05:36, Wednesday, 05.08.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2020 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2010-06-21
ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების უფლებათა დარღვევები საქართველოში
ქვემოთ მოყვანილი ფაქტები გამოვლენილია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ პროექტზე - „იურიდიული დახმარება ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებისათვის“ მუშაობისას. პროექტი, რომელსაც აფინანსებდა ფონდი ABILIS-ი (ფინეთი),  გრძელდებოდა 8 თვე და ამ დროისთვის დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ უფასო იურიდიულ დახმარებას უწევდა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს და მათ ნათესავებს. გაწეულია 90–ზე მეტი კონსულტაცია. რიგი საქმეები გადაეცა  სასამართლოს. ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობდა ფსიქიატრიული სერვისების მომხმარებლებთან და იმ ორგანიზაციებთან, სადაც ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები არიან ჩართულნი. პროექტის ფარგლებში ჩატარდა დახურული ფსიქიატრიული საავადმყოფოების მონიტორინგი, დავათვალიერეთ რეაბილიტაციის ცენტრები.
2010-06-18
ადვოკატი ვახტანგ მაისაიას იზოლირებულ საკანში გადაყვანას მოითხოვს
ჯაშუშობისთვის ბრალდებული სამხედრო ექსპერტის, ვახტანგ მაისაიას ადვოკატმა, ნათია კორკოტაძემ 18 ივნისს მოწვეულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს აცნობა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პატიმარზე კვლავ გრძელდება ფიზიკური და მორალური ზეწოლა. 6 ივნისს ვახტანგ მაისაია მის საკანში მყოფმა პალადი ბირკაიამ სცემა, რის შემდეგაც პასუხისმგებლობა სამხედრო ექსპერტსაც დაეკისრა და იგი ათი დღით კარცერში გადაიყვანეს. პალადი ბირკაიას კი საპყრობილის ადმინისტრაციამ კარცერში პატიმრობა მხოლოდ სამი დღე შეუფარდა.
2010-06-18
პოლიციელებისთვის სავარჯიშო მოედნის მოსაწყობად ანდრონიკაშვილების საგვარეულო სახლი დაანგრიეს
გურჯაანში ანდრონიკაშვილების საგვარეულო სახლი დაანგრიეს, რომელიც მე-19 საუკუნეში იყო აშენებული. მუნიციპალიტეტის გამგეობამ შენობა აუქციონზე 13 700 ლარად გაყიდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა, შენობის ადგილზე პოლიციის თანამშრომლებისთვის სავარჯიშო მოედნის მოწყობაა დაგეგმილი.
2010-06-18
ქუთაისის საკრებულო კვლავ „ნაციონალური“ უმრავლესობით დაკომპლექტდა
„უხმაურო, თუმცა ხარვეზებით ჩატარებული არჩევნები, რომელიც დარღვევებით და გაყალბებებით წინამორბედებს არაფრით ჩამორჩებოდა“, - ასე აფასებს ოპოზიცია 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომელსაც შედეგად ადგილობრივ ხელისუფლებაში კვლავ მმართველი პარტიის მოსვლა მოჰყვა.
2010-06-18
„პარიზის რეისი გადაიდო, ახლა ლენინგორში წადით!“ - რუსი სამხედროების მოდელირებული გეზი ქართველი მგზავრებისათვის
ახალგორის ადმინისტრაციულ საზღვართან რუსი სამხედროები, ყავისფერლაქებიან-ხაკისფერ ვაგონთან ერთად, აკურატულად გამოიყურებიან. თუკი თვალწინ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დღეები გაგირბენს და გაგახსენდება, როგორი დაფეთებით ელოდა თბილისი რუსული ტანკების ქალაქში შემოჭრას, ავტომატურად იგულისხმებ, რომ აქაც, ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნთან, სასტიკი სახის რუსები უნდა იდგნენ... მაგრამ საქმე მთლად ასე არაა. 18-20 წლის ცხვირპაჭუა რუსი წვევამდელები ისეთი სახით დგანან, თითქოს ავტომატის ნაცვლად, ხელში სათამაშო ეჭიროთ. ისინი ახალგორსა და მიმდებარე სოფლებში მიმავალ მგზავრებს თავაზიანი ღიმილით არეგისტრირებენ. ეტყობათ, ბრძანება აქვთ ასეთი.
2010-06-16
ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) საქართველოს შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა
ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა საქართველოში რასიზმის, რასობრივი დისკრიმინაციის და შეუწყნარებლობის შესახებ. კომისია აღნიშნავს მის მიერ საქართველოზე გამოქვეყნებული ბოლო ანგარიშიდან დღემდე მიღწეულ პროგრესს, მაგრამ ამავდროულად აღწერს იმ საკითხებსაც, რომლებიც გამოსწორებას საჭიროებს. გთავაზობთ კომისიის ანგარიშის შემაჯამებელ დასკვნას.

2010-06-16
საკუთრების მორიგი ხელყოფის ფაქტს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სტრასბურგში გაასაჩივრებს
15 ივნისს კერძო საკუთრების ხელყოფის მორიგ ფაქტთან დაკავშირებით „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ პრესკონფერენცია გაიმართა. საქმე ეხება „ფარმაკონ 11“-ის მესაკუთრეს, ნოდარ ბეგიაშვილს, რომელსაც საგადასახო სამსახურმა დავალიანების სახით 301472,95 ლარი დაარიცხა.

2010-06-15
ზემო ლამბალო - განმეორებითი კენჭისყრა ზონდერების გარემოცვაში
12 ივნისს საგარეჯოს რაიონის სოფელ ზემო ლამბალოში, 47-ე საარჩევნო უბანზე, მაჟორიტარული სისტემით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდა. ამ საარჩევნო უბნის შედეგები საგარეჯოს საოლქო - საარჩევნო კომისიამ, ცესკოს მითითებით, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ვიდეომასალის საფუძველზე გააუქმა. 30 მაისს ცენტრის დამკვირვებლებმა საარჩევნო უბანში გადაიღეს პირი, რომელიც საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრას ცდილობდა, რის შემდეგაც საუბნო - საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნული ბიულეტენები გაანადგურა.
2010-06-15
სოფლის მხარდამჭერი საპრეზიდენტო პროგრამა ხელისუფლებამ საარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა
ბაღდათის, ვანისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში სოფლის მხარდამჭერი საპრეზიდენტო პროგრამა თებერვლში დაიწყო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე თითქმის ყველა პროექტი დასრულებული იყო. გასულ წელთან შედარებით ამ პროექტით გათვალისწინებული თანხები გაორმაგდა. ასევე დაჩქარდა სამუშაოების რიტმი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროექტების აბსოლუტური უმრავლესობის დაწყებას და დამთავრებას სამი თვე მოანდომეს. გასულ წელს კი პროექტების რაოდენობაც ნაკლები იყო და თანხაც, სამუშაოები კი წლის ბოლომდე გაგრძელდა.
2010-06-14
საქართველოდან სტრასბურგში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა იზრდება
სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში საქართველოდან  გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. განსაკუთრებით ბევრი სარჩელი 2008-09 წლებში გაიგზავნა. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოქალაქეებს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ეხმარება, დაიცვან საკუთარი უფლებები ევროპის სასამართლოში.
2010-06-14
„არავის აქვს უფლება, როგორც მონებს, ისე მოგვექცეს“, - აცხადებენ მუშები, რომლებიც გაფიცვის გამო დააპატიმრეს
საპროტესტო აქცია, რომელიც ქუთაისის მეტალურგიული საწარმოს მუშებმა გასულ კვირას გამართეს, 7 ადამიანის დაკავებით დასრულდა. გაფიცულებმა საწარმოში შექმნილი არასაყოფაცხოვრებო პირობები და სახელფასო დავალიანებები გააპროტესტეს და საამქროებში შესვლაზე უარი თქვეს. 
2010-06-14
ახალგახსნილ საპატიმროში ადვოკატები პატიმრებთან შეხვედრას ვერ ახერხებენ
რუსთავში ახალი #1 სასჯელაღსრულების დაწესებულების გახსნაზე რამდენიმე დღის წინ ვწერდით. გეგმის მიხედვით, საპატიმრო 7 თვის შემდეგ უნდა გაეხსნათ. თუმცა გახსნის ცერემონიალი 1 ივნისს ჩატარდა „ნაციონალური“ პიარ-ცერემონიითა და რაღა თქმა უნდა, პრეზიდენტ სააკაშვილის თანხლებით.
2010-06-11
ქუთაისელ „ხმების ქურდებს“ „ალიანსი“ პროკურატურაში უჩივის
„ალიანსი საქართველოსთვის“ ყოფილი მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისის პროკურატურას მიმართავს და სისხლის სამართლის საქმის აღძრას ითხოვს. ნატო ქათამაძე 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში განხორციელებული დარღვევების ფაქტების გამოძიებას და დამნაშავე პირების, კერძოდ, ე. წ. ხმების ქურდების დასჯას ითხოვს. 
2010-06-11
საქართველოს უხეირო არჩევნები
ნამდვილად იმსახურებს თუ არა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო ოვაციებს მისი პარტიის მიერ 2010 წლის 30 მაისის არჩევნებში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების გამო? რაც თავად ვნახე და მოვისმინე  სხვა დამკვირვებლებისგან, ცხადს ხდის, რომ 30 მაისს საქართველოში არჩევნებზე პროცედურული დარღვევები და მიზანმიმართული გაყალბების ფაქტები იმაზე უფრო ფართომასშტაბიანი და ორგანიზებული აღმოჩნდა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.
2010-06-11
სამეგრელო-ზემო სვანეთში არჩევნები მშვიდად, მაგრამ დარღვევით ჩატარდა
რადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემის მცდელობები, არასამარისი ფარული კენჭისყრის კაბინები, მარკირების აპარატების გაუმართავობა - ეს მცირე ჩამონათვალია იმ დარღვევებისა, რაც სამგრელო-ზემო სვანეთში „ადამიანის უფლებათა“ ცენტრის დამკვირვებლებმა 30 მაისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს მრავლად დააფიქსირეს. 
2010-06-11
არჩევნები ქობულეთის გარეუბანში - მმართველი პარტიის აგიტაციით
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამკვირველად ქობულეთის #81 საარჩევნო ოლქის #29 საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდი. ეს უბანი რამდენიმე მიზეზის გამო შევარჩიე - იგი სოფლის გამგეობის შენობაში იყო მოთავსებული, უბნის აწ უკვე ყოფილი კომისიის თავმჯდომარის, დავით ინაიშვილის სახლში კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შტაბი იყო გახსნილი. გარდა ამისა, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ტაკიძე აღნიშნული უბნის ამომრჩეველია. უბანი საარჩევნო ოლქის გარეუბანში იყო და სადამკვირვებლო ორგანიზაციები ნაკლებად მიაქცევდნენ ყურადღებას.
2010-06-11
აშშ საქართველოში არსებულ ვითარებასა და რუსეთში დემოკრატიის მდგომარეობას საკუთარი საგარეო პოლიტიკის წარუმატებლობად მიიჩნევს
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში არსებულ ვითარებასა და რუსეთში დემოკრატიის მდგომარეობას საკუთარი საგარეო პოლიტიკის წარუმატებლობად მიიჩნევს.
2010-06-10
გაყალბების დამცველი „ნაციონალური“ მოსამართლეები
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სოფელ ვარიანის საარჩევნო უბნის შედეგებთან დაკავშირებული დავა საარჩევნო ადმინისტრაციის ინტერესების სასარგებლოდ გადაწყვიტა. უფრო კონკრეტულად, ძალაში დატოვა გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის, ყოფილი პროკურორის ნიკოლოზ მარსაგიშვილის გადაწყვეტილება. სასამართლო „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლის სარჩელს იხილავდა. ფაქტობრივად შემჭიდროებულ 4 დღის ვადაში სასამართლომ დამკვირვებელს ყველა იმ პროცედურის დაცვა მოსთხოვა, რომელიც კი წლობით გაწელილ საქმეებს სჭირდება. სამაგიეროდ, არ გაითვალისწინა ის დარღვევები, რაც კი ამ უბანზე ხმის დათვლის დროს დაფიქსირდა.
2010-06-10
გაფიცული მუშები სამუშაოს პოლიციის მუქარით დაუბრუნდნენ
რუსთავში შპს „ჯეოსთილის“ მუშების გაფიცვაზე humanrights.ge ორი კვირის წინ წერდა. მაშინ საწარმოს თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ გაფიცვას არ შეწყვეტდნენ, ვიდრე ქარხნის ადმინისტრაცია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებდა. „ჯეოსთილის“ ერთ-ერთმა მუშამ გაფიცვის გვითხრა: „ჩვენი მთავარი პრობლემაა დაბალი ანაზღაურება, საპირფარეშოებისა და სასმელი წყლის არქონა. კვირაში ორი დღე-ღამე გვიწევს მუშაობა და გვიხდიან 300 ლარს თვეში. ეს მონობაა. იციან გაჭირვებული ქვეყანაა, ხალხიც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს და ამიტომ ხდება ასე“.
2010-06-09
სააკაშვილი სარკოზის შეხვედრას ექვსი თვე ეხვეწებოდა
უკვე ექვსი თვეა, რაც ის ნიკოლა სარკოზისთან შეხვედრას ითხოვს. ელისეს სასახლე, როგორც იქნა, დასთანხმდა საქართველოს პრეზიდენტის თხოვნის დაკმაყოფილებას. საქართველოს ლიდერი პარიზში ოთხშაბათამდე დარჩება და მას რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი შეცვლის.
1 [2] 3
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაკარგეთ თუ არა სამსახური?
დიახ არა

ბლოგი

მორიგების მორიგი შეთავაზება
საზოგადოება ინფორმირებულია, რომ 2017 წლის დეკემბრიდან ქალაქ თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელი კომპანიის - GWP-ს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი მაქვს სარჩელი, რომლითაც მოვითხოვ თბილისის
ვრცლად...
ძალადობის მსხვერპლი ქალები
ცხოვრება ეჭვისა და უნდობლობის სამყაროში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC