16:42, Saturday, 20.12.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2012-03-15
ასმათ ათუაშვილი: „შენი შვილი უდედოდ დარჩება თუ ამ საქმიანობას არ შეეშვებიო“
„ეროვნული ფორუმის“ წევრი ასმათ ათუაშვილი კონტროლის პალატის თანამშრომლებმა, საგარეჯოს გამგეობის შენობაში 12 მარტს დაკითხეს. დაკითხვა 45 წუთს გაგრძელდა.

2012-03-15
კონტროლის პალატა, პოლიტიკური პოლიცია თუ?..
კონტროლის პალატის ცნობით, ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია რეგიონული ოფისების ფართებს პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევით ქირაობს და აღნიშნა, რომ ამ პროცესში კოალიცია იურიდიული პირების დაფინანსებას იყენებს, რაც კანონით აკრძალულია.

2012-03-15
სტუდენტები „სტუდენტურ ბლოგზე“ წერის გამო სცემეს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტისა და ბლოგერის, თორნიკე უსტარაშვილის მეგობრები აცხადებენ, რომ ისინი „სტუდენტურ ბლოგზე“ გამოქვეყნებული თვითმმართველობის მამხილებელი ინფორმაციის გამო სცემეს.

2012-03-15
რელიგიური, ეთნიკური, რასობრივი, სექსუალური ნიშნით ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელი გამკაცრდება
სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, დანაშაულის ჩადენა რელიგიური, ეთნიკური, რასობრივი,  სექსუალური ორიენტაციისა და სხვა დისკრიმინაციული მოტივით, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება. პარლამენტს კოდექსში შესატანი ცვლილებები უკვე წარედგინა.

2012-03-14
კონტროლის პალატა მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ გაზეთების დარიგებისათვის დევნის
კონტროლის პალატის უწყება ფოთში 20-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მათ შორის, არიან რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები და „ქართული ოცნების“ გაზეთების დარიგებაში მონაწილე აქტივისტები. ამ ფაქტთან დაკავშირებით 13 მარტს ფოთელმა „რესპუბლიკელებმა“  ბრიფინგი გამართეს.

2012-03-14
გურჯაანში მასობრივი დაკითხვა გადაიდო
კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები გურჯაანში 13 მარტს უნდა დაეკითხა, მაგრამ დაკითხვა ჯერ არ შედგა. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა კონტროლის პალატისგან დაკითხვამდე საქმის მასალების გაცნობა მოითხოვეს.

2012-03-14
ვნებები ჯვრის მონასტრის გარშემო
საქართველოს ხელისუფლება ცდილობს დაიბრუნოს იერუსალიმში მდებარე ჯვრის მონასტერი, რომელიც ამჟამად იერუსალიმის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გარდა იმისა, რომ მონასტრის დაბრუნებაზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს, საკითხის ისრაელელ კოლეგასთან დაყენებას აპირებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც.

2012-03-14
„ყინწვისის საქმე“ - მსგავსი რეპრესიები შესაძლოა, ნებისმიერ უდანაშაულო მოქალაქეს შეეხოს
14 მარტს ადამიანის უფლებათა ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2011 წლის 26 მაისს ე. წ. ყინწვისის სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული 24 მსჯავრდებულის გათავისუფლება მოითხოვეს. პრესკონფერენციას მსჯავრდებულთა ადვოკატები და ნათესავებიც დაესწრნენ.

2012-03-13
2012 წლის 12 მარტი კონტროლის პალატამ ტოტალური დაჯარიმების დღედ გამოაცხადა!
„ნათია მოგელაძის სამსახურს არ სცალია!“ „დახურული თათბირები ტარდება!“ „თანამშრომლების ნახვას ვერც კი ვახერხებ!“ - ეს ის პასუხებია, რასაც დაახლოებით ერთი თვის მანძილზე იღებს „გურია ნიუსი“ კონტროლის პალატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ფატი მამიაშვილისგან.

2012-03-13
კონტროლის პალატამ „ქართუ ბანკი“ 822 040 ლარით დააჯარიმა
კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 12 მარტს განაცხადა, რომ ოპოზიციონერი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი „ქართულ ბანკი“ 822 040 ლარით დააჯარიმა პარტიების შესახებ „კანონისთვის გვერდის ავლის მიზნით განხორციელებული ფინანსური ტრანზაქციის ფაქტზე“.

2012-03-13
კონტროლის პალატის სახელით მოწყობილი მასობრივი დაკითხვა
დადასტურებული ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, 13 მარტს რამდენიმე საათის განმავლობაში, 6 პიროვნებას კონტროლის პალატის სახელით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელი ვინმე კახა საჯაია კითხავდა.

2012-03-12
კონტროლი ქუთაისელ მეტალურგებზე
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანა „ჰერკულესში“, რომლის მუშებიც გასული წლის სექტემბერში შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცნენ, პროკურატურის თანამშრომლები პერიოდულად შედიან და მუშების დაკითხვას აწარმოებენ. ეს ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ საქართველოს მეტალურგთა პროფკავშირის თავმჯდომარემ, თამაზ დოლაბერიძემ მიაწოდა.

2012-03-12
„იდენტობა“ ტელეკომპანიებს „რუსთავი 2“- სა და „იმედს“ უჩივის
სექსუალური უმცირესობების უფლებების დამცველი ორგანიზაცია „იდენტობა“ ტელეკომპანია „იმედსა“  და „რუსთავი 2“-ს ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი) ჯგუფის წევრების სიტყვიერი  შეურაცხყოფისთვის მაუწყებელში არსებულ თვითრეგულირების ორგანოში უჩივის. ორგანიზაციამ საჩივარი 9 მარტს გაგზავნა.

2012-03-12
დააპატიმრებენ თუ არა საჩხერის მოსახლეობას?
ემუქრება თუ არა საჩხერის მუნიციპალიტეტის 50 ათასამდე მაცხოვრებელს სამი წლამდე თავისუფლების აღკვეთა? - კანონმდებლობა, რომელიც გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა პარლამენტმა, ამის შესაძლებლობას იძლევა.

2012-03-09
ცენზურა ტელევიზიებში - არსად არ ახსენეს, რომ უბედური შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე მოხდა
6 მარტს თელავის რაიონის სოფელ რუისპირის საჯარო სკოლის ეზოში, სკოლის ყოფილი საქვაბის შენობის ჩამონგრევის შედეგად, მე-8 კლასის მოსწავლე, 14 წლის ბადრი ყველაიძე დაიღუპა, მე-10 კლასელი 15 წლის გიორგი თანდილაშვილი კი მძიმედ დაშავდა. ტელეკომპანიებმა „რუსთავი 2“-მა, „იმედმა“ და „პირველმა არხმა“ მომხდარის გაშუქების დროს არსად არ ახსენეს, რომ უბედური შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე მოხდა.

2012-03-07
დიმიტრი გაბუნია: „მაკა ასათიანის ქონება „მაესტროს“ გამო დააყადაღეს“
ადვოკატი დიმიტრი გაბუნია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაკა ასათიანის ოჯახისთვის, საქართველოში „მერსედესის“ წარმომადგენლობის 20 პროცენტიანი წილის ჩამორთმევის შესახებ, ტელეკომპანია „მაესტროზე“ ზეწოლად აფასებს. ამ საკითხზე გაბუნიამ, რომელიც მაკა ასათიანისა და ტელეკომპანია „მაესტროს“ ინტერესებს იცავს, 6 მარტს პრესკონფერენცია გამართა.

2012-03-07
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - „მთავრობა გაზეთებს არახელსაყრელ პირობებში აყენებს“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის სააგენტომ მედიაორგანიზაციებს არახელსაყრელი გარემო შეუქმნა. საუბარია რეესტრის სააგენტოს პროექტზე, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეების მიერ გაგზავნილი სარეკლამო განცხადებები, უფასოდ ქვეყნედება გაზეთ „24 საათში“ და საჯარო რეესტრის კუთვნილ ვებ-გვერდებზე http://www.eproperty.ge/http://www.elisting.ge/ თავსდება.

2012-03-06
პროკურატურამ სოლომან ქიმერიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სოლომან ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურამ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

2012-03-06
შს მინისტრი აღშფოთებასა და მოკვლევას შორის
ხაშურის პოლიციის რაიონულ სამმართველოში გარდაცვლილი სოლომონ ქიმერიძის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრმა პირველი კომენტარი გააკეთა. ვანო მერაბიშვილი მომხდარ ფაქტს აღმაშფოთებელს უწოდებს, თუმცა წინასწარი მოკვლევის საფუძველზე ასკვნის, რომ ბრალდებული ქიმერიძე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

2012-03-06
ადამიანის უფლებათა ცენტრი აპროტესტებს სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი კომისიის გულგრილობას და უმოქმედობას
6 მარტს ადამიანის უფლებათა ცენტრში გამართული საგანგებო პრესკონფერენცია მძიმედ და უკურნებლად დაავადებულ პატიმართა უფლებებს მიეძღვნა. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტებმა ნინო ანდრიაშვილმა და ეკა ქობესაშვილმა მათ წარმოებაში არსებული საქმეების შესახებ ისაუბრეს.

1 [2] 3
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება არის:
კორუფციასთან და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა ბრძოლა ევროატლანტიკური კურსის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC