06:04, Friday, 31.07.2015
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2015-07-30
ვინ უნდა გამოიძიოს პოლიციელთა შესაძლო დანაშაული
პოლიციის განყოფილებებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების სათანადო გამოძიებისკენ მოუწოდებს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და ადვოკატთა ასოციაცია ხელისუფლებას. ერთობლივ პრესკონფერენციაზე მოქალაქე მაია კეკელიას მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის თაობაზე ისაუბრეს, რომლის თანახმადაც, მაია კეკელიას ბრალად ედება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მაშინ როცა ორგანიზაციათა წარმომადგენლების განცხადებით, პოლიციელები თავად იყვნენ ნასვამები და მაია კეკელიას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
2015-07-24
მრგვალი მაგიდა რეპატრირებული მესხების ბინადრობის პრობლემებზე
13 ივლისს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენლებმა რეპატრირებული მესხების ბინადრობის პრობლემებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გამართეს. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი სამართლებრივ დახმარებას უწევს იუნუს არიფოვსა და დილარა არიფოვას, რომელთა ბინადრობის შესახებ უფლებადამცველთა მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 
2015-07-24
მრგვალი მაგიდა - საქართველოში მცხოვრებ ბოშათა პრობლემები

20 ივლისს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში საქართველოში მცხოვრებ ბოშათა პრობლემებზე მრგვალი მაგიდა გაიმართა. უფლებადამცველებმა და ბოშათა თემის წარმომადგენლებმა არსებული პრობლემების შესახებ იმსჯელეს. 
2015-07-24
ადამიანის უფლებათა ცენტრი პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები ქალ პატიმართა მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობენ. უფლებადამცველთა თქმით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის ახლებური რედაქციის ჩამოყალიბება ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვისა და გადაზიდვის გამიჯვნას გასაღებისაგან, რაც მისასალმებელია, მაგრამ მსგავსი ცვლილებები არ შეეხო სსკ–ის 262–ე მუხლს, რამაც  ქალ მსჯავრდებულებში უსამართლობისა და პროტესტის განცდა გააჩინა.
2015-07-24
უბინაოდ დარჩენილი მოქალაქე
„1992 წელს სოხუმიდან თბილისში ჩამოვედით და დანაზოგით ავლაბარში, აბდუშელიშვილის ქუჩაზე 249 კვ.მ. ფართის ბინა 3 000 დოლარად ვიყიდეთ. 2004 წელს, საპრეზიდენტო რეზიდენციის მშენებლობის გამო, ბინა უკანონონ, კომპენსაციის გარეშე გაგვისხვისეს“,- აცხადებს humanrights.ge -სთან საუბარში იზა გვაჯაიამ.
2015-07-23
საკრებულოს გადაწყვეტილებას ,,თავისუფალი დემოკრატები“ სასამართლოში გაასაჩივრებენ
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20 ივლისის სხდომის დღის წესრგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გადაყენებაც იყო. თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან .,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, გიორგი ცხადიაშვილი 18 ხმით გადაირჩიეს. ცხადიაშვილის გადაყენებას საკრებულოს ცხრა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი. 
2015-07-20
არასრულწლოვან პატიმართა შეწყალება და რესოციალიზაციის პროგრამები
ადამიანის უფლებათა ცენტრმა საქართველოს პრეზიდენტს მსჯავრდებულების - რაფიკ არუთინიანისა და ლაშა შენგელიას შეწყალების თხოვნით მიმართა. არუთინიანიც და შენგელიაც მსჯავრის გამოცხადებისას არასრულწლოვნები იყვნენ. 
2015-07-17
ადამიანის უფლებათა საზაფხულო სკოლა დასრულდა
ადამიანის უფლებათა ცენტრის, საქართველოს სახალხო დამცველისა და უმცირესობათა საკითხებში ეუთოს  უმაღლესი კომისრის ოფისის ერთობლივი პროექტი - ადამიანის უფლებათა საზაფხულო სკოლა - 10 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა. 
2015-07-15
სასამართლომ სუროგატი დედების მიერ გაჩენილ ტყუპებთან დაკავშირებით პრეცენდენტული გადაწყვეტილება მიიღო
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, ბავშვთა საუკეთესო უფლებების დასაცავად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს. მათივე განმარტებით, სუროგატი დედების მიერ სხვადასხვა დღეს გაჩენილი ტყუპების დაბადების თარიღად, სააქტო ჩანაწერში ერთი კალენდარული დღე დაფიქსირდება.
2015-07-14
ჯილეხის გავრცელების გამო კარდენახში კარანტინი გამოცხადდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში  საქონლის ხორცში აღმოჩენილი ჯილეხის გამო სოფელში კარანტინი გამოცხადდება.
2015-07-14
ადამიანის უფლებათა ცენტრმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა
ადამიანის უფლებათა ცენტრმა საკანონმდებლო წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს, მიიღოს ამნისტიის კანონი 2006-2012 წლებში სისხლის სამართლის კოდექსის 262–ე მუხლით გასამართლებული მსჯავრდებულების გათავისუფლების მიზნით.  
2015-07-14
ქუჩაში მოწყალების მისაღებად გამოსული ბავშვები
„ხალხი ბავშვს რომ ხედავს უფრო ვებრალებით და გვეხმარება“, -ეს განცხადება მეტროს გადასასვლელში მოწყალების სათხოვნელად მდგარ ქალბატონს ეკუთვნის. მისი თქმით, საბურთალოზე საკუთარ ბინაში ცხოვრობდა, რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ბინა გაყიდა და ამჟამად ქირით ცხოვრობს. იგი მარტოხელა დედაა, სოციალური დახმარება მოუხნსეს და ბავშვთან ერთად ქუჩაში დახმარების სათხოვნელად გამოსვლა გადაწყვიტა. 
2015-07-14
საოკუპაციო ხაზის ახალი მდებარეობა
10 ივლისს,  რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. ,,საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერები საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე 300 მეტრით გადმოწიეს.
2015-07-09
„ლიტერატურა ნდობის აღდგენისათვის“
7 ივლისს, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამართა საჯარო დისკუსია - „ლიტერატურა ნდობის აღდგენისათვის“. დისკუსიამდე გაიმართა ქართველი, ოსი და აფხაზი მწერლების მოთხრობების ერთობლივი კრებულის პრეზენტაცია და სტამბოლის პენ მარათონის თაობაზე გადაღებული ფილმის ჩვენება. 
2015-07-08
საქართველოს სახალხო დამცველის შენიშვნები საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების ანგარიშზე
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, 2015 წლის ივნისში საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა.  დოკუმენტი ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის 12 ინსტიტუტის, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის შეფასებას მოიცავს და ამ სტრუქტურებში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ დადებით თუ უარყოფით ცვლილებებს ასახავს.
2015-07-08
მძიმედ დაავადებულ პატიმრებს კომისია არ ათავისუფლებს
მსჯავრდებული ინგა წულაძე მეხუთე წელია, სასჯელაღსრულების №5 დაწესებულებაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, ინგა წულაძის უფლებებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, თამარ ავალიანი იცავს. 
2015-07-07
პარლამენტში მარიხუანას დეკრიმინალიზაციის კანონ-პროექტის განხილვა დაიწყო
30 ივნისს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გოგა ხაჩიძემ  მარიხუანას დეკრიმინალიზაციის კანონ-პროექტი 
წარადგინა.
2015-07-07
„საქართველოს მოქალაქეები უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 12 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №547) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - უჩა ნანუაშვილმა და მიხეილ შარაშიძემ. სარჩელი მომზადდა ადამიანის უფლებათა ცენტრში. საკონსტიტუციო სასამართლომ პირველი კოლეგიის 2013 წლის 4 აპრილის №1/1/547 საოქმო ჩანაწერით, №547 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო.
2015-07-03
წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღე
26 ივნისს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დისკუსია გამართა. შეხვედრაზე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა სხვადასხვა კუთხით განიხილეს და იმ გამოწვევებსა და წინ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს, რომლებიც საპატიმროების პრობლემებსა და რეაბილიტაციის საკითხებს ასახავს.
2015-07-02
სირიაში 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი დაიღუპა – მე-12 მსხვერპლი პანკისიდან
სირიაში, ქალაქ კობანში საბრძოლო მოქმედებების დროს, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ ძიბახევში მცხოვრები, 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი დაიღუპა. თურფალ ბორჩაშვილი ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს იბრძოდა. საქართველოდან თურქეთში ის 6 თვის წინ წავიდა, საიდანაც სირიაში გადავიდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრს თურფალ ბორჩაშვილის გარდაცვალების ფაქტი მისი ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
რას ელით შსს-დან გამოყოფილი უსაფრთხოების სამსახურისაგან?
საფრთხეების დროულ აღმოჩენას და აღკვეთას შსს-ს დასუსტებას და საფრთხეების გაზრდას მოქალაქეთა თვალთვალის გაძლიერებას პოლიტიკური დევნის ზრდას მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2015 HRIDC