00:12, Wednesday, 23.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2013-09-30
გურიაში სტიქიის შედეგებს ითვლიან
სექტემბრის ბოლოს სტიქიამ გურიას ისევ შემოუტია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელის, კონსტანტინე შარაშენიძის თქმით,ოზურგეთში დაზიანებულია შრომა-ურეკის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, მდინარის ჯებირები, ხიდები. დატბორილია ქუჩები.
2013-09-30
დაკავებულები არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ
2013 წლის 13 სექტემბერს, მოქალაქე იუსუფ ლაკაევი და მისი თანმხლები 
პირები _ ფირუზ წულუკიძე და თემურ ბახუნტარაძე დააკავეს. ლაკაევს ბრალი საქართველოს სსკ-ის 3531 და მე-2 ნაწილებით ედება, რაც პოლიციაზე ან ხელისუფლებაზე თავდასხმასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. წულუკიძესა და ბახუნტარაძეს კი - საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვთ ბრალი წაყენებული, რაც პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. 
2013-09-27
NDI-ის კვლევა: მარგველაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ლიდერობს, შემდეგ მოდის ბაქრაძე
ყველაზე სასურველი პრეზიდენტობის კანდიდატების სამეულში 39%-ით ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს; 18%-ით მას მოყვება ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დავით ბაქრაძე და 7%-ით „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით არჩევნებამდე ორი თვით ადრე ჩატარებული კვლევის თანახმად.
2013-09-27
8 დღეა 6 ოჯახი ღამეს ღია ცის ქვეშ ათენებს
სექტემბრის დასაწყისიდან  რუსთავის სხვადასხვა შენობებში უნებართვოდ შესახლებული სოციალურად დაუცველი ოჯახების გამოსახლება ეტაპობრივად დაიწყო.  ფართი, რომელიც მათ ეკავათ ლტოლვილთა სამინისტრომ შეისყიდა და შენობების რემონტი დევნილებისთვის დაიწყო. 
2013-09-26
თომას ჰამერბერგის დასკვნა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ
ევროკავშირის  საგანგებო მრჩეველმა საკონსტიტუციო, სამართლებრივ და ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამერბერგმა 22  სექტემბერს არასამთავრობო სექტორთან შეხვედრისას საქართველოში ადამიანის უფლებების  შესახებ 40-გვერდიანი ანგარიში წარმოადგინა.
2013-09-26
პრესკონფერენცია უსახლკარო მოქალაქეების პრობლემებზე
27 სექტემბერს, 12:00 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პრესკონფერენცია უსახლკარო მოქალაქეების პრობლემებთან დაკავშირებით.
2013-09-26
საქველმოქმედო ორგანიზაცია ორი ათასი ლარით დაჯარიმდა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ცესკოს განცხადებით მიმართა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) მოთხოვნათა დარღვევის შესახებ. განცხადების ავტორის აზრით, 2013 წლის 4 აგვისტოს გურიის რეგიონში გამართულ საქველმოქმედო აქციაზე ადგილი ჰქონდა საქველმოქმედო ორგანიზაციის მხრიდან პოლიტიკური გაერთიანების სასარგებლოდ აგიტაციის გაწევას, რაც პარტიასთან ერთად საქველმოქმედო აქციის ორგანიზებაში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის მხრიდან პარტიის ოფისში მისი მხარდამჭერი განცხადებების გაკეთებაში გამოიხატა.
2013-09-26
ბერა ივანიშვილის კონცერტი და სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვა ქუთაისში
"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის მხარდასაჭერად 24 სექტემბერს ქუთაისის ერთ-ერთ ძველ, რეაბილიტირებულ უბანში ბერა ივანიშვილმა კონცერტი გამართა.
2013-09-26
წინასაარჩევნო მედიაგარემო შიდა ქართლში
შიდა ქართლის რეგიონში ორი ტელეკომპანია, ერთი რადიო, ორი გაზეთი და ერთი საინფორმაციო სააგენტოა, თუმცა ასევე ოთხივე მუნიციპალიტეტს აქვს ბიუჯეტიდან დაფინანსებული პერიოდული გამოცემები, სადაც ძირითადად ხელისუფლების მუშაობის შესახებ და ასევე, მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებულ ტენდერებზე ქვეყნდება ინფორმაცია.
2013-09-25
თბილისის საქალაქო სასამართლოში ადეიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
„ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის, მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის, ცეზარ ჩოჩელისა და ამავე საქმეში ბრალდებული კიდევ 12 პირის  სასამართლო პროცესის არსებითი განხილვა დაიწყო. 
2013-09-25
დიცის შემდეგ დვანი – ოკუპაცია მიცოცავს
შიდა ქარათლის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციულ საზღვართან დე–ფაქტო ხელისუფლება, ოკუპირებული ტეროტორიის საზღვრების დადგენის მიზნით, ბოლო თვეებია, რაც მავთულხლართების ავლებს.  
2013-09-24
ახალ სასწავლო წელს საბავშო ბაღები აღსაზრდელებით გადატვირთული შეხვდა
ნინო ტლაშაძე 158-ე საბავშო ბაღის  აღსაზრდელის  მშობელია. ახალ სასწავლო წელს ბაღში მისულს უამრავი ბავშვი, დაბნეული პედაგოგები და სრული ქაოსი  დახვდა. ჯგუფში 42 ბავშვის მეთვალყურეობა  ორ ადამიანს ევალება. ბავშვების მშობლების თქმით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში  ბავშვთა  რაოდენობის  ზრდა გადასახადის  აკრძალვამ და ასევე, ბოლო წლებში შობადობის ზრდამ გამოიწვია, რასაც ადეკვატური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არ მოჰყვა და პრობლემაც შეიქმნა.
2013-09-23
„ხალხის პარტიის“ ლიდერი გორელ ამომრჩეველს შეხვდა
12 სექტემბერს პრეზიდენტობის კანდიდატი კობა დავითაშვილი გორელ ამომრჩევლებს შეხვდა. შეხვედრა „ხალხის პარტიის“ ოფისის ეზოში გაიმართა. კობა დავითაშვილი შეკრებილ მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამის დეტალებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
2013-09-23
ოცამდე მოქალაქე კუთვნილი ხელფასის მოლოდინში
სამშენებლო კოპანია ,,ჯენაკოს“ ოცამდე თანამშრომელი კუთვნილი ხელფასიის ანაზღაურებას უკვე ოთხი  წელია რაც უშედეგოდ ელოდება, მათ აღნიშნული მოთხოვნით სასამართლოსაც მიმართეს. საქალაქო სასამართლომ თანამშრომლების კოლექტიური განცხადება სრულად დააკმაყოფილა და სამშენებლო კომპანიას სახელფასო დავალიანების გასტუმრება დააკისრა, თუმცა სასამართლო გადწყვეტილების შემდეგ კოპანიამ თანამშრომლები, მხოლოდ  ორას–ორასი ლარით დაკმაყოფილა, მაშინ როდესაც თითოეული თანამშრომლის  სახელფასო დავალინება 1200–დან 1500 ლარამდე მერყეობს.
2013-09-23
ბაჩო ახალაიას საქმეს ახალი პროკურორი განიხილავს
საქალაქო სასამართლოში  ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის მესამე  საქმის  განხილვა   გრძელდება. 19  სექტემბერს  გამართულ სასამართლო სხდომაზე პროკურორი რევაზ ნადოი კვლავ არ გამოცხადებულა, რის მიზეზადაც  მისი ავადმყოფობა დასახელდა.  რევაზ ნადოის ნაცვლად   საქმე პროკურორმა ია  დარჯანიამ გადაიბარა. 
2013-09-23
,,ეს არის დარღვევა“ - არასამთავრობოები გამგეობაში გამართულ პარტიულ თათბირს ეხმაურებიან
საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პარტია ,,ქართული ოცნების“ შტაბის უფროსის მისვლას და ოპოზიციურად განწყობილი თანამშრომლებისადმი მიმართვას, თანამდებობების დატოვების შესახებ, ზეწოლად აფასებენ. ამის შესახებ ,,სამართლიანი არჩევნების“, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ და ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლები საუბრობენ.
2013-09-20
IDFI საჯარო დაწესებულებებს ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) პარლამენტს, სასამართლოებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისათვის საჭირო ყველა პროცედურის დაცვისკენ მოუწოდებს.
2013-09-17
კოალიციის ლანჩხუთის შტაბში დაპირისპირება გრძელდება
ლანჩხუთში გიორგი მარგველაშვილის ვიზიტამდე 2 დღით ადრე, სოფელ აკეთის რწმუნებული, გულნარა ჩიჩუა თავის დაწვით იმუქრებოდა. ის „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფროსს გოგი ხელაძეს დაუპირისპირდა,რომლის წარდგენაც “ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ოფისში რამდენიმე დღის წინ გაიმართა. 
2013-09-17
ბათუმში სროლის ინციდენტის დროს დაკავებულ სამ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამ პირს ფირუზ წულუკიძეს, თემურ ბახუნტარაძეს და რუსეთის მოქალაქეს იუსუფ ლაკაევს, რომლებიც ბათუმში მომხდარი სროლის ინციდენტის შემდეგ დააკავეს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 
2013-09-17
ილია მეორე: ‘უმრავლესობა ხშირ შემთხვევაში უფრო დაჩაგრულია, ვიდრე უმცირესობა’
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა 15 სექტემბერს, რომ მაშინ როცა ბევრს საუბრობენ უმცირესობების უფლებების დაცვის საჭიროებაზე, საქართველოში „უმრავლესობა ხშირ შემთხვევაში უფრო დაჩაგრულია, ვიდრე უმცირესობა“.  
[1] 2 3
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC