სტატია
აირჩიეთ წელი:
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
2011-09-30
საქართველო ევროპის ფიქრებში
სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ორი წელი – რაც 2009 წელს ევროკავშირმა თავისი „აღმოსავლური პარტნიორობის“ პროგრამა (EaP) აამუშავა. EaP ომამდე დაიგეგმა, მაგრამ ომის შემდეგ ის დაჩქარდა საქართველოს და მისი აღელვებული მეზობლების დასარწმუნებლად იმაში, რომ ევროკავშირი ეწინააღმდეგება რუსეთის ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც ამ რეგიონის მოსკოვის „გავლენის სფეროდ“ გადაქცევისკენ არის მიმართული.
2011-09-30
კუდ-ის თანამშრომელი ამბობს, რომ მკვლელობის დროს აფექტურ მდგომარეობაში იყო
2 ახალგაზრდის განზრახ მკვლელობაში და ერთი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა კუდ-ის უფროსმა ოპერატიულმა თანამშრომელმა, 30 წლის დავით ჩოთალიშვილმა სასამართლოს ჩვენება მისცა. ჩოთალიშვილის თქმით, როცა გაისროლა, აფექტურ მდგომარეობაში იყო.
2011-09-29
რთველით უკმაყოფილო გლეხებს საპროტესტო აქციის შემდეგ პოლიცია დაემუქრა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა 3 სექტემბერს, სოფელ ველისციხეში გამართულ თათბირზე პრეზიდენტს უთხრა, რომ ყურძნის მოსავალი 110 000 კახელ გლეხს 60 მილიონ ლარს მოუტანდა და რთველის ძირითადი სამუშაოები 25 ოქტომბერს დასრულდებოდა. 28 სექტემბერს კი, რთველის მიმდინარეობით უკმაყოფილო გლეხებმა სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში საპროტესტო აქცია გამართეს.
2011-09-29
„პოლიტიკური ინფარქტი“ გეგუთის ციხეში
პატიმრობაში მყოფმა ებრაელმა ბიზნესმენმა ზეევ ფრენკელმა ინფარქტი მიიღო. მას ქუთაისის ერთ-ერთ ახალგახსნილ კლინიკაში შუნტირების ოპერაცია გაუკეთეს. როგორც მსჯავრდებულის ადვოკატი არჩილ კბილაშვილი აცხადებს, ინფარქტის მიზეზი მის მიერ ფრენკელისთვის მიწოდებული იმ მედიკამენტების არმიღება გახდა, რომელიც ადრესატამდე მისვლის ნაცვლად, ციხის ექიმის კაბინეტში დარჩა.
2011-09-28
დუშეთის საკრებულოს წევრი საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაემუქრა
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დუშეთის სერვის-ცენტრის ყოფილი თანამშრომლები, რომლებმაც 27 სექტემბერს დუშეთის გამგეობასთან საპროტესტო აქცია გამართეს, იმავე საღამოს გამგეობაში დაიბარეს. დუშეთის საკრებულოს წევრმა ზურაბ ოტიაშვილმა მათ უთხრა, რომ კანონის წინაშე ისინი დამნაშავეები არიან, რადგან აქცია გამართეს და ჟურნალისტებს გააგებინეს.
2011-09-28
18 მილიონი „პირველი კავკასიურისთვის“
საქართველოს მთვარობამ ახალი გადაწყვეტილებებით ბიუჯეტი შეუმცირა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხოლო რუსულენოვან „პირველ კავკასიურს“ (პიკ) მაუწყებლობისთვის დამატებითი თანხები გამოუყო.
2011-09-27
პროფკავშირების გაერთიანება მასშტაბურ აქციას ამზადებს
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება აგრძელებს 15 სექტემბერს, საპროტესტო აქციის დროს, დაპატიმრებული მეტალურგების მხარდამჭერ აქციებს. 26 სექტემბერს თბილისსა და ქუთაისში შეკრებილმა აქტივისტებმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა დასაქმებულთა უფლებების დაცვა და ნორმალური სამუშაო პირობების შექმნა მოითხოვეს.
2011-09-27
აზერბაიჯანში ქართულენოვანი სასკოლო წიგნების შეტანა აკრძალულია
26 სექტემბერს, დილით, ლაგოდეხთან, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ინციდენტი მოხდა. ზაქათალის რაიონის სოფელ ალიაბადის პირველი საშუალო სკოლის ქართული სექტორის დაწყებითი კლასების მასწავლებელს ელინათა საფაროვას, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქართული სახელმძღვანელოები ჩამოართვეს.
2011-09-27
პარლამენტში განსხვავებული აზრის გამოთქმა ჩაქოლვით, გაკიცხვით და დელეგაციებიდან გამოწვევით ისჯება
27 სექტემბერს პარლამენტის პლენალურ სხდომაზე დეპუტატები პეტრე მამრაძე და აკაკი ბობოხიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. აკაკი ბობოხიძე ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გამოთქმულმა განსხვავებულმა აზრმა გააბრაზა და ოპონენტს ფიზიკურად გაუსწორდა.
2011-09-26
ცვლილებები რელიგიური გაერთიანებების სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის 5 ივლისს დაჩქარებული წესით, ინიცირებიდან 5 სამუშაო დღეში, ცვლილებები შეიტანა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, რომლის მიხედვითაც, რელიგიურ გაერთიანებებს საშუალება ეძლევათ, დარეგისტრირდნენ, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირები. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, პარლამენტმა კანონი რეგლამენტის უხეში დარღვევით მიიღო.
2011-09-26
პრეზიდენტის ვენახში შალვა რამიშვილი და პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელი დააკავეს
25 სექტემბერს ყვარელში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვენახში ჟურნალისტი შალვა რამიშვილი დააკავეს. ჟურნალისტი სააკაშვილის ვენახში რეპორტაჟის მოსამზადებლად იყოს ჩასული.
2011-09-26
სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს პატიმართა არასათანადო მოპყრობის გამოძიების წინადადებით მიმართავს
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას, დაიწყოს წინასწარი გამოძიება ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.
2011-09-26
„დადუმებულები“ - დუმილით გადმოცემული ომის ტრაგედია
23 სექტემბერს, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ახალგაზრდული კლუბის ორგანიზებით, წიგნის მაღაზია „დიოგენეში“ გაიმართა სალომე ჯაშის ფილმის - „დადუმებულების“ ჩვენება. შემდეგ მოეწყო დისკუსია, რომელსაც ფსიქოლოგი, კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელი ნატა ზაზაშვილი უძღვებოდა.
2011-09-23
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ნომერი 2
22 სექტემბერს სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, გაიმართა ზეპირი მოსმენა საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სახელმწიფოთშორისი საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით.
2011-09-23
რუსეთ-საქართველოს ომის დამახინჯება
რუსეთ-საქართველოს ომი სამხრეთ ოსეთის ირგვლივ სულ რაღაც სამი წლის წინანდელი ამბავია, მაგრამ ის უკვე ისეთივე მითოლოგიზირებულია, როგორც ტროას ომი. მითოლოგიური თხრობა გაურკვეველს ხდის რეალურად მომხდარს. ეს კი ორივე მხარისთვის ცუდია, რადგან იმ დროისთვის, როცა ისტორიის ბორბალი კიდევ ერთხელ დატრიალდება და მათ დაახლოების შანსს მისცემს, ამ შესაძლებლობის გამოყენება ორივე მხარეს გაუჭირდება.
2011-09-23
საარჩევნო კოდექსის პროექტი
• ცესკო აღარ იქნება ვალდებული არჩევნებამდე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა განსაზღვროს და გამოაქვეყნოს;
• მარკირება აღარ განხორციელდება;
• საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალი აღარ განთავსდება;
• საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეთა უფლებამოსილებები იზრდება;
• მარკირება აღარ განხორციელდება;
• საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალი აღარ განთავსდება;
• საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეთა უფლებამოსილებები იზრდება;
2011-09-22
ადამიანის უფლებათა სახლმა სამშვიდობო კვირეული სტუდენტებთან შეხვედრით დაიწყო
20 სექტემბერს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა კლუბის მხარდაჭერით, გამართა დისკუსია თემაზე: „კონფლიქტების მოგვარების ალტერნატიული გზები“. ამ დისკუსიით სახლმა მშვიდობის კვირეული გახსნა.
2011-09-21
პოლიციელები თუ ბანდიტები?
„საქართველოში პოლიცია ქრთამს არ იღებს, მაგრამ ქართველი პოლიციელი ითვისებს სხვის ქონებას. ფაქტით კი შესაბამისი სტრუქტურები არ ინტერესდებიან“, _ ამბობს ვაჟა მჟავანაძე, რომელმაც დახმარებისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართა.
2011-09-21
გაფიცვის გადასაღებად მისულ ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
გურჯაანში სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის“ დაკვეთით მშენებარე საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს ობიექტის გადაღების უფლება არ მისცეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტის, ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის კოორდინატორის, გელა მთივლიშვილის განცხადებით, გადასაღებად მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ვიდეოკამერაც დაუმტვრიეს.
2011-09-21
ადამიანის უფლებათა სახლმა მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღეა. „მშვიდობის დღე უნდა ეძღვნებოდეს მშვიდობის იდეალის გაძლიერებასა და უკვდავყოფას როგორც ერებს, ასევე ხალხებს შორის... ეს დღე იქნება შეხსენება ყველა ხალხისთვის, რომ გაერო არის ცოცხალი ინსტრუმენტი მშვიდობის სამსახურად და ის უნდა ემსახურებოდეს თითოეულ ჩვენთაგანს და გვახსენებდეს ჩვენს ვალდებულებას, რომ ყველა ინტერესსა და განსხვავებულობის მაღლა დგას მშვიდობა“, - ნათქვამია გაეროს რეზოლუციაში, რომელიც 1981წელს მიიღეს.
[1] 2
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას