09:23, Tuesday, 23.09.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2009-02-11
ყველაზე საგრძნობი უკუსვლა დემოკრატიის კუთხით დაფიქსირდა საქართველოსა და რუსეთში
გავლენიანმა ამერიკულმა გაზეთმა „ეკონომისტმა“ 2008 წლის „დემოკრატიის ინდექსი“ გამოაქვეყნა. „დემოკრატიის ინდექსი“  არის დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია მსოფლიოს ქვეყნების სია დემოკრატიულობის მიხედვით. „დემოკრატიის ინდექსი 2008“ ასახავს  2008 წლის სექტემბრისთვის არსებულ სიტუაციას მსოფლიოში. ეს არის ამ სახის მეორე გამოცემა „ეკონომისტისთვის“. პირველი 2007 წელსგამოქვეყნდა. ის   ასახავდა მსოფლიოში 2006 წლის სექტემბრისთვის არსებულ სიტუაციას.

2009-02-11
კახეთში საბავშვო ბაღები ან იხურება ან ინგრევა
კახეთის რეგიონში საბავშვო ბაღები უმძიმეს მდგომარეობაშია. დაზიანებული სახურავებიდან შენობებში წყალი ჩადის. აყრილი და ჩანგრეულია იატაკი. იმის გამო, რომ ბავშვები სარდაფში არ ჩაცვივდნენ, აღმზრდელები მათ მთელი დღის განმავლობაში ერთი ოთახიდან ვერსად უშვებენ. ამასთან ერთად, ბევრ მუნიციპალიტეტში გამგეობებმა საერთოდ უარი თქვეს ბავშვთა კვების დაფინანსებაზე. აღსაზრდელების მშობლებს შვილების გამოსაკვებად საჭირო პური და საკვები საბავშვო ბაღში ყოველდღე სახლიდან მიაქვთ.

2009-02-09
სახელმწიფო მოქალაქეს ვალს არ უხდის
სახელმწიფოს ამირან მიქელაძის ვალი მართებს. მიქელაძეს კი, სახელმწიფოსგან მიუღებელი თანხის გამო  საგადასახადო ინსპექციის. საგადასახადო ინსპექციამ  ვალის აღების მიზნით, მიქელაძის უძრავ-მოძრავი ქონება დააყადაღა.  6 თებერვალს,  ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაყადაღებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის ბრძანება გასცა.
 
2009-02-07
კანონი კრძალავს, მაგრამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან პოლიცია მაინც ფინანსდება
"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" ორგანული კანონისა და "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს არ განეკუთვნება ისეთი დაწესებულებების დაფინანსება, რომელიც კანონით ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. მიუხედავად ამისა, შს სამინისტროს რაიონული სამმართველოები ადგილობრივი ბიუჯეტებიდან გარკვეულ დაფინანსებას მაინც იღებენ.

2009-02-04
დევნილები ნახევრად მშივრები არიან
აგვისტოს ომის შედეგად ფრონეს და დიდი ლიახვის ხეობებიდან დევნილები, რომლებიც კახეთში ცხოვრობენ, მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან. იძულებით გადაადგილებულ პირებს არ აქვთ საკმარისი საკვები და მათთვის სამედიცინო დახმარებაც ხელმიუწვდომელია. 

2009-02-03
რეგიონული ჟურნალისტების დაშინების ფაქტები ყოველდღიურად უფრო მასშტაბური ხდება
სოზარ სუბარი: "ხელისუფლება იმ ადამიანებს ახალისებს, რომლებიც ჟურნალისტებს ავიწროვებენ"

საქართველოს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტების დაშინების ფაქტები ყოველდღიურად უფრო მასშტაბური ხდება. რეგიონულ კორესპონდენტებს, გარდა იმისა, რომ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიან, ფიზიკური ანგარიშსწორებით, გატაცებით და სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებიან. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ასეთ ფაქტზე ვრცელდება ინფორმაცია და დაზარალებულებს, ხშირ შემთხვევაში, განცხადება მტკიცებულებებთან ერთად პროკურატურაშიც შეაქვთ, არცერთი საქმე გამოძიებული არ არის.

2009-02-03
გუბერნატორმა თანამშრომლებს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებების დაწერა აიძულა
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს, 23 იანვარს, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები დააწერინეს. 20 განცხადებიდან გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა მხოლოდ ორი დააკმაყოფილა. ადმინისტრაციის იურისტი ზიტა იმანოვა და პრესმდივანი მარი შაშვიაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. იმანოვა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წევრია, მარი შაშვიაშვილი კი ტელერადიოკომპანია "იმედის" კახეთის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის და ამჟამად რადიო "პალიტრას" და საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტის ჟანა დიდებაშვილის ქალიშვილი. ამ დეტალების გამო უფლებადაცვით ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ იმანოვა და შაშვიაშვილი სამსახურიდან პოლიტიკურად არასაიმედოობის ნიშნით გაათავისუფლეს.

2009-02-02
კასპის მოსახლეობა საბავშო ბაღების დახურვის ფაქტს აპროტესტებს
კასპის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან საბავშვო ბაღების გახსნას მოითხოვს.  მოსახლეობა საბავშო ბაღების დახურვის ფაქტებს აპროტესტებს. მათი თქმით, ხელისუფლებამ საბავშვო ბაღები იქ დევნილების შესახლების მოტივით დახურა. ადგილობრივების  განცხადებით, მათ არ აქვთ საშუალება  იმისა, რომ ბავშვები კერძო საბავშვო ბაღებში ატარონ. "ჩვენთვის საბავშვო ბაღების დახურვა ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან  ვმუშაობთ და ბავშვს ბაღში ვტოვებდით. ვიყავით გამგებლის მოადგილესთან ამ საკითხის გასარკვევად, მაგრამ პასუხს ვერ გვცემენ, ფაქტი კი ფაქტად რჩება, რომ სექტემბრის მერე ბაღები დაკეტილია.  კერძო ბაღებში საკმაოდ დიდი თანხაა გადასახდელი, რასაც ჩვენ ვერ შევწვდებით.” – აღნიშნავს მოსახლეობა.  კერძო ბაღები მშობლებისთვის  ტერიტორიული მდებარეობითაც მიუღებელია.

1 [2]
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
„მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC