკეთა. ღარიბაშვილმა იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებელი სახლების აშენებაზე ისაუბრა, თუმცა არაფერი უთქვამს საზღვირსპირა სოფლებში მცხოვრები ადამიანების შესახებ. არც ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს დამწვარი სახლების აღდგენის სამოქმედო გეგმა.
2015-04-14
უპატრონოდ დარჩენილი საფლავები
იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ საფლავებზე გასვლა ვერ შეძლეს. ქართულმა მხარემ, ამ საკითხთან დაკავშირებით, ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე ინიციატივა წამოაყენა, თუმცა ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან უარი მიიღო. გარდა ერგნეთის შეხვედრისა, აღნიშნული საკითხი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჟენევის ფორმატშიც დააყენეს, თუმცა ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილება არ შეცვლილა.
2015-04-01
ჭიათურა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე
ჭიათურის რაიონში მცხოვრები მოსახლეობა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ გარემოს დაბინძურებაში ადანაშაულებს.  „ჯორჯიან მანგანეზი“ რეგიონში მარგანეცის მოპოვებითა და დამუშავებითაა დაკავებული. ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის, მალხაზ წერეთელის თქმით, 2014 წელს საქართველოში გარემოს 327, 5 მლნ  ლარის ზიანი  მიადგა, აქედან  324 მლნ, ანუ  ზიანის 98% მხოლოდ ჭიათურის მუნიციპალიტეტზე მოდის.
2015-03-31
დედოფლისწყაროში უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები კომპენსაციას ითხოვენ
დედოფლისწყაროში, ლესელიძის ქუჩაზე, სამხედრო ნაწილის ყოფილ შენობაში მცხოვრები თამილა გურაშვილი სამი წელია, რაც უსახლკაროდ არის დარჩენილი. ამჟამად ის თავის დედასთან და შვილთან ერთად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. საცხოვრებელი ადგილის დატოვება, სადაც იგი 20 წელი ცხოვრობდა, 2012 წელს მოუხდა. 
2015-03-30
მრგვალი მაგიდა - „ჭიათურის ეკოლოგიური პრობლემები“
26 მარტს, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა, მრგვალი მაგიდის ფორმატში, ჭიათურის ეკოლოგიური პრობლემების განხილვა მოაწყო. დისკუსიის მონაწილეებმა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ რეგიონში მარგანეცის მოპოვებითა და დამუშავებით შექმნილი გარემოს დაბინძურების პრობლემები განიხილეს. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2015-03-27
დაპირისპირება ქუთაისის ოპერის თეატრში
ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში თანამშრომლებს შორის დაპირისპირება კონფლიქტში გადაიზარდა. მიზეზი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტია, რომელიც დირიჟორ გოგი ჭიჭინაძის თანამდებობოდან წასვლის შემდეგ ვაკანტური  გახდა.
2015-03-16
მეწყერსაშიში ზონები გურჯაანში - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გურჯაანის გამგეობას გამაფრთხილებელი გეოლოგიური დასკვნები გადასცა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული გეოლოგიური კვლევების თანახმად, გურჯაანსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში- კარდენახი, ჭანდარი და კოლაგი - მეწყერსაშიშ უბნებზე მცხოვრები ოჯახები დაუყოვნებლივ უნდა გადასახლდნენ. 
2015-03-05
მშენებლობა, რომელსაც მოსახლეობა ორი წელია უშედეგოდ აპროტესტებს
თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 2013 წლის 25 აპრილს ასათიანის ქ. №10-ში (ნაკვ. 14/012 -ზე) მრავალფუნქციური შენობის მშენებლობის ნებართვა გასცა, რამაც მომიჯნავე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. აღნიშნულ ტერიტორიაზე, მშენებლობის დაწყების მიზნით 200-ზე მეტი წიწვოვანი ხე გაჩეხეს. 
1 2 [3] 4 5
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC