16:19, Sunday, 20.04.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2006-08-10
უპატრონოდ დარჩენილი დევნილები
ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში პოლიტიკური ვითარების გართულების ფონზე მოსახლეობის უსაფრთხოება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მოსახლეობის გართულებულ სოციალური მდგომარეობას სროლები და თავდასხმები ერთვის თან. ქარელის რაიონის სოფელ ავლევში ორი დღის წინ მომხდარ სისხლიან შეტაკებას ამ ეტაპზე სამართალდამცავები ემსხვერპლნენ.
2006-08-10
ქუჩის ბავშვები - სახელმწიფოს საზრუნავი თუ ვალის მოხდა? (ნაწილი პირველი)
2005 წლის ივნისში თბილისში ბავშვთა სოციალური ადაპტაციის ცენტრი გაიხსნა. მართალია, ცენტრს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა საზოგადოებასა და ადაპტირებულ გარემოში დაბრუნებაზე უნდა ეზრუნა, თუმცა, ის სკანდალში გაეხვა. სულ რაღაც 3 თვეში ცენტრის დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს, კიდევ 3 თვის გასვლის შემდეგ კი მისი ბედი ლამის ახლმა დირექტორმაც გაიზიარა.
2006-08-08
წელიწადნახევარში გარდაცვლილია 80 პატიმარი
სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში პატიმართა გარდაცვალების შემთხვევები თითქმის ყოველ კვირა ხდება. წელიწადნახევარში 80 პატიმრის გარდაცვალება, არცთუ ისე სახარბიელო სტატისტიკაა. ამის გამო საერთაშორისო ორგანიზაციები იუსტიციის სამინისტროს ხშირად აკრიტიკებენ.
2006-08-08
თელავის რაიონის გამგებლის ვაჟი ჟურნალისტებს ქუჩაში აგინებს
თელავის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ვაჟს, ლაშა მამაცაშვილს ჟურნალისტების დანახვაც კი ისე აღიზიანებს, რომ თავს ქუჩაშიც ვერ იკავებს და მათ უწმაწურ სიტყვებს ეძახის. მისი აგრესია ძირითადად იმ ჟურნალისტებისკენაა მიმართული, რომლებიც მისი გამგებელი მამის, გოჩა მამაცაშვილის დირექტივებს არ ემორჩილებიან.
2006-08-07
მთიანი რეგიონები შეღავათების გარეშე დატოვეს
საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობა ხელისუფლებისგან უპატრონოდ მიტოვებას უჩივის და შველას ითხოვს. თუ მათი პრობლემები ახლო მომავალში არ გადაწყდა, ცენტრალური ხელისუფლების მმართველობის გაუქმებით, ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონისა“ და ცენტრალური გაზსადენის პარალიზებით იმუქრებიან.
2006-08-04
საკადრო ცვლილებები, დიქტატურა და დაჭერების სერია გურჯაანში
გურჯაანში აქტიურად მიმდინარეობს საკადრო ცვლილებები, რომელსაც თან საჯარო მოხელეების მასობრივი დაკავება დაპატიმრებაც ახლავს. რეგიონში მოქმედი უფლებადაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ადგილობრივ ხელისუფლებაში თანამშრომლებისადმი ხელმძღვანელების დიქტატორულ დამოკიდებულებას აპროტესტებენ.
2006-08-04
150 ოჯახი სასმელი წყლის და გზის გარეშე
ბათუმიდან 8 კმ-ით დაშორებულ სოფლებში - ფერიასა და ახალშენში მცხოვრებმა 150 ოჯახმა წყლისა და გზის პრობლემებთან დაკავშირებით რაიონის გამგეობასა და ლევან ვარშალომიძეს მიმართა. შედეგად მხოლოდ რაიონიდან შესამოწმებლად მისული სპეციალისტების დაპირებები მიიღეს.
2006-08-04
გორის დევნილთა სამმართველოს ფულად სახსრები არ გააჩნია...
სოციალურად დაუცველ ცხინვალიდან დევნილი მოსახლეობა ყოველგვარი დამხარების გარეშეა დარჩენილი. მათვის ადგილობრივ მთავრობას არც ერთი თეთრი არა აქვს გათვალისწინებული.
2006-08-03
ლაგოდეხის რაიონის გამგებელმა პროკურატურის შენობა გაყიდა
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის #1/552 ბრძანების საფუძველზე, ქალაქ ლაგოდეხის ცენტრში მდებარე რაიონის პროკურატურის შენობის დემონტაჟი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების უგულებლყოფით დაიწყო.
2006-08-03
გორელი ნაციონალები სტუდენტებს ვერ იყოფენ
სტუდენტური მოძრაობის ქვეშ გაერთიანებული შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია და ადგილობრივი ,,ნაციონალური მოძრაობა” ერთმანეთს კვლავ უპირისპირდება. დაპირისპირების მიზეზი ამჯერად სტუდენტთა დასაქმების სიებია.
2006-08-03
შემოდგომაზე პარლამენტი ექსტრემიზმის კანონპროექტის მიღებას გეგმავს
პარლამენტის იურიდიული კომიტეტი სექტემბრისთვის პოლიტიკურ ექსტრემიზმთან დაკავშირებით სს კოდექსში ცვლიებების შეტანას აპირებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ტელეფონზე თუ ღიად ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებს გააკეთებს, შესაძლოა, ციხეში აღმოჩნდეს.
2006-08-02
რატომ იქცა საქართველოში სიღარიბე პრივილეგიად და ვის დაეხმარება სახელმწიფო?
უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ხელისუფლება ქვეყანაში სიღარიბის დაძლევაზე ხმამაღლა საუბრობს. უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად სახელმწიფო პროგრამაც ამუშავდა. ბევრი გაჭირვებული კი უკვე დაუფარავად აცხადებს, რომ ეს ე.წ. “წარმატებული” პროგრამა “ღარიბებზე მეტად შეძლებულებს ეხმარება."
2006-08-01
გურულების სასწრაფო სამედიცინო დახმარების იმედი ხანგრძლივ ლოდინში ილევა
ბოლო დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიმართ საყვედურები ხშირად ისმის, განსაკუთრებით რეგიონებში. 19 ივლისს ლანჩხუთში მომხდარ ავარიის დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება 40 წუთის დაგვიანებით მოვიდა.
1 [2]
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები?
ირღვევა არ ირღვევა არა ვარ ინფორმირებული მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არჩვენებს 2003 წლიდან ვაკვირდები. არც ერთი არჩევნები არ გამომიტოვებია, რასაც ვერ ვიტყოდი ჩემი საარჩევნო ხმის უფლების გამოყენებაზე - ყველა არჩევნებზე, იმის გამო რომ
ვრცლად...
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
პირველად დამკვირვებლის სტატუსით
არქივი
    

რედაქტორის აზრი

პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
ბოლო ხანს მედიაში ერთ-ერთი აქტუალური თემაა პატიმართა პროტესტი გეგუთის კოლონიაში. ასობით პატიმარი პროტესტის სხვადასხვა ზომებს მიმართავს და კოლონიის დირექტორის გადაყენებას მოითხოვს. ისინი საპატიმროს
ვრცლად...
შემოდგომის ბუზი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC