19:03, Saturday, 25.10.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2014-02-28
აუდიტის დასკვნის მიხედვით, საფეხბურთო ბაზის ქონება უნებართვოდ გასხვისდა
საფეხბურთო კლუბ „გურიას“ საწვრთნელი ბაზა სოფელ გრიგოლეთში, შავი ზღვის სანაპიროზეა განთავსებული. ადამიანის უფლებათა ცენტრს რამდენიმე ხნის წინ აცნობეს, რომ ახლახანს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე დაბრუნებული ბაზის კომპლექსიდან ქონება უკანონოდ გაჰქონდათ.
2014-02-28
არასამთავრობოები სამართალდამცველების მხრიდან ყოფილ პატიმარზე ზეწოლას აპროტესტებენ
27 თებერვალს, „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში, ადამიანის უფლებათა ცენტრმა, საქართველოს ახალგაზრდა  იურისტთა ასოციაციამ, „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“, და ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. 
2014-02-28
გორში ქართული ოცნების კონფერენცია პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა
,,ქართული ოცნების“ რიგით მეორე კონფერენცია გორში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.  კონფერენციაზე დღის წერიგით გათვალისწინებული იყო, რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევა. გორის დრამატულ თეატრში შეკრებილი დელეგატები მხარს, ნინო ზურაბიშვილს უჭერდნენ.
2014-02-28
კანონში ცვლილებით საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებები იზღუდება
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებზე დავამ  შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლოს. მიმდინარე წლის 5 თებერვალს მიღებული ცვლილების მიხედვით, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან ერთად დაამტკიცა, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების  ყველა თანამშრომელი დროებით მოვალეობის შემსრულებლად ცხადდება.
2014-02-28
დევნილებისთვის ბინების განაწილების მონიტორინგში სახალხო დამცველიც ჩაერთვება
საქართველოს  ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დევნილ მოქალაქეებზე საცხოვრებელ ბინებს სპეციალური კრიტერიუმების შესაბამისად ანაწილებს. ივსება სპეციალური ანკეტა, სადაც დევნილი აფიქსირებს ყველა ინფორმაციას, რაც მის რეალურ მდგომარეობას ასახავს. ეს ყველაფერი ფასდება ქულებით. პირველ ეტაპზე კი ის ოჯახი კმაყოფილდება, რომელიც ყველაზე მაღალ ქულას მიიღებს. 
2014-02-26
ჩემი ინვალიდი შვილით დავიწვავ თავს სამინისტროს წინ!
დიაგნოზი - ჰიდროცეფალია, 12-ჯერ ნაოპერაციევი, თავზე შუნტირებული, შუნტირების აპარატზე მიჯაჭვული, რომელიც „მაწანწალა ცხოვრებისა“ და არანორმალური პირობების გამო ხშირად ფუჭდება. ოპერაცია ოპერაციას მოსდევს. სახლი - არა! ჰიგიენა - არა! სრულყოფილი მკურნალობა - არა! რეაბილიტაცია - არა! სრულყოფილი კვება - არა! მედიკამენტები - ხან აქვს, ხანაც - არა. ეს  3 წლის და 6 თვის ლუკას ამჟამინდელი მდგომარეობაა.  
2014-02-26
“მამულიშვილის დღე” და კონტროლის გამკაცრება დე ფაქტო საზღვარზე
ახალგორში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ჩინოვნიკებმა გუშინ და დღეს 23 თებერვალი  ე.წ. “მამულიშვილის დღე” აღნიშნეს. რამდენადაც 23 თებერვალი კვირა დღეს დაემთხვა, ორშაბათიც უქმედ გამოცხადდა.
2014-02-25
განრიდება - ერთი შანსი მოზარდებისთვის
15  წლის ლუკამ  სპორტული ფეხსაცმლის მოზომვისას გამყიდველის უყურადღებობით  ისარგებლა და  ერთი წყვილი მოიპარა. ფაქტზე დაკავების შემდეგ  პროკურატურამ გამყიდველისთვის მიყენებული  ზარალი დათვალა, რომელმაც  25 ლარი შეადგინა.  პროკურორის გადაწყვეტილებით, ლუკა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ბენეფიციარი გახდა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას განერიდა.
2014-02-25
სასამართლოს მიერ თანამდებობიდან ორჯერ გადაყენებული პირი ისევ თანამდებობაზე დანიშნეს
კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ყოფილ დირექტორს ვალერი გრემელაშვილს სასამართლომ სააგენტოში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობა ორჯერ აუკრძალა. გრემელაშვილი სააგენტოს ყოფილ თავმჯდომარესთან გიორგი სიბაშვილთან ერთად,სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით თანხის გაფვლანგვაშია ბრალდებული.
2014-02-24
არასამთავრობო ორგანიზაციები კაზრეთის საბადოს მუშათა უფლებების დაცვის მიზნით სახელმწიფოს ეფექტური რეაგირებისაკენ მოუწოდებენ
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 14 თებერვლიდან კაზრეთის საბადოს მუშათა სრულმასშტაბიანი გაფიცვა მიმდინარეობს.
