10:46, Saturday, 25.10.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2006-10-10
განცხადება, ბოლო დროს, კახეთის რეგიონში ჟურნალისტების შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით
„ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი“ შეშფოთებას გამოთქვამს, ბოლო დროს, კახეთის რეგიონში დამოუკიდებელი ჟურნალისტების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფების გამო. მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტთა უფლებების უხეშად დარღვევის ფაქტების გახშირება გამოწვეულია, ამ ფაქტების მიმართ ხელისუფლების ცინიკური დამოკიდებულებით, სამართალდამცავების უყურადღებობითა და კანონის დამრღვევთა დაუსჯელობით.
2006-10-10
გალის მოსახლეობა არჩევნებზე არ გაუშვეს და საზღვარზე სცემეს
აფხაზურმა ადმინისტრაციამ 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გალში მკაცრი სანქციები შემოიღო. ქართული მოსახლეობა წინასწარ გააფრთხილა, რომ თუ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ზუგდიდში გადავიდოდნენ, მკაცრად დაისჯებოდნენ და ეს პირობა შეასრულა კიდეც.
2006-10-10
ფინანსური პოლიციის აგენტი შესაძლოა ლიკვიდაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს
კახეთის ფინანსური პოლიციის მიერ ყალბი ფულის რეალიზაციის ფაქტზე დაკავებულ ლეილა კუსრაშვილს 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდes. კუსრაშვილმა ყალბი ფულის მიცემაში „სახალხო ბანკის“ ლაგოდეხის ფილიალის მმართველი და მისი მეუღლე დაადანაშაულა. პატიმარი დაიმუქრა, რომ ყველაფერს იტყვის საბაჟოზე არსებული განუკითხაობისა და კორუფციის შესახებ, თუმცა მანამდე, შიშობს, არ „გაასაღონ“.
2006-10-10
კახეთში, საპატრულო პოლიცია ხალხს ეთავხედება და ატერორებს
კახეთში სოციოლოგიურმა ჯგუფებმა ზედიზედ გამოაქვეყნეს გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმადაც, კახეთის საპატრულო პოლიცია მაღალი რეიტინგით სარგებლობს. გამოკითხულთა დიდი ნაწილის შეფასებით, პატრული ზრდილობიანი და სამართლიანია ყველასთან, არადა ეს ასე სულაც არ გახლავთ. ამაში თავად დავრწმუნდით, როცა, ახალგაზრდა პოლიციელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფის მოყენების შემდეგ ხელბორკილის დადებაც დაგვიპირეს.
2006-10-10
„პატიმრობის შესახებ“ კანონი იცვლება
2006 წლის დეკემბერში საქართველოს კანონში „პატიმრობის შესახებ“ ცვლილებები შედის. საკანონმდებლო ინიციატივა მხოლოდ იმ პატიმრებს შეეხებათ, რომლებიც ჯერ კიდევ წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან და მათი ბრალეულობა დამტკიცებული არ არის. ერთ-ერთი ცვლილება პაემნებს ეხება. ბოლო ცვლილების მიხედვით, პატიმრებს პაემნები ეზღუდებათ და ამანათების მიღება ეკრძალებათ.
2006-10-10
პაციენტის შვილი ექიმს უჩივის
ზუგდიდში ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა ონკოლოგიურ ავადმყოფთა რიცხვი. განსაკუთრებით დიდია მკერდის კიბოთი დაავადებულთა რაოდენობა. ისტორია, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ 2000 წელს დაიწყო და 2006 წლის აგვისტოში ტრაგიკულად დასრულდა.
2006-10-09
კასპელ ყოფილ ჩინოვნიკ ქალს კვლავ დაპატიმრება ელის
კასპის რაიონულმა სასამართლომ კასპის რაიონის ქონების მართვის სამმართველოს ყოფილ უფროსს ლუიზა თითირაშვილს ბრალი მეტეხის ნავთობბაზის განიავების დროს გამოხატული სამსახურებრივი გულგრილობის გამო წაუყენეს.
2006-10-09
მორიგი მკვლელობა გალის ციხეში
27 სექტემბერს, ე.წ. გალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში, 17 საათსა და 15 წუთზე, ოპერატიულმა მორიგემ საკანში აღმოაჩინა ჩამოხრჩობილი პატიმრის გვამი. პატიმარი, აღმოჩნდა კალენიკე ქიშმარია, მცხოვრები გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში.
2006-10-05
ადამიანთა წამებისთვის გაერო საქართველოს აკრიტიკებს
გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა საქართველოში ადამიანთა უფლებების დარღვევათა შესახებ არსებული ვითარება შეისწავლა და ხელისუფლებას საკმაოდ ვრცელი რეკომენდაციები გაუგზავნა. პრობლემების მოსაგვარებლად და რეკომენდაციების შესასრულებლად გაერო საქართველოს ერთწლიან ვადას აძლევს.
2006-10-05
ვაკის მოსახლეობა ფეკალური მასებისგან გაწმენდას ითხოვს
დაახლოებით ორი თვეა, ვაკის რაიონში ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები ფეკალური მასებისგან გაწმენდას ითხოვენ, თუმცა შედეგს ვერ მიაღწიეს. „თბილისის წყალი“ თითს სახლის მშენებლებისკენ იშვერს, მშენებლები კი პირიქით, პრობლემის მოგვარებას „თბილისის წყალს“ ავალდებულებს.
2006-10-05
ახალგაზრდებს ჯარში ძალით იწვევენ
არასამთვრობო ორგანიზაციები წვევამდელთა უფლებების დასაცავად გამოდიან. ისინი ხელისუფლებას ჯარში უკანონოდ, ძალით წაყვანის აკრძალვისკენ მოუწოდებენ და კანონმდებლობის იმ მუხლებს ახსენებენ, რითაც წვევამდელთა უფლებები ხშირად ირღვევა.
2006-10-04
ექსკლუზიური ინტერვიუ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელთან საქართველოში, იგორ გაონთან
როგორია დემოკრატიის ხარისხი საქართველოში? იზიარებენ თუ არა ევროპაში პრეზიდენტის აზრს დამნაშავეობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ? არის თუ არა ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი ევროპული სტანდარტების შესაბამისი? ამ და სხვა თემებზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელს საქართველოში, იგორ გაონს ვესაუბრეთ.
2006-10-04
სამხედრო ტრავმა მიღებულ კაპრალს სამხედრო პენსიაზე უარს ეუბნებიან
22 წლის ზვიად ჯაყელი სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულებისას დაზიანდა. ავარიის შედეგად, ზვიად ჯაყელს სამხედრო სამსახურისთვის უვარგისობის კატეგორია მისცეს. მას კანონით კუთვნილ ერთჯერადი დახმარებას ფულადი სარგოს სახით და სამხედრო პენსიას არ აძლევენ.
2006-10-02
ბრიტანეთში ქართველი ჟურნალისტი უკანონოდ დააკავეს
ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ ჟურნალისტი ეკა გულუა ლონდონის პოლიციამ უკანონოდ 4 საათი დააპატიმრა. მას არაადამიანურად ექცეოდნენ, არც ადვოკატის მოთხოვნის უფლება მისცეს, არც დარეკვის, არც თარჯიმანის და არც წყალი დაალევინეს. როცა პოლიციამ გაარკვია, რომ ის კრიმინალი არ იყო, გაათავისუფლა, თუცა, არც ბოდიში მოუხდია და პირიქით, გარკვეულ ფურცლებზეც მოაწერინა ხელი.
2006-10-01
ჟურნალისტმა „ნაციონალური მოძრაობის“ თელავის ორგანიზაციის პრესმდივანს პოლიციაში უჩივლა
თელავის ტელეკომპანია „თანამგზავრის“ და რადიო „ჰერეთის“ კორესპონდენტმა რომან ქევხიშვილმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თელავის ორგანიზაციის პრესმდივნისა და ამავე დროს „ჩვენი გაზეთისა“ და „ჩვენი რადიოს“ დირექტორის ნანა ქიბიშაურის წინააღმდეგ გუშინ შს თელავის სამმართველოში განცხადება შეიტანა.
1 [2]
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC