19:16, Wednesday, 01.10.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2009-03-31
სერჟანტი შავაძე ხელისუფლების წინააღმდეგ

სერჟანტ რამინ შავაძის მკვლელობის ფაქტი 2008 წლის 16 აგვისტოს მოხდა, სასამართლო პროცესამდე წინასწარი ძიებისთვის კანონით განსაზღვრული 9-თვიანი ვადა ერთ თვეში იწურება. ადვოკატი რამინ პაპიძე ფიქრობს, რომ საქმეს ამ ხელისუფლების მმართველობის პირობებში სასამართლო პერსპექტივა არ აქვს. ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია, რატომ, რა კავშირია ჩადენილ დანაშაულსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის; და თუ ასეთი კავშირი არ არსებობს, რატომ არ იძვრის საქმე სასამართლოს მიმართულებით.

2009-03-31
„ტელეიმედი“ „ჩვენი ექსპრესის“ თემებმა დააფრთხო
ქართული მედიის მთავარი პრობლემა არის არა ცენზურა, რომელიც რეალურად არსებობს, არამედ თვითცენზურა

ჩვენი სტუმარია-ირაკლი ბერულავა, ფონდ ინტერნიუსის წარმოების მენეჯერი, ტელეპროგრამა „ჩვენი ექსპრესის“ პროდიუსერი, რომელიც „ტელეიმედიდან“ „ჩვენი ექსპრესის“  წამოსვლის მიზეზებსა და, ზოგადად, ქართული ჟურნალისტიკის პრობლემებზე გვესაუბრება.

2009-03-26
სოფელ ფერიაში მცხოვრებ თორმეტ ოჯახს უსახლკაროდ დარჩენის საფრთხე ემუქრება
ტერიტორია საბაგირო გზის მშენებლობისა  და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის სხვისდება

ყოფილი სამხედრო ბაზის შენობაში მცხოვრებმა თორმეტმა ოჯახმა საცხოვრებელი ფართის დატოვების შესახებ გაფრთხილება უკვე მიიღო. მოსახლეობა თავშესაფარს ითხოვს. აპირებს თუ არა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე აღნიშნული ტერიტორიის იმ პირობით გასხვისებას, რომ 12 ოჯახი დაკმაყოფილდეს, არ აკონკრეტებს. 

2009-03-26
მედია - ქილერები
ცუდია, რომ ჟურნალისტებს ჩვენსავე კოლეგებზე გვიწევს წერა, მაგრამ ფაქტია,  ჟურნალისტთა კორპუსი, ნებსით თუ უნებლიედ, ჟურნალისტებად და სახელისუფლებო ჟურნალისტებად დაიყო. ამას კიდევ ეშველება, მაგრამ ის, რაც ბოლო პერიოდში ხდება, ჟურნალისტური ეთიკის ყოველგვარ ზღვარს სცდება.

2009-03-25
უკრაინაში ქართველი მოცეკვავეები 35 საათით იზოლატორში დაატყვევეს
რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში, მოსტინსკას რკინიგზის სადგურში საბაჟო – გამშვები პუნქტის თანამშრომლებმა სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "გურჯაანის" წევრები დააკავეს. მოცეკვავეები პოლონური ფირმა "კოლუმბოს" ოფიციალური მიწვევით პოლონეთის ქალაქ კოტოვიცაში კონცერტების გასამართად მიემგზავრებოდნენ. 35 საათის განმავლობაში უკრაინელ მებაჟეებს ანსამბლის წევრები, მათ შორის 6 არასრულწლოვანი პოლიციის იზოლატორში უკანონოდ ჰყავდათ გამოკეტილი და გარეთ გასვლის ნებას არ აძლევდნენ. მოცეკვავეთა თქმით, უკრაინელი სამართალდამცავები მათ ბანდიტებს ეძახდნენ და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ადგილზე ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ.

2009-03-25
პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ჟურნალისტებს აგინებს და ემუქრება
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი" საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსს ხათუნა ბერძენიშვილს ჟურნალისტების შეურაცხყოფასა და მათზე ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც ცენტრის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 25 მარტს, დილით, ხათუნა ბერძენიშვილი, ტელეფონით, ნომრიდან 822 409180 ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტ გაზეთის ჟურნალისტს გელა მთივლიშვილს დაუკავშირდა და ცრუ ინფორმაციების გავრცელებაში დაადანაშაულა. ბერძენიშვილმა ჟურნალისტს ბრალი კორუფციაში დასდო და დაემუქრა, რომ თუ ამგვარად მუშაობას არ შეწყვეტს, მას პრობლემებს შეუქმნის.

2009-03-25
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
23 მარტს, მთელი ღამის განმავლობაში პოლიტიკური პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის”  ლიდერის  ნინო ბურჯანაძის   პარტიის ცხრა წევრის დაკავება მიმდიარეობდა. როგორც გაირკვა, ბათუმში დააკავეს ზურა ავალიანი, ნუგზარ გოგრიჭიძე და დათო გოგრაჭაძე, თბილისში ვახო ნარსია, მამუკა შენგელია, ვახო თუშმალიშვილი, როინ ბუღაშვილი, გიორგი გიას-ძე ბოლაშვილი (დაბ. 1981 წელს) და გიორგი ბოლაშვილი. დაკავებულია    ბადრი ბიწაძის (პოლიტიკური პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის  მეუღლე)  მძღოლიც.

2009-03-24
კახეთში კრიმინალური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა
კახეთის რეგიონში კრიმინალური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, 2009 წლის 1 იანვრიდან 20 მარტის ჩათვლით, კახეთში მძიმე დანაშაულის რიცხვმა იმატა. მიუხედავად ამისა, შს სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში აცხადებენ, რომ გასულ წლებთან შედარებით დანაშაულის რიცხვმა იკლო და გახსნის მაჩვენებელიც მაღალია, თუმცა არც სამმართველო და არც შს სამინისტრო, საჯაროობის ვალდებულების მიუხედავად, დაინტერესებულ პირებს სტატისტიკურ მონაცემებს არ აძლევენ.

2009-03-23
ბათუმში პოლიტიკური ნიშნით დაკავებები დაიწყო
ბათუმში, ნინო ბურჯანაძის პარტიის - ,,დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“  აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზურაბ ავალიანი და ორი აქტივისტი დააკავეს. ადვოკატს საქმეში ჩართვის უფლება არ მისცეს. აღნიშნულზე სამართალდამცავები  კომენტარს არ აკეთებენ.

2009-03-23
ლიახვის ხეობაში არამუდმივად მაცხოვრებელებს სახელმწიფო დახმარებას არ აძლევს
ის ადამიანები, რომლიებიც ლიახვის ხეობის სოფლებში არამუდმივად ცხოვრობდნენ, ჯერ-ჯერობით ვერანაირ დახმარებას სახელმწიფოსგან ვერ იღებენ. თანხები 10 000 დოლარის ოდენობით სახელმწიფომ მხოლოდ იმ მოსახლეობაზე გასცა, რომლებიც ლიახვის ხეობაში მუდმივად ცხოვრობდნენ. თუმცა ბევრია ისეთი ოჯახები, რომლებიც ხეობაში სახლს და ნაკვეთებს ფლობდნენ. ე.წ. "დაჩნიკენი" სახლს მართალია სისტემატურ საცხოვრებლად არ იყენებდნენ, მაგრამ მათთვის იქ არსებული ნაკვეთები შემოსვლის წყარო იყო.
2009-03-23
გაზეთი „ბათუმელები“ აჭარის პროკურატურის წინააღმდეგ
„შენ გოგო რაებს ბედავ... საკანში შეგაგდებთ...“

  1. გაზეთი ბათუმელები“ აჭარის პროკურატურის პასუხის გასაჩივრებას აპირებს. სახელმწიფო ბრალდება რედაქციას უცხადეს, რომ გაზეთის ჟურნალისტის, ნათია როყვას მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულ განცხადებას  პროკურატურა ჟურნალისტის დაკითხვის გარეშე აკეთებს.
2009-03-19
ბიზნესმენებზე ზეწოლის კიდევ ერთი მეთოდი
ბიზნესზე ზეწოლა ისევ გრძელდება. მას შემდეგ, რაც ბიზნესმენი ზურაბ მონასელიძე მსხვილ საინვესტიციო კომპანიას დაუპირისპირდა, მას ბენზინგასამართი სადგური დაულუქეს. როგორც თავად ამბობს, ამაში ოფიციალური პირები არიან დაინტერესებულნი. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენს ყველა საბუთი წესრიგში აქვს, ბენზინგასამართი სადგური 2007 წლის მარტიდან დღემდე დალუქულია. ამ ფაქტთან დაკავშირებით "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" პრესკონფერენცია გამართა.

2009-03-19
სამეგრელოში პოლიტიკური დაპატიმრებები დაიწყო
რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ვლადიმერ ვახანია 8-თვიანი პოლიტიკური დევნის შემდეგ ზუგდიდში დააკავეს. 15 მარტს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ღამის 11 საათზე მაშინ ჩაატარა, როცა ვახანია საკუთარ სახლში მარტო იმყოფებოდა. ჩხრეკის შედეგად მისი ბინიდან ამოღებულია ავტომატური იარაღი და ორი ხელყუმბარა.

2009-03-18
რეგიონებში პოლიციამ მძღოლებს 9 აპრილს მუშაობა აუკრძალა
პოლიციის თანამშრომლებმა რეგიონებში მიკროავტობუსების და ავტობუსების მძღოლებს 9 აპრილს მუშაობა აუკრძალეს. მძღოლების თქმით, სამართალდამცავებმა ისინი გააფრთხილეს, რომ 9 აპრილს, თბილისში დაგეგმილ აქციაზე რეგიონებიდან მოქალაქეები არ უნდა ჩაიყვანონ, მიუხედავად იმისა, მომსახურებისათვის რა ოდენობის თანხაც არ უნდა შესთავაზონ. მათივე თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა ისიც უთხრეს, რომ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ მოთხოვნას არ დაემორჩილებიან, საპატრულო პოლიციასთან და სხვა სამსახურებთან სერიოზული პრობლემები შეექმნებათ.

2009-03-17
რეკეტი კახეთში პრეზიდენტის სახელით
რამდენიმე დღის წინ კახეთის გუბერნატორის პრესმდივანმა მაია ყალაბეგაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ბიზნესმენები დაიბარა და თითოეულ მათგანს ბიზნეს - საინფორმაციო ბროშურის გამოსაცემად 500 ლარის გადახდა მოსთხოვა. გუბერნატორის პრესმდივანმა ბიზნესმენებს განუცხადა, რომ პროექტის შესახებ პრეზიდენტიც ინფორმირებულია და მისი განხორციელება სავალდებულოა.

2009-03-17
დანაშაული რომლის ჩადენასაც სხვა აღიარებს
გაითვალისწინებს თუ არა სასამართლო პატიმარ შოთა საყვარელიძის ჩვენებას, რომელიც იმ დანაშაულს აღიარებს, რასაც განსასჯელ ირაკლი კალანდაძეს ედავებიან?

ბათუმელ ირაკლი კალანდაძეს იმ დანაშაულში ედება ბრალი, რომლის ჩადენასაც სხვა პიროვნება აღიარებს. მას ნარკოტიკების შეძენა შენახვასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებასაც ედევებიან. მისი ადვოკატის თქმით, კალანდაძეს გამოძიება ჩახვაძის დაჭრის აღიარების სანაცვლოდ სხვა ბრალდებების მოხსნას სთავაზობს. თუმცა კალანდაძე თავს უდანაშაულოდ თვლის.

2009-03-13
კახეთის გუბერნატორმა შემოჭერის ნაცვლად ქამარი მოუშვა
საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ათობით ორგანიზაციის ათასზე მეტი თანამშრომელი კახეთის რეგიონში უხელფასოდ არის დარჩენილი. ბიუჯეტში საკმარისი თანხების არ ქონის მიზეზით, მუნიციპალიტეტების გამგეობები ერთჯერად სოციალურ დახმარებას ვერ უწევენ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს. ამ ფონზე კახეთის გუბერნატორმა სამუშაო ოთახში ძვირაღირებული საშხაპე მოიწყო.

2009-03-13
ომის შედეგ ქართული სოფლები ისევ იძარცვება
ბუფერული ზონის სოფლებიდან ჯერ კიდევ ბევრი დარჩა ისეთი ოჯახები, რომლებიც საკუთარ სახლებში დაბრუნებას ოსურ სოფლების საზღვართან ცხოვრების გამო  ვერ ახერხებენ. მართალია ამ ეტაპზე რუსეთ-საქართველოს შორის საომარი მოქმედებები შეწყვეტილია, მაგრამ მიუხედავად ამისა ოსურ სოფლებში ისევ რუსი ჯარისკაცები დგანან. ოსური მოსახლეობა კი ქართველებს გამუდმებით თავს ესხმის.

2009-03-12
მოსახლეობა ბოდბის დედათა მონასტრის იღუმენიას უპირისპირდება(ნაწილი 2)
გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნის

2007 წლის 12 აპრილს გოდერძი გორდეზიანმა საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 5 ჰექტარი საძოვარი მიწა შეიძინა, რომელსაც მანამდე, 2001 წლიდან, იჯარით ფლობდა 49 წლის ვადით. მიწის შესყიდვის განცხადებით სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს თავად გორდეზიანმა მიმართა. როგორც სამმართველოს 2007 წლის 10 მარტის #625 წერილიდან ირკვევა, გორდეზიანის განცხადებას თანდართული დოკუმენტაცია შედარებულ იქნა სამმართველოში არსებულ დოკუმენტებთან, რის შედეგადაც დადგინა დოკუმენტაციის სისწორე და რეალობა.

2009-03-12
მოსახლეობა ბოდბის დედათა მონასტრის იღუმენიას უპირისპირდება(ნაწილი 1)
ქალაქ სიღნაღში, წმინდა ნინოს ქუჩაზე, ქედელის დასახლებაში მცხოვრებნი ბოდბის დედათა მონასტრის იღუმენიას უპირისპირდებიან. ადგილობრივების განცხადებით, რამდენიმე წელია იღუმენია მონასტრის მიმდებარე ტერიტორიებს აქტიურად ისაკუთრებს, იმ ოჯახებს კი ვინც მონასტრისთვის სახლ-კარის და საკარმიდამო ნაკვეთების ჩუქებაზე ან იაფად მიყიდვაზე უარი თქვეს, გაუსაძლის პირობებს უქმნის.

[1] 2
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC