სტატია
2007-01-16
მშენებლობის წესები მკაცრდება
საქართველოს კანონში “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” ცვლილებები შედის. კანონის მიხედვით, მშენებლობაზე კონტროლი მკაცრდება. შემოღებული წესების დარღვევა კი 200-დან 30 000 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს. შესაბამისად, სამშენებლო კომპანიები მშენებლობის ფასებსაც გაზრდიან. 2007-01-16
პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი თემურ ანჯაფარიძეს ნარკორეალიზატორობაში ადანაშაულებს
გურჯაანში სამი წლის წინ მომხდარ მკვლელობებსა და ბანდიტიზმში ბრალდებული, რეგიონის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი გოჩა ნაზღაიძე დაკავების მიზეზებზე ალაპარაკდა. გასულ კვირას, იგი მოწმის სახით დაკითხულ შს კახეთის მთავარი სამხარეო სამმართველოს უფროსს თემურ ანჯაფარიძეს დაუპირისპირდა. ნაზღაიძემ, რომელიც თავს დამნაშავედ არ სცნობს, ანჯაფარიძე ნარკორეალიზატორობასა და მომხმარებლობაში დაადანაშაულა. 2007-01-15
მიმოზის ფერი გაჭირვება
მიტოვებული სახლ-კარი, დაკარგული ქმარი, თვეში 14 ლარიანი შემოსავალი - ასე ცხოვრობს გაგრიდან ახალციხის რაიონის სოფელ წნისში იძულებით გადაადგილებული ლამარა ბენიძე. 2007-01-15
საფრთხის თავიდან ასაცილებლად ორწლიანი ბრძოლა დაჭერებით დასრულდება
ზურაბ ბაგაშვილი ქ. გურჯაანში, თავისუფლების ქუჩა #6-ში, მისი საცხოვრებელი სახლის წინ, ბენზინგასამართი კომპლექსის მშენებლობას აპროტესტებს. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტი კანონდარღვევით აშენდა და საფრთხეს უქმნის საზოგადოებას, გურჯაანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურს გადაწყვეტილი აქვს ობიექტი ექსპლუატაციაში მიიღოს. 2007-01-15
ბრძოლა ნარკომანებთან თუ ნარკომანიასთან?
სახელმწიფომ ნარკომანების წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა. ნარკოლოგები ხელისუფლების დამოკიდებულებას არ იზიარებენ და მიიჩნევენ, რომ ნარკომანების წინააღმდეგ მკაცრი ზომები პრობლემას კიდევ უფრო გაამწვავებს. 2007-01-10
ვისია ბორჯომის კომპოზიტორთა სახლი?
ყველასათვის ცნობილი ბორჯომის კომპოზიტორთა სახლი თურმე კომპოზიტორთა საკუთრება სულაც არ ყოფილა. ხელოვანების საპროტესტო აქციებს შედეგი არ მოჰყოლია. დავა ხელისუფლებასა და ხელოვანებს შორის კომპოზიტორთა სახლის გასხვისებაზე ხელისუფლების სასარგებლოდ გადაწყდა. კომპოზიტორთა სახლის სამომავლო ბედი უკვე ეკონომიკის სამინისტროს ხელშია. 2007-01-10
ექიმები ბავშვის გარდაცვალებას მშობლების უყურადღებობას უკავშირებენ
გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში მცხოვრები 14 წლის ვასილ ქოქაშვილის ინფექციური დაავადებით გარდაცვალებას, ადგილობრივი ექიმები მშობლების უყურადღებობას უკავშირებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ეპიდემიის გავრცელებას გამორიცხავს, თუმცა მოსახლეობა მომხდარით გამოწვეულ შეშფოთებას ვერ მალავს. 2007-01-09
ამოსაზელი ლობიო „თრიალეთის“ გადასარჩენად...
შიდა ქართლის გუბერნატორის მიხეილ ქარელისა და ყოფილი პარლამენტარის ბადრი ნანეტაშვილის ბოლოდროინდელი დაპირისპირების რეალური მიზეზების გარკვევას ადამიანის უფლებათა ცენტრი შეეცადა. 2007-01-09
დევნილები საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ
„ჩვენ ერთხელ უკვე გვაქციეს დევნილებად და ეს ტრავმა სამარემდე მიგვყვება. აღარ გვინდა მეორედ ავიბარგოთ და ისე წავიდეთ აქედან, რომ არ ვიცოდეთ, ღამეს სად გავათევთ. საკუთარი ჭერი ნატვრად გადაგვექცა,“ დარდობს გაგრიდან დევნილი გიორგი ბერაია. ის 82 წლისაა და 14 წელია მშვიდ და სტაბილურ საცხოვრებელ პირობებზე ოცნებობს. უკვე რამდენიმე წელია ჰპირდებიან, რომ წყალტუბოს სანატორიუმ „ივერიაში“ ბოლო ღამეს გაათევს და მალე ახალმოსახლეობას იზეიმებს, მაგრამ - უშედეგოდ. 2007-01-08
მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობა შველას ითხოვს
იქ არც საბავშვო ბაღია, არც სკოლა, არც მაღაზია და აფთიაქი. ვერც ქვით ნაშენ სახლებს ნახავთ. მათ არც გზა აქვთ, რომ რაიონულ ცენტრს დაუკავშირდნენ. იქ ვერც სასწრაფო დახმარების მანქანა მიდის და აუტანელი პირობების გამო სოფელში შემორჩენილ, მატარებლის ვაგონებსა და ქოხებში მცხოვრებ სულ სამ ოჯახს პირველად სამედიცინო დახმარებას 70 წელს მიტანებული ქალბატონი უწევს. 2007-01-05
გურჯაანის საკრებულო საჯარო ინფორმაციას ბლოკავს
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა უხეში დარღვევების გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რაიონულ სასამართლოში უჩივიან. მოსარჩელე ჟურნალისტი, განცხადებით გურჯაანის პროკურატურასაც მიმართავს, რომლითაც პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.2007-01-04
ახალ წელს 72 მასწავლებელი უმუშევარი შეხვდა
ბათუმის ხუთ საბავშვო ბაღში პატარებმა ბოლო საახალწლო ზეიმი გამართეს. მერიის გადაწყვეტილებით, 25 დეკემბრიდან ქალაქში ხუთი საბავშვო ბაღის ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო. ახალი წლისთვის 251 ბავშვი საბავშვო ბაღის, 72 ბაღის მასწავლებელი კი სამსახურის გარეშე დარჩა. 2007-01-04
გორში პატრულის უფროსს კანონდარღვევაში ადანაშაულებენ
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსმა დავით ტაბუცაძემ გორის რაიონის გამგებელთან ვასილ მახარაშვილთან დადებული შეთანხმება დაარღვია. მიუხედავად იმისა, რომ რაიონის გამგებელმა გარემოვაჭრეებს ვაჭრობის ნებართვა 2007 წლის 2 იანვრამდე მისცა, პატრულის უფროსმა გარემოვაჭრეების აყრა ვადაზე ადრე, 25 დეკემბრიდან დაიწყო. 2007-01-04
წყლის წვეთები დავითვალოთ
2007 წლის 14 იანვრიდან საქართველოში წყლის ფასი ორმაგდება. თუ ადრე მოსახლეობა ერთ ადამიანზე თვეში 1,20 ლარს იხდიდა, ამიერიდან 2,40 ლარის გადახდა მოუწევს, დაწესებულებას კი 4,40 ლარის. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ თბილისის მერის - გიგი უგულავას ინიციატივით 29 დეკემბერს მიიღო. 1
[2]
სხვა სიახლეები
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
GNCC-ის წევრებმა გასულ წელს პრემიის სახით 331 ათასი ლარი მიიღეს
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

