კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტატია

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

საქართველოს ციხეები - პატიმართა გამოსასწორებელი თუ სიცოცხლესთან გამოსამშვიდობებელი დაწესებულება?

6 ოქტომბერი, 2009
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისრტოში პატიმართა დასახმარებლად არაერთი კომისია თუ განყოფილება შეიქმნა, თუმცა მათი უფლებები მაინც ირღვევა. ფაქტია ისიც, რომ ავადმყოფ პატიმართა მკურნალობის, სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გავრცელებისა და მისი დაძლევის ბრძოლის მეთოდები არაეფექტურია. სამოქმედო გეგმა, რაც სამინისტროს გააჩნია, არაადეკვატურია. საკნებში არსებული არაჰიგიენური პირობების, ცუდი კვებისა და არასწორი მკუენალობის გამო გავრცელებულია ისეთი ინფექციები, როგორიცაა ტუბერკულოზი, შიდსი C ჰეპატიტი და სხვა. „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ დახმარებისათვის არაერთხელ მიმართა მრავალმა პატიმარმა თუ მათი ოჯახის წევრმა.

პედაგოგები პრეზიდენტის დაპირებების შესრულებას ითხოვენ

6 ოქტომბერი, 2009
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირმა მასწავლებელთა მსოფლიო დღე პარლამენტის წინ აქციით აღნიშნა. პროტესტის მიზეზი იმ საკანონმდებლო ინიციატივის უგულებელყოფა იყო, რომელიც 60 000 მდე პედაგოგის ხელმოწერით პარლამენტში ჯერ კიდევ დეკემბერში შევიდა. „ღირსეული ხელფასი განათლების სისტემის ყველა თანამშრომელს, უვადო ხელშეკრულებები პედაგოგებს, მასწავლებელთა უკანონო გათავისუფლების შეწყვეტა“ - ეს ის ძირითადი მოთხოვნებია, რომლებსაც პედაგოგები აქციაზე აყენებდნენ. კანონპროექტის მიხედვით პედაგოგები კვალიფიკაციის ამაღლებისთვის საჭირო სახსრების სახელმწიფოსგან გაღებას, სკოლების დეოპტიმიზაციას და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებისათვის საგანმანათლებლო სტატუსის აღდგენას მოითხოვენ.

„ბატონო პრეზიდენტო, რატომ მომიკლა შვილი თქვენი დაცვის წევრმა?!“

5 ოქტომბერი, 2009
წელიწადნახევრის წინ მოსკოვის პროპექტზე მომხდარი სისხლიანი ინცინდენტი, ძალიან ჰგავს შარდენ-ბარში დაწყებულ შელაპარაკებას, რომელიც 28 წლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობით დასრულდა. გირგვლიანის შემთხვევაში თუ შსს-დან დიდი თანამდებობის პირები და თავად მინისტრის მეუღლე ფიგურირებენ, 2008 წლის 11 ივნისს, მოსკოვის პროსპექტზე მომხდარი დღემდე გაუხმაურებელი ინცინდენტის მსხვერპლის - 30 წლის ვასილ ამონიშვილის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი ძმებმა ბერძენიშვილებმა მოკლეს, რომელთაგან მისივე განმარტებით, ერთი მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრია, ხოლო მეორე – პოლიციელი, ისან-სამგორის მთავარი სამმართველოს პირველი ქვეგანყოფილების თანამშრომელი.