კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტატია

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

თელავის ტელევიზიის დირექტორს თავს დაესხნენ და დაჭრეს

15 ნოემბერი, 2010

„სააკაშვილი რასაც სიკეთეს ლაპარაკობს, ჩვენ ეგეთი არაფერი გვეტყობა და ალბათ, მეორე საქართველოა სადმე უკეთესი და ჩვენ გვიმალავენ“

15 ნოემბერი, 2010

„მე არ მინდა ვიყო დევნილი“ – ამ დევიზით ცხინვალში ახალგორელი ბავშვების კონცერტი ჩატარდა, თბილისში კი - ჩაიშალა

9 ნოემბერი, 2010

ეკომიგრანტები დახმარებას ითხოვენ

8 ნოემბერი, 2010
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის ინფორმაცით, საქართველოში ეკომიგრანტების რაოდენობა 100-120 ათასის ფარგლებში მერყეობს. სტატისტიკური მონაცემებით, 2004 - 2010 წლებში სახელმწიფომ მხოლოდ 838 ოჯახის გასახლება უზრუნველყო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციებს, რომლის მიხედვითაც, სტიქიით დაზარალებული რეგიონებიდან სხვა საცხოვრებელ ადგილზე გადასახლებული ეკომიგრანტები ნორმალურ პირობებში ცხოვრობენ. სინამდვილეში, მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებულია.

,, უფლებადამცველთა სამხრეთ კავკასიური ქსელის,, განცხადება ,,მსჯავრდებული დაზარალებულების,, შესახებ

8 ნოემბერი, 2010
სამხრეთ კავკასიური ქსელის უფლებადამცველი ორგანიზაციები წუხილს გამოთქვამენ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2010 წლის 28 სექტემბერს გამოტანილ განაჩენზე, რომლის მიხედვითაც 4 ახალგაზრდას მიესაჯა 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ქმედებისათვის, რაც არ დადგენილა სარწმუნო მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ამავე დროს, საქმეში არსებობდა შემამსუბუქებელი გარემოებები. ეს სასჯელი განსაკუთრებით მკაცრია თუნდაც იმ სასჯელებთან შედარებით, რაც წინა წლებში შეეფარდათ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს ქმედებებისათვის, რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა. მაგალითისათვის, 2006 წელს 19 წლის ბუტა რობაქიძის მკვლელობის გამო, პოლიციელს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და სანდრო გირგვლიანის მკვლელებს 4 წელიც კი არ გაუტარებიათ ციხეში. ისინი პრეზიდენტმა 2009 წელს შეიწყალა.

მიწის მაფია გორში

8 ნოემბერი, 2010
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისი გორის ადმინისტრაციული შენობის უკან და საერთოდ, ქალაქის ტერიტორიაზე ბოლო წლებში მომხდარი მიწის ნაკვეთების გაცემის კანონიერებით დაინტერესდა. ამ მხრივ ყველაზე გახმაურებული ფაქტი ქალაქის საკმაოდ პრესტიჟულ უბანში (გამგეობის შენობის უკან) მოულოდნელად გაყიდულმა მიწის ნაკვეთებმა მიიქცია. უბანში, სადაც ყველაზე შეძლებული ადამიანები ცხოვრობენ, ბევრი საიდუმლოება ინახება. როგორ ხდება, რომ ამ ტერიტორიაზე ჩვეულებრივ ადამიანს უჭირს არათუ აუქციონში მონაწილეობა, არამედ ინფორმაციის წინდაწინ მიღებაც კი. ეს საშიშროება პირადად ამხანაგობა „ჯანმრთელობამ“ საკუთარ თავზე გამოსცადა და უფლებების დაცვა გადაწყვიტა.