სტატია
აირჩიეთ წელი:
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
2017-02-23
ტურიზმის განვითარება და ოკუპაცია
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის ცენტრს მოსკოვში დაგეგმილ ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაში მონაწილეობის მიღება გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა აღნიშნული ინფორმაციის სოციალური ქსელით გავრცელების შემდეგ ტურიზმის ცენტრის გადაწყვეტილება საზოგადოების ნაწილმა გააპროტესტა.
2017-02-16
რუის-ურბნისის მონაკვეთზე გარევაჭრობა აიკრძალა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის
რუის-ურბნისის მონაკვეთზე მოვაჭრეების ნაწილმა ქარელის მუნიციპალიტეტის
გამგეობის შეთავაზებაზე უარი განაცხადა. თვითმმართველობის პირველმა პირებმა
მათ ბიძინა ივანიშვილის კომპანია ,,ატუს" მიერ აშენებულ კეთილმოწყობილ
სავაჭრო ობიექტზე გადასვლა შესთავაზეს. ავტობანის რუსის მონაკვეთზე
აშენებული ნახევრად დახურული სავაჭრო ობიექტი ბიძინა ივანიშვილმა ქარელის
მუნიციპალიტეტის გამგეობას საჩუქრად გადასცა.
2017-02-16
დევნილები ბერბუკის დასახლებიდან
თეთრი ფერის (ცხრაწლიანი დაძველებით) კოტეჯები, სკოლა, საბავშვო ბაღი, რომელიც მხოლოდ ორ წელს ითვლის, მოუწესრიგებელი გზები - ეს ბერბუკის დევნილთა დასახლებაა, სადაც ასობით დევნილი უკვე მეცხრე წელია, ელის პასუხს კითხვაზე, ვინ არის დამნაშავე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებში. ვიდრე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) ამ მთავარ კითხვას გასცემდეს პასუხს, დევნილები humanrights.ge-სთან იხსენებენ აგვისტოს ომის დღეებს, რომელიც მათთვის ასე რთულად გასახსენებელი და, ამავდროულად, რთულად დასავიწყებელიცაა.
2017-02-10
მშვიდობიანი მიტინგის მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან 30 000 ლარს მოითხოვს
8 თებერვალს, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და დაზარალებულმა ონისე ჩაკვეტაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის შესახებ ისაუბრეს.
2017-02-08
,,სუფთა გარემო ბავშვებს” - აქცია კასპში
„დაგვიბრუნეთ სუნთქვის უფლება“, „ჩვენი ქუჩები ცემენტმზიდების გარეშე“, „ხელისუფლება ხალხის გვერდით“, „სუფთა გარემო ბავშვებს“ - ამ მოთხოვნებით 5 თებერვალს კასპში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე აქცია გაიმართა.
2017-02-05
გორში საზოგადოებრივი ტრანსპორტზე ფასმა მოიმატა
ქალაქ გორში კერძო ტაქსების კომპანიებმა ტრანსპორტის მომსახურების ღირებულება გაზარდეს. მინიმალური სამგზავრო ტარიფი, რომელიც ერთ ლარს შეადგენდა, ლარ-ნახევარი გახდა. კომპანიებში ტარიფის ზრდას საწვავის გაძვირებას უკავშირებენ, რომელიც თავის მხრივ, მთავრობის დადგენილებით, ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის გაძვირებამ გამოიწვია.
2017-02-05
შიდა ქართლის გუბერნატორად კახა სამხარაძე დაინიშნა
შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორის პოსტზე პრემიერ- მინისტრის გადაწყვეტილებით, კახა სამხარაძე დაინიშნა. 3 თებერვალს ახალი გუბერნატორი შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და რეგიონის თვითმმართველობის პირველ პირებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ წარუდგინა. მინისტრის თქმით, კახა სამხარაძე აქტიურად იყო ჩართული პარტიულ საქმიანობაში და წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ შიდა ქართლს, მცხეთა-მთიანეთს და სამცხე-ჯავახეთს რეგიონულ ორგანიზაციებს კურირებდა.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას