მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
სამოქალაქო სექტორი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ
29 მარტი, 2013
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არასამთავრობო სექტორის აქტიური წევრების სახელმწიფო სამსახურში გადასვლა საქართველოში ტენდენციად იქცა. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდის მსგავსად, სამოქალაქო სექტორის აქტიური წევრები ახალი ხელისუფლების მაღალ თანამდებობეზე აღმოჩნდნენ. ექსპერტთა და თავად არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ნაწილი ამ ტენდენციას დადებითად აფასებს. თუმცა, იმ საფრთხეზეც საუბრობენ, რომ საჯარო სამსახურში გადასვლით, სამოქალაო სექტორს, ადამიანური რესურსის მხრივ, შესაძლოა, პრობლემები შეექმნას.
შიმშილით გარდაცვლილი მცირეწლოვანი
27 მარტი, 2013
ერთი წლის გოგიტა აბაშიძე შიმშილობის გამო გარდაიცვალა. მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ხუთსულიანი ოჯახი, სოციალური შემწეობით ვერ სარგებლობდა. აბაშიძეების ოჯახში კიდევ ორი მცირეწლოვანია _ 2 და 5 წლის და-ძმა.
გუნავას საქმეზე მოწმეები დაიკითხნენ
27 მარტი, 2013
სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნატორის თენგიზ გუნავას სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაკითხეს. ეპიზოდი, რომელზეც მოწმეები დაიკითხნენ, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას ეხება. საგამოძიებო ორგანოების ინფორმაციით, თენგიზ გუნავასა და მის მძღოლს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც გუნავამ თავისი მაკაროვის ტიპის სამსახურებრივი იარაღით, მძღოლს, საქმეში დაზარალებულად ცნობილ იზორიას, ესროლა და ფეხში დაჭრა.
გუბერნატორის ყოფილი მოადგილის საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს
26 მარტი, 2013
22 მარტს თელავის რაიონულ სასამართლოში კახეთის გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის საქმის განხილვა დაიწყო. სიბაშვილს ბრალი ხუთი მუხლით აქვს წაყენებული. საგამოძიებო სამსახური მას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და გაფლანგვაში ადანაშაულებს, რაც 11 წლით თავისუფლების აღკვეთავს ითვალისწინებს.
პროკურორის მოადგილე ელიზბარაშვილს 2010 წელს აღძრულ საქმესთან დაკავშირებით 6 მლნ ლარის გადახდას სთხოვს
25 მარტი, 2013
ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის განცხადებით, თბილისის პროკურორის მოადგილე ბესიკ თხელიძე მას 2010 წელს აღძრულ საქმესთან დაკავშირებით 6 მილიონი ლარის გადახდას სთხოვს.
უჩა ნანუაშვილი: „ქართველი და ოსი პატიმრების გაცვლის არაოფიციალური პროცესი დაწყებულია“
25 მარტი, 2013
უკვე დაწყებულია არაოფიციალური პროცესი, რომლის ფარგლებში საქართველოს ციხეებში მყოფ ეთნიკურად ოს პატიმრებს ცხინვალში დაკავებულ ქართველებზე გაცვლიან. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ეთნიკურად ოსი მოქალაქეები საქართველოში პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლნი ხდებოდნენ, რისი ათეულობით შემთხვევა არსებობს.
საპროცესო შეთანხმებების შედეგად ბიუჯეტში 140 მილიონი ლარი გადაირიცხა
25 მარტი, 2013
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დახმარებით, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა დღემდე უცნობი ინფორმაცია საპროცესო შეთანხმებების შედეგად ბიუჯეტში გადარიცხული თანხების ოდენობის შესახებ.
www.humanrights.ge -ს სტატია პირველი პრემიით დაჯილდოვდა
25 მარტი, 2013
24 მარტს, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციამ (GMHC) კონკურსში „როგორ გავაუმჯობესოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახური - ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და მობილური სერვისის განვითარება“ გამარჯვებული ჟურნალისტები დააჯილდოვა.
ხუთი წლის ბავშვის ქონებაზე გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების ისტორია
22 მარტი, 2013
მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სესხის ასაღებად კახურაშვილების ოჯახმა 5 წლის შვილის კუთვნილი ქონება იპოთეკით დატვირთა. მოგვიანებით კი, სახლის გაყიდვა და სესხის დარჩენილი ნაწილის დაფარვა ამ გზით გადაწყვიტა. ოჯახმა მხოლოდ ამის შემდეგ შეიტყო, რომ სახლის არც გაყიდვის და არც იპოთეკით დატვირთვის უფლება არ ჰქონდა. კახურაშვილები მიიჩნევენ, რომ იპოთეკის ხელშეკრულება კანონდარღვევით არის გაფორმებული და სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ.
სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს გაუჩინარების ფაქტების გამოძიების რეკომენდაციით მიმართავს
21 მარტი, 2013
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, აწარმოოს ეფექტიანი და ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გაუჩინარებულ პირთა სისხლის სამართლის საქმეებზე.
გვარამიას საქმეზე მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოადგინეს
20 მარტი, 2013
19 მარტის სასამართლო პროცესზე ბრალდებულებმა და პროკურატურამ თავიანთი შესავალი სიტყვა წარმოადგინეს. ბრალდების მხარემ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე ისაუბრა, დაცვის მხარემ კი ბრალდებებს აბსურდული უწოდა. საქმეში თავს დამნაშავედ არც ერთი ბრალდებული არ ცნობს.
სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ბაჩანა ახალაია მოინახულეს
20 მარტი, 2013
2013 წლის 18 მარტს, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულეს ბრალდებულები ვიქტორ ყაჭეიშვილი, ოლეგ ფაცაცია, ლევან ფურცხვანიძე, გურამ ცომაია, გაგა მკურნალიძე, დავით ხუჭუა და ბაჩანა ახალაია. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულმა ბაჩანა ახალაიამ წერილობით რაიმე სახის ინფრომაციის მიწოდებაზე უარი განაცხადა.
ბიზნესმენი იხსენებს, როგორ სძალავდნენ თანხებს კუდის მაღალჩინოსნები
19 მარტი, 2013
ბიზნესმენმა სანდრო მეგუთნიშვილმა, რომელსაც თელავის რაიონში ღვინის ქარხანა და ხორცის საწარმო აქვს, ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას გაიხსენა, რა სახის ზეწოლა ხორციელდებოდა მასზე 2010 წელს კუდ–ის კახეთის სამმართველოს ყოფილი უფროსის ზურაბ ლალიაშვილისა და მისი მოადგილის, დავით ლორთქიფანიძის მხრიდან.
საქართველოს შრომის კოდექსში არსებითი ცვლილებები შედის
19 მარტი, 2013
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ შრომის კოდექსის პროექტში ფუნდამენტური ცვლილებები შედის. ახალი ცვლილებები უკეთესად უზრუნველყოფს დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვას და სამსახურებიდან უკანონო გათავისუფლებების პრევენციას ახდენს. თუმცა, არსებობს ზოგი ფუნდამენტური საკითხი, რაზეც იუსტიციის სამინისტრომ კანონპროექტზე მუშაობისას არასამთავრობოთა და პროფკავშირების რეკომენდაციები არ გაითვალისწინა. კერძოდ, ახალი კანონპროექტით სათანადოდ არაა რეგლამენტირებული ქალთა შრომითი უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დასაქმებისა და შრომითი უფლებები.
წულუკიანმა მოსამართლეებთან მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის ინიციატივა განიხილა
18 მარტი, 2013
მართლმსაჯულებაში წარსულში არსებული შეცდომები და ხარვეზები უფრო პროკურატურის ბრალი იყო, ვიდრე სასამართლო სისტემის, რადგანაც პროკურატურა გავლენას ახდენდა სასამართლოზე, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 16 მარტს მოსამართლეებთან შეხვედრაზე.
ყოფილი მაღალჩინოსნების წინასასამართლო სხდომებზე მოსამართლეები საქმის არსებითი განხილვის წესებით მოქმედებენ
15 მარტი, 2013
ყოფილმა იუსტიციისა და შემდგომში განათლების მინისტრმა, ნიკა გვარამიამ და მასთან ერთად ბრალდებულმა კიდევ ექვსმა პიროვნებამ მათი საქმეების ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვაზე უარი განაცხადა. საქმის ნაფიცი მსაჯულებისთვის გადაცემის შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. თუმცა, ბრალდებულების უარის გათვალისწინებით, მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ადამიანის უფლებათა ცენტრი პატრული-ინსპექტორების უსაფუძვლოდ გათავისუფლებას აპროტესტებს
14 მარტი, 2013
სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო სამმართველოდან პატრულ-ინსპექტორების გათავისუფლების თაობაზე ადამიანის უფლებათა ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა. როგორც ცენტრის წარმომადგენლები, ისე საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლები, მიიჩნევენ, რომ პატრულების გათავისუფლება უკანონოდ მოხდა და შინაგან საქმეთა მინისტრს ამ ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
რა პრობლემებს ქმნის სასამართლო სხდომების ვიდეოჩაწერა და პირდაპირ ეთერში ტრანსლირება
13 მარტი, 2013
სასამართლო სხდომების გაშუქებასთან დაკავშირებით „ნეტგაზეთი“ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს აქვეყნებს.მასალაში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიხედვით, სისხლის სამართლის კანონში შესატან ცვლილებებში პუნქტი, რომელიც სასამართლო პროცესების აუდიო და ვიდეო ჩანაწერის გაკეთებას და ტრანსლაციას ეხება, ბუნდოვანია და დახვეწას საჭიროებს.
შშმ პირთა დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის 2012 წლის ანგარიშის პრეზენტაცია
13 მარტი, 2013
2013 წლის 28 თებერვალს, საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის 2012 წლის ანგარიში წარმოადგინა.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იუსტიციის საბჭოს რეფორმაზე
12 მარტი, 2013
ცვლილებები, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას ითვალისწინებს, საერთო სასამართლოების შესახებ კანონს „ევროპულ სტანდარტებს უახლოვებს“ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „დამოუკიდებლოებისთვის პროგრესს წარმოადგენს“, განაცხადა ვენეციის კომისიამ.