03:09, Thursday, 16.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2020 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2014-02-17
ფრაქცია „სოციალ–დემოკრატები“ საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს ითხოვს
კოალიცია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოში“ შემავალი კიდევ ერთი პარტია „სოციალ–დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“ ადგილობრივ ხელისუფლებას დაუპირისპირდა. აღნიშნული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერმა სოსო შეიზაშვილმა პრესკონფერენცია გამართა.
2014-02-17
ახალგორის გამგებელი გადადგა
ახალგორის გამგებელი ზურაბ გათენაშვილი გადადგა.  ახალგორის საკრებულოს გადაწყვეტილებით, გამგებლის მოვალეობას 3 თვით ნუგზარ თინიკაშვილი შეასრულებს. ის “ადამიანის უფლებათა ცენტრთან” საუბარში ამბობს, რომ მას ეს თანამდებობა საკრებულომ თავად შესთავაზა. 3 თვის შემდეგ კი კონკურსი გამცხადდება და ახალგორის გამგებლის პოსტზე მსურველებს განცხადების შეტანა შეეძლებათ. როგორც მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ თინიკაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, კონკურსში მონაწილეობას თვითონაც მიიღებს. 
2014-02-17
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის წარმომადგენლები ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს შეხვდებიან
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის გენერალური მდივანი ბიორნ ენგესლენდი და  კომიტეტის ადამიანის უფლებების საგანმანათლებლო დეპარტამენტის ხელმძღვანლი ენვერ ჯულიმანი  18-21 თებერვალს საქართველოს და სომხეთს ეწვევიან. ისინი ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებს, საჯარო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ადგილობრივი მისიების წარმომადგენელბს შეხვდებიან და მათ საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროგრამებსა და სამომავლო გეგმებს გააცნობენ. 
2014-02-17
ქუთაისი კვლავ მერის გარეშეა
ქუთაისი კვლავ "პირველის" გარეშე დარჩა. 12 თებერვალს საკრებულოს თავმჯდომარემ, ბრძანება N152-ის საფუძველზე, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუჩერა.

2014-02-11
სახალხო დამცველის ვიზიტი იმერეთში სამოქალაქო სექტორთან შეხვედრით დასრულდა
მიუსაფართა კარვები, ტყიბულის მეშახტეთა მაღარო, სასჯელაღსრულების მე-14 დაწესებულება და შეხვედრა არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან - ეს მარშრუტი მოიცვა სახალხო დამცველმა 6-7 თებერვალს იმერეთში სტუმრობისას.
2014-02-10
კახეთში სტიქიით დაზარალებულებზე კომპენსაციას „ფონდი ქართუ“ აღარ გასცემს
კახეთში 2012 წელს სტიქიით დაზარალებული ოჯახები კომპენსაციას „ფონდ ქართუსგან“ აღარ მიიღებენ. როგორც ფონდის იურისტი ნინო კიკნაძე აცხადებს, გასულ წელს ფონდმა 98 მილიონი ლარი გადარიცხა და დარჩენილი ბენეფიციარები კომპენსაციას სხვა ალტერნატიული წყაროსგან მიიღებენ.
2014-02-10
რის ხარჯზე მოემატათ იძულებით გადაადგილებულ პირებს შემწეობა
კომპაქტურ ჩასახლებებში დევნილებს  სახელმწიფო ელექტრო-ენერგიის გადასახადს აღარ დაუფარავს. აღნიშნული ცვლილება პირველი მარტიდან ამოქმედდება.  ხელისუფლება იძულებით გადადგილებულ პირებს ყოვეთვიურად ოჯახზე 100 კილოვატ ელექტრო-ენერგიის შეღავთს უკეთებდა, რომელიც ერთ თვეში შეუწყდებათ. პირველი მარტიდან ასევე იმატებს დევნილთა  ყოველთვიური შემწეობა. 
2014-02-07
არასამთავრობო სექტორის პროტესტის ფონზე პარლამენტმა თვითმმართველობის კოდექსი მიიღო
77 ხმა 7-ის წინააღმდეგ - საქართველოს პარლამენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ხმაურიანი განხილვისა და აზრთა სხვადასხვაობის ფონზე, 5 თებერვალს მესამე მოსმენით მიიღო. ხელისუფლება აცხადებს, რომ ესაა  წინგადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის თვალსაზრისით და ამით ქვეყანაში თვითმმართველობის რეფორმა დაიწყო. 
2014-02-07
გაზრდილი ხელფასები და პრემიები გურიაში
მიმდინარე წლის იანვრის თვეში (კონკრეტულად კი საშობაოდ, ანუ 7 იანვრისთვის) გურიის საჯარო მოხელეებზე პრემია გაზრდილი ხელფასის ოდენობით გაიცა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სახელფასო ანაზღაურებაზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მხოლოდ 25% შეიძლება გაიცეს. თუმცა, ამ დრომდე ადგილობრივი ბიუჯეტის თითქმის 40% სწორედ,  ხელფასებზე იხარჯებოდა.
2014-02-07
სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით თიბილოვი დე ფაქტო საზღვარს არ ჩაკეტავს
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვარი ახალგორის მიმართულებით სოჭის ოლიმპიადის გამო არ გადაიკეტება, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაადგილება კვლავ უწყვეტ რეჟიმში იქნება. ცხინვალში, სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას არაღიარებული ქვეყნის ლიდერი ლეონიდ თიბილოვი უძღვებოდა.
2014-02-06
საიას პოზიცია სახელმწიფოსა და ა.პატარკაციშვილის ოჯახის წევრებს შორის დადებულ საარბიტრაჟო შეთანხმებაზე
2014 წლის 17 იანვარს იუსტიციის სამინისტრომ გაასაჯაროვა საქართველოსა და არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის მემკვიდრეებს შორის 2011 წლის 06 ივლისს საერთაშორისო არბიტრაჟში დადებული მორიგების შეთანხმება და მისი დამატებითი დოკუმენტები. არბიტრაჟში ა.პატარკაციშვილის ოჯახის წევრთა მოთხოვნა იყო ტელეკომპანია ,,იმედის" საკუთრებაში დაბრუნება და ,,მთაწმინდის პარკის" იჯარის აღდგენა, ან კომპენსაცია 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. 
2014-02-06
აქცია მეჯვრისხევის რწმუნებულის მხარდასაჭერად
გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევის მოსახლეობამ  ტერიტორიული ორგანოს ყოფილი რწმუნებულის ტარიელ გურგენიძის მხარდასაჭერი აქცია, შიდა ქართლის სამხარეო ადამინისტრაციული შენობის წინ გამართა. აქციის მონაწილეები ტარიელ გურგენიძის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაუქმებას და საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვენ.
2014-02-06
„ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ორგანიზაცია ადგილობრივ ხელისუფლებას დაუპირისპირდა
„ქართული ოცნების“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციასა და ადგილობრივ ხელისუფლოებას შორის დაპირისპირებაა. 
2014-02-06
თუშების ნაწილი ახმეტის მუნიციპალიტეტიდან გამოყოფას ითხოვს
თუში მოსახლეობის ნაწილი ახმეტის ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების მუშაობით უკმაყოფილოა და ცალკე ერთეულად ჩამოყალიბებას ითხოვს.  თუშების უკმაყოფილო ნაწილის განცხადებით, რომელთა წარმომადგენელი აღნიშნულ საქმეში გახლავთ ასოციაცია „თუში მეცხვარის’’ ხელმძღვანელი ზურაბ მურთაზაშვილი, სახეზეა თუში ხალხის ინტერესის აშკარა უგულებელყოფა. ისინი ახმეტის მუნიციპალიტეტიდან გამოყოფას და ცალკე ერთეუად ჩამოყალიბებას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. 
2014-02-05
მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ „საქართველოს მოსამართლეთა ერთობამ“ შეხვედრა გამართა
„საქართველოს მოსამართლეთა ერთობამ“ რუსთავში  მოსამართლეებთან, ადვოკატებთან და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან შეხვედრა გამართა.
2014-02-05
სქესობრივი დანაშაულის კუთხით სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები იგეგმება
სისხლის სამართლის კოდექსის იმ თავში, სადაც სქესობრივი დანაშაულია აღწერილი ცვლილებები იგეგმება. კონკრეტულად რა სახის ცვლილებები შევა კოდექსში, ჯერჯერობით უცნობია. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, ცვლილებების შინაარსზე მუშაობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს. არასამთავრობო სექტორი კი,  სისხლის სამართლის კოდექსის სქესობრივი დანაშაულების თავში შესატანი ცვლილებების საკუთარ პროექტს სთავაზობს.
2014-02-03
Freedom House: საქართველო ‘ნაწილობრივ თავისუფალ’ ქვეყნად რჩება
Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება შეინიშნება, თუმცა ის მაინც „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნებს შორის რჩება. 
2014-02-03
საკონსტიტუციო სასამართლო უჩა ნანუაშვილის სარჩელს განიხილავს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მოქალაქეების - უჩა ნანუაშვილისა და მიხეილ შარაშიძის საკონსტიტუციო სარჩელი განიხილა. დავის საგანს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 110-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები წარმოადგენდა. მოსარჩელეთა აზრით, აღნიშნული მუხლები საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 28-ე მუხლებთან მიმართებაში, არაკონსტიტუციურია. კერძოდ, კი მოსარჩელე მხარე საპარლამენტო არჩევნების დროს მაჟორიტარული ოლქების ფორმირების წესის შეცვლას მოითხოვდა. მოპასუხე მხარეს, საქართველოს პარლამენტი წარმოადგენდა.
1 [2]
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC