სტატია
2013-06-18
ვანო მერაბიშვილმა ტელევიზორის მიღების მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა
ყოფილმა პრემიერ მინისტრმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც ამჟამაად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ტელევიზორის მიღების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა.
2013-06-18
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია
წალკიდან ჩამოსული ეკომიგრანტები აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქციას 36-ე დღეა მართავენ. რამდენიმე დღის წინ, მათ პრემიერ მინისტრიც შეხვდა და პრობლემის მოგვარებას დაპირდა.
2013-06-17
ბაჩანა ახალაიას ადვოკატი სასამართლო სხდომის ოქმს ვერ ეცნობა
ბაჩანა ახალაიას სახაზინო წესით დანიშნულ ადვოკატს მისი მონაწილეობის გარეშე ჩატარებული სხდომების ოქმის გაცნობის საშუალება არ მიეცა. სულხან კომახიძის თქმით, მან სასამართლოდან ოქმი გამოითხოვა, თუმცა ოქმი არ მისცეს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ამან არათანაბარ პირობებში ჩააყენა მხარეები და დაირღვა სასამართლოს შეჯიბრობითობის პრინციპი.
2013-06-17
პროკურატურა დავით გელაძის პატიმრობას ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ მას გირაო შეუფარდა
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრის, გივი თარგამაძის ინფორმაციით, შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის მეოთხე სამმართველოს უფროსმა დავით გელაძემ 18 წლის ახალგაზრდა დაჭრა. როგორც ქუთაისში გამართულ პრესკონფერენციაზე გივი თარგამაძემ განაცხადა, 26 მაისს, 22:00 საათზე, დავით გელაძე, მთვრალ მდგომარეობაში გადაჭარბებული სისწრაფით მართავდა საკუთარ ავტომობილს.
2013-06-14
გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შესახებ გადაღებული ვიდეოკადრების ავტორი თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს
გია ალავიძე, რომელიც ამჟამად სასჯელს ნომერ მეცხრე დაწესებულებაში იხდის, ავტორია იმ ვიდოეკადრებისა, რომელიც ტელეკომპანია მაესტროს ეთერში 2009 წელს გავიდა და რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებულებისთვის საპატიმროში არსებულ „განსაკუთრებულ“ პირობებს ასახავს. (კადრები იხ. ლინკზე https://www.youtube.com/watch?v=xiL3G70DgV8 )
2013-06-14
გაუჩინარებული მოჯაჰედი ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოდან გასული წლის ბოლოს გაუჩინარებული დაღესტნელი მოჯაჰედი, 26 წლის მიკაილ კადიევი (მიქაელ ქადოევი) ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დააკავა.
2013-06-13
პარლამენტმა პირველ ტურში იუსტიციის საბჭოს ვერცერთი წევრი ვერ აირჩია
პარლამენტმა 12 ივნისს ჩატარებული ფარული კენჭისყრების შედეგად 29 კანდიდატიდან ვერცერთი ვერ აირჩია პირველივე ტურში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, რომელშიც არსებული ექვსი არამოსამართლე წევრისთვის გამოყოფილი ადგილისთვის მეორე ტურში, რომელიც პარასკევს შედგება, 12 კანდიდატი განაგრძობს ბრძოლას.
2013-06-11
ბაჩანა ახალაიას პატიმრობაში ყოფნის ვადა ეწურება
ბრალდებულ ბაჩანა ახალაიას პატიმრობაში ყოფნის ცხრა თვიანი ვადა აგვისტოს დასაწყისში იწურება. საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით კი, თუ ამ ვადაში საქალაქო სასამართლომ განაჩენის გამოტანა ვერ მოასწრო, ბრალდებული პატიმრობიდან თავისუფლდება. ახალაიას პატიმრობის ამოწურვის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გაირკვა, რომ სასამართლო პროცესზე მხარეებს კიდევ ას ორმოცდაათამდე მოწმე ჰყავთ დასაკითხი. ამის პარალელურად, პროკურატურა დაცვის მხარის ადვოკატებს სასამართლო პროცესის განგებ გაჭიანურებაში ადანაშაულებს.
2013-06-11
წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების რეგულაციები შესაძლოა გამკაცრდეს
არასამთავრობო ორგანიზაციებმა მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავეს. საკანონმდებლო ორგანოს ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში ამ კანონპროექტის განხილვა 13 ივნისსაა დაგეგმილი.
2013-06-10
სააკაშვილი შსს-ს მუქარის შემცველი ვიდეოს ავტორების გამოვლენისკენ მოუწოდებს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი „მოთხოვნა“ და „დავალებაა“ შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, რომ დაუყოვნებლივ დაადგინოს თალიბანის სახელით გავრცელებული და „დიდი ალბათობით“ საქართველოში დამზადებული მუქარის შემცველი ვიდეო-რგოლების „შემქმნელები და მათი დამკვეთები“.
2013-06-07
ავღანეთში 7 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
ამერიკელი საზღვაო ქვეითი (მარცხნივ) და ქართველი სამხედრო 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონიდან პატრულირებას ახორციელებენ ჰელმანდის პროვინციაში მდებარე შირ გაზაის ბაზის წინ, ავღანეთი, 2013 წლის 10 მაისი. ამ ფოტოს გადაღებიდან სამ დღეში ბაზაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა და მეამბოხეთა ჯგუფმა იერიში განახორციელეს, რის შედეგადაც სამი ქართველი სამხედრო დაიღუპა; მსგავს თავდასხმას ჰელმანდში სხვა ბაზაზე 6 ივნისს შვიდი ქართველი სამხედრო ემსხვერპლა.
2013-06-07
ახალაიას მისივე ყოფილი მოადგილე სპეცრაზმელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში სდებს ბრალს
შსს ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე მინისტრის ყოფილი მოადგილე შალვა ჯანაშვილი დაიკითხა. ჯანაშვილის თქმით, ერთ-ერთი ინციდენტის დროს, ახალაიამ სპეცრაზმელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
2013-06-07
გაზეთი „ბათუმელები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოში უჩივის
გაზეთი „ბათუმელები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოში უჩივის- ამის შესახებ ინფორმაციას „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.
2013-06-06
სახალხო დამცველმა დევნილთა შესახებ ანგარიში წარმოადგინა
საქართველოს სახალხო დამცველმა საზოგადოებას იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. ადეკვატური საცხოვრებლის არარსებობა, უმუშევრობა, ჯანდაცვაზე არასათანადო ხელმისაწვდომობა - ესაა იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული ის ძირითადი პრობლემები, რაზეც უჩა ნანუაშვილი თავის ანგარიშში ამახვილებს ყურადღებას.
2013-06-06
"ადვოკატთა ასოციაცია" და ადვოკატი კახაბერ მუმლაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებას ყოფილი ხელისუფლების დროინდელ გამომძიებლებთან დანაშაულებრივ ალიანსში სდებენ ბრალს. როგორც "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა და ადვოკატმა, კახაბერ მუმლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების ადმინისტრაციასა და გამომძიებელ მერაბ ანჯაფარიძის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელს შეიტანენ, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მიზნით.
2013-06-05
ომბუდსმენი პროკურატურას უკრაინის მოქალაქისთვის საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმებისკენ მოუწოდებს
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, მიმართოს სასამართლოს მოქალაქე ანატოლი ჩ.-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმებისა და გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობით.
2013-06-04
ჯეიმს აპატურაიმ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებაზე ისაუბრა
ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში ყოფილი მაღალჩინოსნების გახშირებულმა დაკავებებმა პოლიტიკური ელფერი არ შეიძინოს.
2013-06-04
ტრავერტინებს ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭება
ამჟამად ყაზბეგში, მჟავე წყლების მთის - ტრავერტინების მიმდებარე ტერიტორიაზე გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია. გარემოს დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მშენებლობა, რომლის შედეგადაც ტრავერტინები დაზიანდა, უკანონო არ ყოფილა, რადგან ამ ადგილს ძეგლის სტატუსი არ ჰქონია.
2013-06-03
გვარამიას სასამართლოზე შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი დაიკითხა
ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესზე შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ჯამბულ ებანოიძე, 2012 წლის შემოდგომაზე „თელასში“ დაგეგმილი საგადასახადო შემოწმების შესახებ დაიკითხა. მისი თქმით, შემოწმების ბრძანება მოგვიანებით გაუქმდა და კომპანიასთან საგადასახადო შეთანხმების პროცესი დაიწყო.
2013-06-03
ახალაიას პროცესზე, მოწმეს ხელის გულზე დაზარალებულების გვარები ჰქონდა დაწერილი
შსს-ს განსაკუთრებულ საქმეთა განყოფილების შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა სიმონ ქარჩაიძემ ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩანა ახალაია სპეცრაზმელებისთვის მიყენებულ სიტყვიერ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. მისი დაკითხვის დროს, აღმოჩნდა რომ მოწმეს, ხელის გულზე დაზარალებულების გვარები ჰქონდა ჩამოწერილი. ამ ფაქტს დარბაზში ხმაური მოჰყვა.
სხვა სიახლეები
პროკურატურის ინფორმაციით, რობაქიძის შესახებ გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია
მარნეულის რაიონში მოსული ახალი გუნდი ხელფასის ოდენობის პრემიებს იღებს
შსს: ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა მომზადების სტადიაზე იქნა აღკვეთილი
ირაკლი ღარიბაშვილი - თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეო საქართველოდან არის ატვირთული
თბილისში დარღვევით განხორციელებული მშენებლობების მწარმოებელი პირები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?

