მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
„სოკარს“ მომხმარებელთა უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ
12 ივლისი, 2010
კახეთში მოსახლეობა გაზის ტარიფის გაზრდას აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, „სოკარ ჯორჯია გაზმა“ ბუნებრივი აირის ტარიფი 10 თეთრით მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის გაზარდა, რომლებიც აბონენტებად 2010 წლის 1 მაისის შემდეგ დარეგისტრირდნენ.
პარლამენტი „სახალხო დამცველის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს
12 ივლისი, 2010
პარლამენტი „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე კანონპროექტს განიხილავს. თუ აქამდე სახალხო დამცველი პარლამენტში ანგარიშს წელიწადში ორჯერ წარადგენდა, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მას მხოლოდ ერთხელ წარადგენს. ამასთან, შემოდის რწმუნებით აღჭურვილი პირის ცნება, რომელსაც სახალხო დამცველის მსგავსად შეეძლება მიიღოს საჭირო ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, საჯარო დაწესებულებებიდან და თანამდებობის პირებისგან.
ნიქოზის კაშხლის მუშები ტრეფიკინგის მსხვერპლად იქცნენ
9 ივლისი, 2010
სოფელ ნიქოზში მდებარე კაშხლის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები კონტრაქტორ ფირმას სახელფასო დავალიანებას დღემდე სთხოვენ. თბილისში, მიცკევიჩის #25-ში მდებარე შპს ,,გოლა XXI"-ს წარმომადგენლობასა და მუშებს შორის შეხვედრის დროს, ფირმის ხელმძღვანელობამ „ქართლის ხმის“ ჟურნალისტს გიორგი ედიშერაშვილს ციფრული აპარატი ჩამოართვა, ოთახში გამოკეტეს და გადაღებული მასალა თავადვე წაუშალეს.
მოსკოვში საინფორმაციო ომის ახალი ძალით გაჩაღებასა და ქართულენოვანი ფედერალური მედია-არხის შექმნის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ
9 ივლისი, 2010
„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მიერ 2008 წლის ომის ფაქტზე რუსეთის მისამართით ნათქვამმა სიტყვამ - „ოკუპაცია“ მოსკოვში დაუფარავ უკმაყოფილებასთან ერთად დაბნეულობაც გამოიწვია. რუსი ანალიტიკოსები ხმამაღლა საუბრობენ, რომ მსოფლიოს მხრიდან ასეთი დამოკიდებულება იმის შედეგია, რომ რუსეთმა საქართველოსთან საინფორმაციო ომი წააგო - პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის ანალიტიკოსის ანატოლი ჩიგანკოვის თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს რუსეთმა ოპერაცია საქართველოს მშვიდობისკენ იძულების გამო წამოიწყო, საინფორმაციო გამარჯვება მაინც თბილისს რჩება“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით „უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოსთან საინფორმაციო ომი წავაგეთ"“ - მოსკოვში „ქართული პროპაგანდის ჩახშობაზე“ და ქართულენოვანი ფედერალური მედია-არხის შექმნის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ.
„ექიმი და ექთანი სოფელში ურმით ან ცხენით გადმოგვყავს, მიცვალებულს ტრაქტორით მივასვენებთ“
8 ივლისი, 2010
სენაკის რაიონის სოფელ ხორშში მდინარე ზანაძგაზე ხიდის არარსებობის გამო ადგილობრივი მოსახლეობა იძულებულია, მიცვალებული სასაფლაომდე მდინარეზე ტრაქტორით გადაასვენოს. ბავშვები სკოლაში პირსახოცებით დადიან, ისიც იმ ბედნიერ შემთხვევაში, თუ მდინარე ადიდებული არაა და მასზე შიშველი ფეხებით შესაძლებელია გადასვლა. ხოლო თუ წყალი ადიდებულია, სკოლაში ვეღარ მიდიან.
განათლების სამინისტროს ჩინოვნიკები სკოლის დირექტორს თანამდებობის დატოვებას აიძულებენ
8 ივლისი, 2010
თბილისის მე-14 სკოლის დირექტორს ზვიად მიმინოშვილს დაკავებული თანამდებობის დატოვებას აიძულებენ, – ამის შესახებ „თავისუფლების ინსტიტურის“ წევრმა თეა თუთბერიძემ განაცხადა.
სახელგატეხილი საუნა რუსთავში - „ვისაც ხედავ, ეგაა, ამოირჩიე...“
8 ივლისი, 2010
ქალაქ რუსთავში, სასტუმრო „რუსთავის“ პირველ სართულზე, საეჭვო რეპუტაციის საუნა ჩვეულ რიტმში აგრძელებს მუშაობას. ეს სწორედ ის საუნაა, სადაც წლების წინ სპეცოპერაცია ვარდების ხელისუფლების მრისხანე მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ჩაატარა. მაშინ საუნაში პროსტიტუციის ფაქტი დადასტურდა. დაწესებულებაში მოულოდნელად შევარდნილ სამართალდამცავებს შიშველი ქალები და მათი კლიენტები დახვდათ. სპეცოპერაცია ვიდეოკამერით გადაიღეს და სკანდალური კადრებიც მთელმა ქვეყანამ ნახა საინფორმაციო საშუალებებით.
უფლებადამცველთა ღია წერილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს
7 ივლისი, 2010
უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის კოორდინატორმა სომხეთში, ცნობილმა უფლებადამცველმა მიკა დანელიანმა სომეხი უფლებადამცველების წერილთან ერთად აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს გადასცა ქართველი და აზერბაიჯანელი უფლებადამცველების ღია წერილი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონისადმი. სომხეთის ჰელსინკის ასოციაციის წარმომადგენელი მიკა დანელიანი უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის ორ სხვა წევრთან – არტურ საკუნცთან და ლევონ ბარსაგიანთან ერთად 5 ივლისს ერევანში მიწვეული იყო ჰილარი კლინტონთან შეხვედრაზე. გთავაზობთ ქართველი უფლებადამცველების ღია წერილის სრულ ტექსტს.
როგორ არ უნდა დავუშვათ ახალი ომი სამხრეთ კავკასიაში
7 ივლისი, 2010
რუსეთის პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის ბოლოდროინდელი ვიზიტის შემდეგ, ობამას ადმინისტრაციას სურს დაამტკიცოს, რომ რუსეთთან გადატვირთვის პარალელურად მას აქვს კავშირების გაღრმავების სტრატეგია ისეთ მოკავშირეებთან, როგორიც პოლონეთია. ამისთვის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ცენტრალურ, აღმოსავლეთ-ევროპასა და სამხრეთ-კავკასიაში გაემგზავრა. მოგზაურობის მიზანია, ასევე, კონსერვატორთა კრიტიკის გაქარწყლებაც, თითქოს ვაშინგტონი მოსკოვთან შეთანხმებას მოკავშირეების მიტოვების ფასად ცდილობს.
მაგისტრალურ გაზსადენს და ენგურჰესს ერთი პრინციპით გაასხვისებენ
7 ივლისი, 2010
მაგისტრალური გაზსადენი არ გაიყიდება, მაგრამ მისი რუსეთთან ერთობლივი მართვა შესაძლებელია, ისევე როგორც - ენგურჰესის. პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მკაცრი ტონით საზოგადეობის დარწმუნებას შეეცადა, რომ გაზსადენი არ გაიყიდებოდა. თუმცა მინისტრმა იქვე დაუმატა, რომ მისი ერთობლივი მართვა კერძო კომპანიასთან შესაძლებელი იყო. სწორედ ერთობლივ მართვაზე მიდიოდა მოლაპარაკებები წლების განმავლობაში რუსეთან ყოფილი მინისტრის კახა ბენდუქიძის ხელშეწყობით.
ვლადიმერ ვახანიას სასამართლო პროცესი განახლდა
6 ივლისი, 2010
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას სასამართლო პროცესი განახლდა. ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ადვოკატებმა პატიმრის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასა და ციხეში არსებულ პირობებზე ისაუბრეს. ადვოკატები აცხადებენ, რომ ვლადიმერ ვახანიას დაკავება ხელისუფლების დაკვეთაა, იგი პოლიტპატიმარია და მისი დაცვა უსამართლო სასამართლოს პირობებში ძალიან რთულია.
ლია რატიანი: „ის, რაც საქართველოში ხდება, მასწავლებელთა დისკრიმინაციაა“
6 ივლისი, 2010
საჯარო სკოლებში მასობრივი შემცირებები დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, მასწავლებელი, რომელსაც 18 სასწავლო საათზე ნაკლები ექნება, სამსახურიდან გათავისუფლდება. ფაქტს უარყოფენ განათლების სამინისტროში და აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებაში მასწავლებელთა თავისუფალ პროფკავშირს ადანაშაულებენ.
კახეთის გუბერნატორი საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, ჟურნალისტებთან ურთიერთობისას მეტი ტაქტი გამოიჩინონ
6 ივლისი, 2010
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილისთვის ვიდეოკამერის დაზიანების ფაქტზე კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა კომენტარი გააკეთა. გუბერნატორი საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, ჟურნალისტებთან ურთიერთობისას მეტი ტაქტი გამოიჩინონ.
დავით წიქარიშვილი: „გყავს პატრონი - დარჩები სკოლაში, არ გყავს პატრონი - წახვალ“
5 ივლისი, 2010
ბოლო კვირის განმავლობაში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრის საპირისპირო მტკიცების მიუხედავად, სკოლებში მასწავლებელთა მასობრივი შემცირება დაიწყო. მინისტრ დიმიტრი შაშკინის თქმით, პედაგოგთა შემცირება არ მოხდება, სამინისტრო სკოლებს მხოლოდ მასწავლებელთა სამართლიანი დატვირთვის რეკომენდაციას აძლევს. „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ სკოლებში მიმდინარე პროცესებზე განათლების მუშაკთა თავისუფალი პროფესიული კავშირის - „ერთობის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, დავით წიქარიშვილი ესაუბრება.
„თბილავიამშენი“ სახელმწიფომ უკან დაიბრუნა
5 ივლისი, 2010
სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენი“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობაში გადავიდა. ამის შესახებ საზოგადოებას თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა, რევაზ ჭარბაძემ აცნობა. მისი განმარტებით, „თბილავიამშენი“ სამინისტროს შემადგენლობაში თავად საწარმოს ხელმძღანელობის ინიციატივით გადავიდა. თავდაცვის სამინისტროსა და საწარმოს თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვთ.
დედოფლისწყაროს გამგებელმა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტს ვიდეოკამერა წაართვა და დაუზიანა
5 ივლისი, 2010
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელს, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ვიდეოკამერა წაართვა და დაუზიანა. ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა სოფელ ლენინოვკაში გზის ის მონაკვეთი გადაიღო, სადაც სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხებიდან მხოლოდ 3 ადგილზე დაყარეს ხრეში.
როგორ გადაარჩინა აფხაზმა ქალბატონმა ქართველები დახვრეტას
5 ივლისი, 2010
გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში აფხაზები უმცირესობაში არიან. თუმცა, მათ თუ ჰკითხავთ, ისინი აქ არ გრძნობენ არანაირ განსხვავებულ დამოკიდებულებას მათი ეთნიკური წარმომავლობის გამო. ისინი სხვა გლეხების მსგავსად ცხოვრობენ და საერთო გასაჭირს იზიარებენ. საჭიროების შემთხვევაში, თანასოფლელებს მხარშიც უდგანან.
სასამართლომ რეპრესირებულ მოქალაქეს პენსიის დანიშვნაზე უარი უთხრა
2 ივლისი, 2010
„ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მოქალაქე ლიდია ლომთათიძე დაუკავშირდა. მამამისი, დიმიტრი ლომთათიძე პოლიტიკურ მსხვერპლად არის აღიარებული. ლიდია და მისი ძმა, ანატოლიც მამამისის გადასხლებაში ყოფნის დროს დაიბადნენ. თუმცა, ძმისაგან განსხვავებით, ლიდია ლომთათიძე რეპრესირებულის პენსიას ვერ იღებს.
ინფორმაციის დამალვის სამინისტრო
2 ივლისი, 2010
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ელემენტია. სახელმწიფოს ხელისუფლება ვალდებულია, ამ მხრივ, აქტიური პოლიტიკა გაატაროს და ამაზე არც არავინ დავობს. თუმცა, ფაქტია, რომ პრაქტიკული თვალსაზრისით, ადმინისტრაციული ორგანოები ძალიან ხშირად ყოველგვარი რეაგირების გარეშე ტოვებენ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით მიღებულ განცხადებებს.
„დაწიოკება საქართველოს სახელით“ - „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ახალი დოკუმენტური ფილმი
1 ივლისი, 2010
30 ივნისს „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ კინოს სახლში აჩვენა ახალი დოკუმენტური ფილმი - „დაწიოკება საქართველოს სახელით“. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ სატელევიზიო სტუდიის ახალ ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეთნიკურად ოსი თანამოქალაქეების მიმართ განხორციელებულ დევნაზე.