სტატია
2011-08-02
თბილისის ანძა 110 000 ლარად გაიყიდა
ონლაინ აუქციონში, რომელსაც თბილისის ანძის ახალი მმართველი უნდა გამოევლინა, მხოლოდ ერთი მყიდველი მონაწილეობდა, რომლის ვინაობაც ჯერ ცნობილი არ არის და რომელმაც ჯერ კიდევ 22 ივლისს გადაიხადა მოთხოვნილი ბიჯი - 10 000 ლარი, ხოლო ქონების მართვის მოპოვების ღირებულებად 110 000 ლარი დააფიქსირა.
2011-08-01
ჯაშუშების საქმე და ეროვნული რორშაჰის ტესტი საქართველოში
გასულ კვირაში, რამდენიმე დღეში მას შემდეგ რაც ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურისთვის საიდუმლო დოკუმენტების მიყიდვა აღიარა, ის საპატიმრო ვადის დაკისრებისა და ფულადი ჯარიმის გარეშე გაათავისუფლეს.
2011-08-01
თბილისის სატელევიზიო ანძა იყიდება
ტენდენცია, რომ საქართველოში ყველაფერი რაც სახელმწიფო საკუთრებაშია იყიდება, გრძელდება. ხელისუფლებამ ამჯერად, თბილისის სატელევიზიო ანძის გასხვისება განიზრახა. გადაწყვეტილება, რომ ანძის მფლობელი კომპანია „ალფა-კომი“ ელექტრონულ აუქციონზე გაეტანათ, ა.წ 18 ივლისს მიიღეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პოტენციურ ინვესტორს რამდენიმე პირობას უყენებს.
2011-08-01
ფოტორეპორტიორთა საქმე
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ოთხი ფოტოკორესპონდენტი თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 ივლისს სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლა. აღიარებითი ჩვენების საფუძველზე, პროკურატურასა და ბრალდებულებს შორის საპროცესო შეთანხმება შედგა. სასამართლომ ისინი ჯაშუშებად სცნო და სასჯელის სახით ზურაბ ქურციკიძეს 3-წლიანი, ნათია გედენიძეს 1,6-წლიანი, გიორგი აბდალაძესა და ირაკლი გედენიძეს კი 4-წლიანი, პირობითი მსჯავრი შეუფარდა.
2011-08-01
სახალხო დამცველი 314-ე მუხლის შეცვლას ითხოვს
საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. ომბუდსმენი სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის იმგვარ ფორმულირებას ითხოვს, რომ გამოირიცხოს ნორმის კონსტიტუციის საწინააღმდეგო განმარტების შესაძლებლობა.
2011-08-01
დღევანდელი საქართველო გთავაზობთ
ადამიანის უფლებათა ცენტრის ვიდეოსტუდიამ HRIDC.TV-მ კიდევ ერთი ახალი დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით „დღევანდელი საქართველო გთავაზობთ“ წარუდგინა საზოგადოებას. ფილმის ავტორი გიორგი ჯანელიძეა. პრემიერა კინოს სახლში გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ.
1
[2]
სხვა სიახლეები
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
GNCC-ის წევრებმა გასულ წელს პრემიის სახით 331 ათასი ლარი მიიღეს
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

