მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სხვა
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ქუთაისი საახალწლო სამზადისისთვის 250 ათას ლარს დახარჯავს
26 დეკემბერი, 2016
ახალი წლის სამზადისი ქუთაისში უკვე რამდენიმე დღეა დაიწყო. ქალაქში მოეწყო ქუჩები, დამონტაჟდა განათებები, დაიდგა ცენტრალური ნაძვის ხე. საზეიმო განწყობის მიუხედავად საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა. სადავოა თანხები, რომელიც აღნიშნული ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
არასამთავრობო ორგანიზაციები უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას აფასებენ
13 დეკემბერი, 2016
სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის მინისტრის 29 ივნისის ბრძანებით შეიქმნა. მის მიზანს წარმოადგენდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს საჯარო მოხელეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა.
აუდიტის სამსახურმა სამი პოლიტიკური გაერთიანება დააჯარიმა
11 დეკემბერი, 2016
წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სამი პოლიტიკური გაერთიანება ჯამში 378 200 ლარით დააჯარიმა. 187 000 ლარით დაჯარიმდა პოლიტიკური გაერთიანება „სახელმწიფო ხალხისთვის“ შემომწირველი შვიდი პირი; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ 1 შემომწირველი - 183 200 ლარის ოდენობით. ხოლო „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სასარგებლოდ გაწეული უკანონო ქველმოქმედებისთვის დაჯარიმებული პირების ჯამური სანქცია 8 000 ლარია. ამასთან, ინფორმაციის წარმოუდგენლობის საფუძვლით დაჯარიმებულია 7 პარტია და 12 კანდიდატი.
სენები - სოფელი წყლის, გაზისა და გზის გარეშე
5 დეკემბერი, 2016
ტალახიანი ჩექმებით და წყლით სავსე ბიდონებით წყაროდან მომავალ ადამიანებს ბოლნისის რაიონის სოფელ სენებში თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით. ოღროჩოღრო, მტვერსა და ბუღში გახვეული გზაც ამ შორეულ სოფელში არსებულ ცხოვრების რთულ პირობებზე მიუთითებს
ისტორიული სკოლის შენობის დემონტაჟი დროებით შეჩერდა
1 დეკემბერი, 2016
ელენე ბაირამოვა–ადამაშვილი წარმოშობით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევიდან არის. ამჟამად დედაქალაქში ცხოვრობს. თანასოფლელების თხოვნის შემდეგ მან იმ დოკუმენტაციის მოძიება დაიწყო, რის საფუძველზეც გადაწყდა მის მშობლიურ სოფელში 9-კლასიანი საჯარო სკოლის შენობის დემონტაჟი.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჰააგაში რომის სტატუტის წევრი სახელმწიფოების ასამბლეას (ASP) დაესწრნენ
21 ნოემბერი, 2016
„ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა“ - ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა
17 ნოემბერი, 2016
16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ოფიციალური მიღება გამართა. მიღებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
კატარინენფელდის გადასარჩენად
14 ნოემბერი, 2016
ორასი წლის წინ დაიწყო ამბავი, რომლის კვალსაც დღეს მივყვებით. სწორედ, ამ დროს ჩამოასახლეს გერმანელები საქართველოში. გერმანული კოლონიების ნაწილი შეიქმნა ქვემო ქართლის რეგიონშიც. ერთ-ერთი მათგანი, კატარინენფელდად წოდებული დღევანდელი ქალაქ ბოლნისის ტერიტორიაზე დაარსდა. ალბათ, არასდროს ყოფილა გერმანია ასე ახლოს საქართველოსთან, როგორც მაშინ, მაგრამ თანაცხოვრება დროებითი აღმოჩნდა. 1941 წელს, სამამულო ომის დაწყებისთანავე, ყველა გერმანელი მოსახლე გადაასახლეს.
ქმედითი შრომის ინსპექციის მოთხოვნით კანცელარიასთან აქცია გაიმართა
30 ოქტომბერი, 2016
28 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციასთან შრომის პოლიტიკის დაუყონებლივ გადახედვისა და ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნით გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა.
საოკუპაციო რეჟიმმა ილია თაყაძე ქართულ მხარეს გადმოსცა
28 ოქტომბერი, 2016
26 ოქტომბერს, ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, ცხინვალის იზოლატორიდან რამდენიმე დღის წინ დაკავებული სოფელ კირბალის მკვიდრი, ილია თაყაძე გაათავისუფლეს. საოკუპაციო ხაზიდან სოფელ კირბალის მკვიდრი რუსმა სამხედროებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ტყეში შეშას აგროვებდა. თაყაძის ოჯახმა ჯარიმის სახით 2 000 რუსული რუბლი გადაიხადა.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა თამბაქოს კონტროლის ალიანსთან თანამშრომლობით საგამოძიებო და დოკუმენტური ფილმები მოამზადა
7 ოქტომბერი, 2016
საოკუპაციო რეჟიმს შეწირული მოსავალი
26 აგვისტო, 2016
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სობისში, საოკუპაციო ხაზიდან 1 კილომეტრის მოშორებით, შალვა ჩილინდრიშვილის მიწის ნაკვეთი მდებარეობს.როდესაც ჩილინდრიშვილი 12 ჰექტარზე დათესილი ქერის მოსავლის ასაღებად მივიდა, აღმოჩნდა, რომ მის ნაცვლად მოსავალს ოკუპირებული ტერიტორიიდან შემოსული კომბაინი აიღებს.
სახალხო დამცველის განცხადება წამებისა და ღირსების შემლახავი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით
19 აგვისტო, 2016
გორის საცურაო აუზის ყოფილი მფლობელი ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს
10 აგვისტო, 2016
ქალაქ გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა საკრებულოზე ორჯერ ჩავარდნილი საკითხი უკან გაიხმო.მერის ინიციატივა გორის საცურაო აუზის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემას ეხებოდა. 5 აგვისტოს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მერის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს, საკრებულოს წევრების ნაწილმა სხდომა დატოვა და კვორუმი არ შედგა. საკრებულოს მეორე სხდომა ასევე 5 აგვისტოს 17:00 საათზე ჩაინიშნა, თუმცა კვორუმი არც მეორედ შედგა და საკრებულოს კიდევ ერთი სხდომა 8 აგვისტოს ჩაინიშნა. თუმცა, ამჯერად, გორის მერმა,ზურაბ ჯირკველიშვილმა მის მიერ ინიცირებული საკითხი უკან გაიხმო. ამის მიზეზად კი საკრებულოს წევრებს განუმარტეს, რომ ეკონომიკის სამინისტროსთვის გადასაცემი ობიექტის დადგენილებაში ქალაქის მერს ფართი დაზუსტებელი არ ჰქონდა.
თანამდებობის ბოროტად გამოყენება თუ შერჩევითობა პოლიტიკური მოტივით
4 მაისი, 2016
2016 წლის მარტში საბავშვო ბაღების დირექტორების თანამდებობებიდან მასობრივი გათავისუფლება დაიწყო. ბაღების მართვის სააგენტოსა და თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ დირექტორები საქმისადმი ზერელე დამოკიდებულებისა და თანხების არამიზნობრივი ხარჯვისთვის, აუდიტის დასკვნის საფუძველზე, გათავისუფლდნენ. თუმცა, სხვა მოტივებსა და მიზეზებზე საუბრობენ გათავისუფლებული დირექტორები.
ლაშა თვაური ცხინვალის ციხიდან ე.წ. ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს
28 აპრილი, 2016
გორის თვითმმართველობაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ
27 აპრილი, 2016
ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, ილია მეტრეველმა პოლონეთში გასამგზავრებელი ბილეთი საკრებულოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით შეიძინა, თუმცა წასვლა მის მრჩეველთან, ირაკლი ოქრუაშვილთან კონსულტაციის შემდეგ გადაიფიქრა. საკრებულოს თავმჯდომარემ ავიაკომპანიას თანხის უკან დაბრუნება მოსთხოვა, თუმცა 905 ლარიდან მხოლოდ 155 ლარი დაუბრუნდა.
თამარიანში მცხოვრებ მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება მოუხსნეს
25 აპრილი, 2016
სოციალური მომსახურების სააგენტომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანში მცხოვრებ 57 წლის იამზე ჯიბღაშვილს სოციალური დახმარება მოუხსნა.
ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მოსახლეობას მოსავლის 80 % გაუნადგურა
25 აპრილი, 2016
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 3 მილიონამდე აუთვისებელი თანხა და ჩავარდნილი პროექტები
21 აპრილი, 2016
კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა საკრებულოს წევრებს გასული წლის ანგარიში ერთი თვის დაგვიანებით წარუდგინა. 15 მარტის საკრებულოს სხდომაზე 2015 წლის კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ანგარიშის მოსმენის შემდეგ, დეპუტატების ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა. ამის მიზეზად საკრებულოს წევრი რობერტ კავთიაშვილი გამგეობის მიერ გასულ წელს 3 მილიონამდე ლარის აუთვისებლობას და შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ასახელებს.