2014-02-24
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის სარჩელი სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
საქმე ეხება 2007 წლის 14 სექტემბრის საკრებულოს მიერ მიღებული განკარგულების გაუქმებას, რომლის მიხედვით დეპუტატებმა მარლენ ნადირაძე  საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადააყენეს. საკრებულოს აღნიშნულ განკარგულებას წინ რამდენიმე დღიანი პოლიტიკური მოვლენები უძღოდა.  
2014-02-24
ლანჩხუთის ადგილობრივ თვითმმართველობაში ვნებათაღელვა გრძელდება
ლანჩხუთის საკრებულოს ორი ფრაქციის თავმჯდომარემ რამდენიმე ხნის წინ საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან გიგინეიშვილის იმპიჩმენტი მოითხოვა. 
2014-02-24
შიდა ქართლის გუბერნატორის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
შიდა ქართლის გუბერნატორის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ომაძემ სამსახურიდან წამოსვლის შესახებ  სოციალური ქსელით გააკეთა განცხადება. ომაძე სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილებას შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ რუსიშვილის მხრიდან ჩაკეტილობას და საზოგადოებასთან დისტანცირებას  უკავშირებს.
2014-02-24
„იდენტობის“ კვლევის მიხედვით, ქართულ ციხეებში პატიმრების იერარქია არსებობს
არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ მიერ ციხეებში ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოს ციხეებში პატიმრების სეგრეგაცია მათი სექსუალური იდენტობისა თუ ქცევის მიხედვით დღემდე არსებობს. კვლევის მიხედვით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული სოციალური ჯგუფები სამი იერარქიული საფეხურისაგან შედგება. 
2014-02-24
ბათუმში მერვე დღეა ავტობუსის მძღოლები გაფიცულები არიან
უკვე მერვე დღეა რაც ბათუმში ავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის 300-მა მძღოლმა ხელფასის გაზრდის მოთხოვნით  მუშაობა შეწყვიტა. მძღოლების მოთხოვნაა, დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს ავტოტრანსპორტის დირექტორი გია ლორია, მძღოლები ასევე ითხოვენ  საათობრივი ანაზღაურება 4 ლარიდან 4,5 ლარამდე გაიზარდოს. 
2014-02-24
„რეინჯერმა იცოდა, ხეებს რომ ვჭრიდი...“ - ატენის ხეობის ამბები
2014 წლის იანვარში ატენის ხეობიდან საშეშე მერქნის და სამასალე ხის მოჭრის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. ძირითადი შემთხვევები 22-23 იანვარს გამოვლინდა. ყველა მასალა სახელმწიფოს მიერ კონფინსკაციას დაექვემდებარა. ჩამორთმეული შეშა სოციალურად დაუცველებს გადაეცემა. 
2014-02-24
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსების გამო, თელავის უნივერსიტეტის სტუდენტს გაფრთხილება მისცეს
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის ნოდან ეჟიშვილის საქმე უნივერსიტეტის რექტორმა ავთანდილ ღელაღუტაშვილმა ეთიკის კომისიას გადასცა. მიზეზი სტუდენტის მიერ სოციალურ ქსელ"ფეისბუქში"გამოქვეყნებული კრიტიკული სტატუსები გახდა. სტუდენტი ეთიკის კომიტეტის სხდომაზე გუშინ დაიბარეს და გაფრთხილება გამოუცხადეს.
2014-02-20
„გურია ნიუსის“ ჟურნალისტის თქმით, გამგებელმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა
"გურია ნიუსის" ჟურნალისტ ჟანა მეგრელიშვილის თქმით, 14 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე შარაშენიძემ  მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა  და კომენტარისთვის მისულს, საკუთარ კაბინეტში უშვერი სიტყვებით აგინა.
2014-02-20
ხმაურიანი განაჩენი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში
5 წლით თავისუფლების აღკვეთა ვანო მერაბიშვილს, 50 ათასი ლარი ჯარიმა ზურაბ ჭიაბერაშვილს - ათთვიანი სასამართლო განხილვის შემდეგ ასეთი განაჩენი გამოიტანა მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ 17 თებერვალს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე. სასამართლომ ყოფილი შს მინსტრისა და ყოფილი გუბერნატორის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვა გამამტყუნებელი განაჩენით დაასრულა. 
2014-02-17
იძებნება ტენდერში გამარჯვებულ კომპანია
გორის მუნიციპალიტეტი გასული წლის ნოემბერში ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ეძებს.  შპს ,,ჯიპიჯიმ“  მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა და   გაიმარჯვა.  სატენდერო პირობებების მიხედვით,  კომპანიას გორში არსებული მიწისქვეშა გადასვლელები უნდა მოეწესრიგებინა.
[1] 2
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC