05:00, Wednesday, 16.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2004-09-13
პატიმრობა -
ჩრდილოეთ ოსეთში პროფესიული ვალის მოსახდელად გამგზავრებული "რუსთავი 2"-ის კორესპონდენტები ნანა ლეჟავა და ლევან თეთვაძე ალბათ ვერასოდეს იფიქრებდნენ, რომ ოსი ბავშვების მსგავსად თვითონაც დატყვევებულნი აღმოჩნდებოდნენ. თავისუფალ მედიაზე ზეწოლა გრძელდება - ტელეკომანია „მზის“ კორესპონდენტი ზურაბ დვალი ბესლანიდან გააძევეს.
2004-08-27
ადამიანთა გატაცება - ძველი ტრადიცია, ახალი მიზნები
ევროკავშირის ექსპერტთა მონაცემების თანახმად, ადამიანთა გატაცების ფაქტებმა ყველაზე დიდი გავცელება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ჰპოვა, რომელთა შორის ლიდერის პოზიცია ჩრდილოეთ კავკასიას, კერძოდ კი ჩეჩნეთს უკავია,რომელსაც პანკისის ხეობა ესაზღვრება.
2004-08-12
მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებს
ბოლო პერიოდში ჩემი და ჩემი ორგანიზაციის მიმართ ხელისუფლების მხრიდან დაწყებული შეტევების გამო იძულებული ვარ განვაცხადო შემდეგი:
2004-08-11
საერთაშორისო ამნისტიის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ
საერთაშორისო ამნისტიამ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოში 2004 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ და შეშფოთება გამოთქვა ადამიანის უფლებათა ხშირი დარღვევების გამო. ანგარიშში განხილულია თავისუფლების აღმკვეთ დაწესებულებებში პატიმართა წამებისა და ცემის ფაქტები.
2004-08-09
იცვლება ხელისუფლება – უცვლელია ხელ–კეტები
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების თანახმად, ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლება; მსგავსი თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლითაც ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეებს, მაგრამ ეზღუდებათ ხავერდოვანი რევოლუციის მიერ შობილი ხელისუფლების მიერ და მასზე დაქვემდებარებული სპეცრაზმელების ხელ-კეტებით.
2004-08-04
სიტყვის თავისუფლება სულს ღაფავს: მას-მედიის პუტინიზაცია საქართველოში
დახურულ ჟურნალ-გაზეთებს, შეწყვეტილ პოპულარულ გადაცემებსა და დაყადაღებულ ტელევიზიებს შესაძლოა მალე კიდევ ერთი დამოუკიდებელი ტელეკომპანია შეემატოს. „ვარდების მიერ მოტანილი“ ხელისუფლება „ეკალს“ მორიგ მსხვერპლს - დამოუკიდებელ ტელეკომპანია „კავკასიას“ ასობს. 12 ათასი ლარის გადაუხდელობის შემთხვევაში ორგანიზაციას ხუთი დღის შემდეგ ყადაღა დაედება. ტელეკომპანიის დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი აცხადებს, რომ ეს ხელისუფლების დაკვეთაა.
2004-07-29
ახალი ხელისუფლების ახალი მსხვერპლი: „ჯორჯიან თაიმსს“ დახურვა ემუქრება
საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ პერმანენტულ ხასიათს იძენს დაუსაბუთებელი მიზეზების გამო ტელევიზიების, გაზეთების და პოპულარული თოქ–შოუების დახურვა. ბოლო თვეების განმავლობაში მთელი რესპუბლიკის მასშტაბით დაიხურა 7 ეროვნული გაზეთი. ამჟამად კი, ჯერი მიდგა და დახურვის საფრთხე ემუქრება ქართულენოვან გაზეთ „ჯორჯიან თაიმსს.“
2004-07-21
საქართველოში პოლიტიკური პატიმრები გამოჩნდნენ. ვინ იქნება შემდეგი?
ადამიანთა წამება საქართველოში “დემოკრატიის“ დამკვიდრების გარანტიაა. სულხან მოლაშვილი - პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი პატიმარი? წამება და არაადამიანური მოპყრობა დაკავებულების, განსაკუთრებით კი პოლიტპატიმრების მიმართ დღეს უკვე ექსპერტიზით დადასტურებულ ფაქტს წარმოადგენს. რეპრესიები გრძელდება - კონტროლის პალატის ყოფილი შეფი აწამეს.
2004-07-10
ღია წერილი ევროკავშირის საბჭოს გენერალურ მდივანს ხავიერ სოლანას
"ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH) და ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი (HRIDC) შეშფოთებას გამოთქვამს უკანასკნელ პერიოდში საქართველოში, განსაკუთრებით აჭარაში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში განვითარებული მოვლენების გამო. აღნიშნული განცხადების სრული ტექსტი მოცემულია ევროკავშირის საბჭოს გენერალური მდივნის ხავიერ სოლანასადმი მიმართულ წერილში.
2004-07-04
ერთად წამების წინააღმდეგ: 26 ივნისი წამების მსხვერპლთა მხარდასაჭერი საერთაშორისო დღეა
26 ივნისი წამების საწინააღმდეგო საერთაშორისო დღეა. ამ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა – ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა და წამების მსხვერპლთა ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის ცენტრმა წამების მსხვერპლთა მხარდასაჭერი აქცია გამართეს და საქართველოს პარლამენტს ღია წერილით მიმართეს, რომელშიც ჩამოყალიბებულია მოთხოვნა, რომ მოხდეს წამების საწინააღმდეგო კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირება.
2004-07-04
მითი საზოგადოებრივ ტელევიზიაზე
სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივ ტელევიზიად გარდაქმნის პროცესს 700–მდე თანამშრომელის სამსახურიდან დათხოვა მოჰყვა, მათ რიცხვში აღმოჩნდა მოამბის მთავარი რედაქტორი ზვიად ქორიძეც. ზვიად ქორიძის თანამდებობიდან გათავისუფლება მოულოდნელი იყო როგორც თავად მისთვის, ისე მოამბის თანამშრომელთათვის. კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზებს ხელმძღვანელობა არ ასახელებს. ზვიად ქორიძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და აპირებს სასამართლო გზით აღადგინოს სამართლიანობა.
2004-06-30
საქართველოს „წარმატებები“ ტრეფიკინგის სფეროში
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველომ ტრეფიკინგთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებების გამო მეორე რიგში გადაინაცვლა. არის თუ არა ეს ანგარიში რეალური სიტუაციის ანარეკლი თუ ამერიკის ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული „კეთილშობილური“ ჟესტი საქართველოს მთავრობის მიმართ; რა ხერხებს მიმართა მთავრობამ, რათა მიეღწია ამ მნიშვნელოვანი ნახტომისათვის და რა ხდება რეალურად საქართველოში?
2004-06-09
წამება - მთავრობის კარტ-ბლანში
ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან კარტ-ბლანში პოლიციის აღვირახსნილობისა და შედეგად წამების მსხვერპლთა რაოდენობის ზრდის მიზეზი ხდება. ახალი ხელისუფლების მიერ წესრიგის ძალისმიერი მეთოდებით დანერგვას სავალალო შედეგებამდე მივყავართ მართლმსაჯულების სისტემაში, სადაც უშუალო შეხება ხდება ადამიანის ღირსებასთან, თავისუფლებასა და სიცოცხლესთან. პოსტრევოლუციურ საქართველოს გაცილებით მეტი წამების მსხვერპლი და აღნიშნული მიზეზით უკვე ორი გარდაცვლილი ჰყავს.
2004-06-06
წამება გრძელდება - ახალი მთავრობა, ძველი მეთოდები
საქართველოში დღემდე არ არსებობს შესაბამისი გარემო მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების დასაცავად. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბოლო პერიოდში მოქალაქეთა წამების ფაქტების გახშირებული ოდენობა. გ. ლ-სა და ვ. კ_ს პოლიციელები აკავებენ  და მოითხოვენ ბინის ქურდობის აღიარებას; აღიარების მიღების მიზნით კი, მათ საშინლად აწამებენ.
2004-06-02
საქართველოში ადამიანის უფლებათა დამცველების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფენ
ტრეფიკინგთან ბრძოლა უფრო და უფრო სარისკო ხდება. 2004 წლის 26 მაისს დაუდგენელმა პირებმა სცადეს გიმნაზიიდან გაეტაცათ “მიგრანტთა და უცხოელ მოქალაქეთა უფლებების და უსაფრთხოების დაცვის ცენტრის“ თავმჯდომარის ნუგზარ სულაშვილის ქალიშვილი, 11 წლის სალომე.

2004-05-28
იყიდება „იბერია“: ყიდის მთებს და ყიდის ველებს!
ჯერ გადაცემა „დიალოგი“, შემდეგ „ახალი ამბები“ და ბოლოს მთლიანად ტელევიზია. ამა წლის 19 მაისს ტელეკომპანია „იბერიას“ დიდუბე-ჩუღურეთის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად ყადაღა დაედო. ეს უკვე მეორე ტელეკომპანიაა, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ „ხავერდოვან“ განვითარებას ეწირება.
2004-05-22
რა იცვლება დევნილების მდგომარეობაში?
დევნილები განიცდიან ინფორმაციულ ვაკუუმს და არავინ ზრუნავს იმაზე, რომ მოახდინოს მათი ინფორმირება იმის თაოbაზე, თუ ვის უნდა მიმართონ კონკრეტული პრობლემის არსებობის შემთხვევაში. გაიფლანგა მათთვის განკუთვნილი ელექტროენერგიის თანხა, რაიონში მცხოვრებ დევნილებს არა აქვთ შუქი და ვერც მინისტრამდე აღწევენ იოლად თავიანთი პრობლემების მის ყურამდე მისატანად.
2004-05-20
თქვენ დაგავიწყდათ რას ნიშნავს ზეწოლა მედიაზე?
ჩვენს გაზეთში გაშუქებულმა „თავისუფალი გაზეთის“ წინააღმდეგ ზურაბ ჟვანიას საქმემ მძაფრი რეაქცია გამოიწვია ხელისუფლების წარმომადგენლებში. ჩვენ გთავაზობთ ინტერვიუს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან გიგა ბოკერიასთან, რომელიც აცხადებს, რომ სიტყვის თავისუფლება მოიცავს, შეინარჩუნოს მეპატრონემ უფლება თვითონ გადაწყვიტოს ვინ გავიდეს ეთერში და ვინ არა.
2004-05-12
მაწანწალა ბავშვები-ყველა ჩვენთაგანის საფიქრალი
საქართველოში ქუჩის ბავშვების პრობლემა მოუგვარებელია, არავინ ფიქრობს და ზრუნავს მათზე, უფრო მეტიც, მათი რაოდენობაც კი არავინ იცის. უმრავლესობა ტოქსიკომანია და ზოგს მეტყველებაც უჭირს. ჩვენ მათ ვერაფრით ვეხმარებით გარდა ,,ხურდებისა’’. პოლიცია კი მხოლოდ “ტარიფს“ ურეგულირებს ქუჩის ბავშვებს. რატომ არ ცდილობს სახელმწიფო რაიმე გზის გამონახვას მათ დასახმარებლად? ისინიც ხომ ჩვენნაირი ადამიანები და ჩვენი საზოგადოების ნაწილნი არიან?
2004-05-05
ღია წერილი საქართველოს ხელისუფლებას
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH) შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ადამიანის უფლებების ბოლოდროინდელი დარღვევების გამო.
1 [2] 3
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC