კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტატია

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

რელიგიის სწავლება საჯარო სკოლებში

20 თებერვალი, 2012
საზოგადოების ნაწილის აზრით, სკოლებში რელიგიის საგნის შემოღებით შეიძლება დაირღვეს დემოკრატიული და სეკულარული სახელმწიფოს პრინციპები. მაგრამ დემოკრატიის ნორმები და პრინციპები სწორედაც რომ გულისხმობს და უშვებს ამგვარი განათლების საჭიროებას, რადგან ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფო არ უნდა იყოს "იდეოლოგიზირებული", სადაც მხარდაჭერილია ერთი მსოფლმხედველობა და აკრძალულია სხვა (რასაკვირველია, აქ საუბარი არ გვაქვს იმგვარ იდეოლოგიებზე, რომელიც საზოგადოების ჯანსაღ და უსაფრთხო განვითარებას ემუქრება). სეკულარული სახელმწიფო არ ნიშნავს ათეისტურ სახელმწიფოს, სადაც უნდა აიკრძალოს რელიგიური გაერთიანებების არსებობა ან რელიგიური განათლების მიღება საჯარო სკოლებში.