სტატია
2010-09-07
კურორტი მენჯი სულს ღაფავს
ერთ დროს „ყავარჯნების სამარედ“
წოდებული ბალნეოლოგიური კურორტი მენჯი დღეს მთლიანად განადგურებულია. მისი
ნგრევა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. თავდაპირველად მენჯის სანატორიუმს იქ
ჩასახლებულმა „მხედრიონელებმა“ და გვარდიელებმა მიაყენეს ზიანი.
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ კი, ნახევრად გაპარტახებული
სანატორიუმის ცალკეულ შენობებში აფხაზეთიდან დევნილები ჩაასახლეს.
სამოქალაქო ომს გადარჩენილი ქონება კურორტის გულგრილი დირექტორების მადას
შეეწირა.
2010-09-07
პანიკა სვანეთში - მოსახლეობას ეშინია, რომ მიწებს წაართმევენ
ზემო სვანეთის განვითარების სახელმწიფო
პროგრამას მესტიის მუნიციპალიტეტში შიშით უყურებენ. ადგილობრივების თქმით,
პროგრამა ისე ხორციელდება, მათ არავინ არაფერს ეუბნება. მესტიაში ეშინიათ,
რომ პროგრამის ფარგლებში მათ იმ მიწებს ჩამოართმევენ, რომლებიც
წინაპრებისგან გადმოეცათ, მაგრამ დღემდე გაფორმებული არა აქვთ.
2010-09-07
„სიკვდილი რომ დავაპიროთ, სასაფლაოზე მისასვლელად რუსეთის ვიზა გვჭირდება“
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების
ფართობი კიდევ ორი კილომეტრით გაიზარდა. მართალია, ჩვენი ხელისუფლება ამას
არ ახმაურებს, მაგრამ თითქმის ორი თვეა, რუსული ჯარის ნაწილებმა კასპის
რაიონის სოფელ ლამისყანაში თვაურების დასახლების დიდი ნაწილი დაიკავეს და
მიწაყრილით გაყვეს, რის გამოც მოსახლეობა სახლში შესვლას ვეღარ ახერხებს.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა ლამისყანელების სავარგულების დიდი
ნაწილიც. გამოდის, რუსი ოკუპანტები თბილისთან ახლა კიდევ უფრო ახლოს,
ზუსტად 24 კილომეტრში არიან.
2010-09-06
ლერი ხაბელოვი – დევნილი პოლიტიკური ნიშნით
„საქართველოდან იმიტომ წამოვედი, რომ
ჩემი უსაფრთხოება კითხვის ქვეშ იდგა. თუმცა, დაბრუნება ძალიან მინდა“, –
აცხადებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი
ვიცე-პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ოსურ მედიასთან საუბრისას და დასძენს, რომ
საქართველოში დაბრუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, როცა ხელისუფლება
შეიცვლება.
2010-09-06
ავღანეთში ქართველი ოფიცერი დაიღუპა, კაპრალმა კი ორივე ფეხი დაკარგა
ავღანეთში მიმდინარე სამხედრო
ოპერაციის დროს თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქების შედეგად 28 წლის ქართველი
ოფიცერი, 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური, უფროსი ლეიტენანტი მუხრან
შუკვანი დაიღუპა.
2010-09-03
ქვემო ქართლში ოპოზიცია ოფისებს ხურავს
ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნების შემდეგ ქვემო ქართლში ოპოზიციურმა პარტიებმა აქტიურობა
შეწყვიტეს. რეგიონში თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ოფისი დაიხურა.
„მთავარი პრობლემა ფინანსებია. ცხადია ჩვენ ვხვდებით, რომ საჭიროა ოფისი,
მაგრამ მისი ხარჯების დაფარვა არ შეგვიძლია“, - ამბობს რეგიონში პარტია
„თავისუფლების“ წარმომადგენელი ირაკლი ქაჯაია.
2010-09-03
ახალგორის სკოლებში 700 ნაცვლად 70-მდე მოსწავლეღა დარჩა
1 სექტემბერს ოკუპირებული ახალგორის
სკოლებში ზარი მხოლოდ 70-მდე მოსწავლისთვის დაირეკა. უწინ კი აქ 700
მოსწავლე იყო. საპირველსექტემბრო ზეიმს სევდა იმიტომაც გამოერია, რომ
ახალგორელებს არცთუ უმნიშვნელო ახალი ამბავი აცნობეს – ცხინვალის დე-ფაქტო
რეჟიმი ახალგორის რუსული სკოლის სასწავლო პროგრამიდან ქართული ენის საგნის
ამოღებას გეგმავს.
2010-09-02
დევნილთა ნაწილი დამწვრობის ცენტრში შესახლებაზე უარს ამბობს
თბილისში, ოფთალმოლოგიისა და
ნევროლოგიის ეროვნულ ცენტრში უკვე წლებია, აფხაზეთიდან დევნილი 60-მდე
ოჯახი ცხოვრობს. 2007 წელს აღნიშნული შენობა „პსპ ჯგუფში“ შემავალმა
კომპანიამ „ნიუ ჰოსტიპალმა“ შეიძინა და ახალი მრავალპროფილიანი
სამედიცინო კლინიკის მშენებლობა დაიწყო. ამის გამო დღის წესრიგში შენობის
ერთ ნაწილში მცხოვრები 39 დევნილი ოჯახის გამოსახლების საკითხი დადგა.
2010-09-02
კახეთის საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს საცოლე მოსტაცეს
კახეთის საპატრულო პოლიციის ყოფილ
უფროსს დავით ტაბუცაძეს უკრაინაში, ბორისპოლის აეროპორტიდან საცოლე ნათია
ჩხარტიშვილი მოსტაცეს. ამ ინფორმაციას უკრაინული გაზეთი „უკრაინსკაია
პრავდა“ ავრცელებს. ნათია ჩხარტიშვილი ქართველი ბიზნესმენის ვანო
ჩხარტიშვილის შვილია. „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, ნათია ჩხარტიშვილი
აეროპორტიდან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და ტარიელ ვასაძის დაცვამ
გაიტაცა.
სხვა სიახლეები
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
GNCC-ის წევრებმა გასულ წელს პრემიის სახით 331 ათასი ლარი მიიღეს
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

