23:19, Saturday, 30.08.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2007-12-21
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ 7 ნოემბერს მომხდარი ფაქტების გამოძიებას ითხოვს
,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შინაგან საქმეთა მინისტრისა  და პრეზიდენტის წინაღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს. ცენტრმა მოიძია ფაქტები, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან ჩადენილ დანაშაულზე პირდაპირ მიუთითებენ. სწორედ ეს ფაქტები არის აღწერილი  არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში „ძალადობის ერთი კვირა“, რომლის პრეზენტაცია 19 დეკემბერს შედგა.

2007-12-20
დევნილები ცივ ზამთარს ერთად გაატარებენ
5 კუბური მეტრი შეშა - ღუმელში თუ ფარატინა ქაღალდზე?!

წალენჯიხაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები ზამთარს სიცივეში, სათბობის გარეშე გაატარებენ. საქართველოს პრეზიდენტის საჩუქარი, 5 მ3 შეშა და სლოგანი -"ერთად გავატაროთ ზამთარი თბილად" მხოლოდ მოვარდისფრო ქაღალდზე დარჩა, რომელსაც „ვაუჩერი“ ჰქვია. ხელმოკლე დევნილი ოჯახები შეშის მოპოვებას ვერ ახერხებენ. მათ ის თანხებიც არ გააჩნიათ, რაც ტყეში შეშის დამზადებასა და შინ მიტანას სჭირდება. სამაგიეროდ ხელისუფლება იძულებით გადაადგილებულ პირებს სხვა ალტერნატივას, ელექტროღუმელების გამოყენებას სთავაზობს, თუმცა უმრავლესობას მისი შეძენაც უჭირს.

2007-12-19
სამცხე –ჯავახეთში რადიაციული ფონი დაავადებების გაზრდას იწვევს
,,ადგილობრივების უმეტესობა სიმსივნით არის დავადებული. კაცი საღ-სალამათია და უცებ აღმოჩნდება რომ კიბო აქვს. ჩვენი რაიონიდან რაც ონკოლოგიურში ხალხია გაწერილი, ვინ მოთვლის. მოსახლეობა ნელ-ნელა იწამლება, ურანს კი ყურადღებას არავინ აქცევს”, - ეს დიალოგი აბასთუმანი–ახალციხის  ავტობუსში მოვისმინე. ადიგენის მუნიციპალიტეტის მთიანი სოფლების მოსახლეობას გულსისხლძარღვთა და სიმსივნური დაავადების სიმრავლის გამო შეშფოთება არაერთხელ გამოუთქვამს. მათი აზრით, დავადებულთა კატასტროფული ზრდა ფერსათის მთაზე ერთ დროს რუსეთის საჯარისო ნაწილის მიერ უკონტროლოდ დატოვებული ურანის გამოჟონვის მიერ გამოწვეული რადიაციის მაღალი დონის შედეგია.

2007-12-19
თეო ტლაშაძეს საარჩევნო კამპანიაში კობა დავითაშვილი ეხმარება
საარჩევნო პერიპეტიები შიდა ქართლში

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ,,ერთიანმა სახალხო მოძრაობამ" გორისა და კასპის რაიონის თითქმის ყველა სოფელი მოიარა. შიდა ქართლში ამ ვოიაჟს კობა დავითაშვილი ხელმძღვანელობდა. მართალია, საარჩევნო შტაბის რეგიონული კოორდინატორი პარლამენტარი თეო ტლაშაძეა,  კოორდინატორის ფუნქცია ამჯერად დავითაშვილმა შეითავსა. დავითაშვილს ყველა სოფელში ხელისუფლების მხარდამჭერებიც ხვდებოდნენ და ძირითად უკმაყოფილებას ტლაშაძის მისამართით გამოთქვამდნენ. მთელი კამპანიის დროს დავითაშვილს თეო ტლაშაძის დაცვა უფრო უწევდა, ვიდრე საარჩევნო პროგრამის გაცნობა.

2007-12-18
„სამეგრელო არ არის ვარდების რევოლუციის ნაკრძალი!“
წინასაარჩევნო ვნებათაღელვა სამეგრელოში და ტოტალურად გაყალბებული
საარჩევნო სიები

სამეგრელო საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინშია. პრეზიდენტობის ორი კანდიდატი, ლევან გაჩეჩილაძე და მიხეილ სააკაშვილი სამეგრელოს რაიონებში უკვე გამოჩნდნენ. უახლოეს დღეებში მათ ზუგდიდშიც ელიან. პრეზიდენტობის კანდიდატების გამოჩენასთან ერთად საარჩევნო უბნებში მკვდარი სულებიც გამოჩნდნენ. სამეგრელოს ამომრჩევლები ხელისუფლების მხრიდან ტოტალური გაყალბების მცდელობაზე საუბრობენ. პარალელურად ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და მხარდამჭერებზე ზეწოლა ხორციელდება. არსებობს მათ მიმართ დევნისა და შანტაჟის ფაქტები. მოსყიდვა და გადაბირება წინასაარჩევნო პერიოდის თანმდევ პროცესად იქცა. 
2007-12-18
თურქეთში მომხდარი ავარიის მსხვერპლი მძღოლს უჩივის
ზვიად აბუსერიძე, გასულ წლის 13 დეკემბერს თურქეთში, ქალაქ სამსუნგში მომხდარი ავარიის შედეგად დაზარალდა. მას შემდეგ ის საწოლსაა მიჯაჭვული. მას  დაუყონებლივ ესაჭიროება ოპერაცია საზღვარგარეთ. თუმცა ოჯახს ამისთვის საჭირო თანხები არ მოეპოვება. აბუსერიძეები მძღოლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ.

2007-12-18
ჭომის მოსახლეობას წყალდიდობით წალეკვა ემუქრება
''უკვე მერამდენე ზამთარია, შიშის ქვეშ გვძინავს. ყოველი გათენებისას ღმერთს მადლობას ვეუბნებით, რომ საკუთარ ჭერქვეშ ვიღვიძებთ. თუმცა, არ ვიცი, ბუნებას როდის მოუნდება წყალი სახლში შემოგვივარდეს და წაგვლეკოს. ნუთუ, ასე ძნელია, ვინმემ ყურადღება მოგვაქციოს?''- ამ შეკითხვას 81 წლის, ქუთაისელი ნოდარ გაბადაძე უკვე წლებია იმეორებს. პასუხად კი, ყოველ დილით მდინარე რიონის მონგრეულ კალაპოტს და მიტაცებულ ტერიტორიას ხედავს.

2007-12-17
ჩეჩენ ლტოლვილებს საზღვარგარეთ წასვლის საშუალებას არ აძლევენ
ჩეჩენი ლტოლვილები მოსახლეობის ის კატეგორიაა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ჰაერში გამოკიდებული დატოვა. საქართველოს კანონმდებლობა მათ სხვა ქვეყანაში გადასვლის საშუალებას არ აძლევს და ჩეჩნებიც იძულებულები არიან, პანკისის ხეობაში იცხოვრონ, სადაც მათYარც ელემენტარული საცხოვრებელი პირობები აქვთ და არც სამუშაო.

2007-12-14
ხელისუფლებას ოპონენტების დევნაში ადანაშაულებენ
"რაიონის გამგებელი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს დევნის. მათ გამგეობაში იბარებენ და ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მუშაობას სთხოვენ"; "წევრებს, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიაში გაერთიანებულ ოპოზიციას წარმოადგენდნენ, შვებულებები გაუუქმეს, სამსახურებში გამოიძახეს და საარჩევნოდ, ხელისუფლების ოპონენტების მხარდასაჭერად მუშაობის საშუალებას არ აძლევენ"; "გაუგებარი მიზეზებით დაიხურა რამდენიმე საარჩევნო უბანი. ამომრჩეველი ვერ ახერხებს გადაამოწმოს, არის თუ არა საარჩევნო სიაში", - ასეთ განცხადებებს აკეთებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგს ახორციელებენ.
2007-12-14
პროკურატურა სიყვარულის გამო დაპატიმრებული 21 წლის წულაიას ცოლის და სიდედრის დაპატიმრებასაც აპირებს
გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ მამია ფხაკაძემ მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილში მცხოვრებ 21 წლის ალიკა წულაიას 6 წელი მიუსაჯა.  წულაიას ქუთაისელი ტაქსის მძღოლის კონსტანტინე რუსაძის დაყაჩაღება და სხეულის დაზიანება ედება ბრალად. გარდა ამისა, სასამართლოზე ტაქსის მძროლმა განაცხადა, რომ მასთან განსასჯელის ახლობლები მივიდნენ და ჩვენების შეცვლა სთხოვეს. ამის გამო, განაჩენში სასამართლოს თავმჯდომარემ მიუთითა: ,,მოწმეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ცრუ ჩვენებებიდან გამომდინარე, არსებობს საფუძველი დადგეს სს პასუსხისმგებლობის საკითხი მოწმეთა და განსასჯელთა ახლობლების მიმართ მტკიცებულების მოპოვების საპროცესო წესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის".
2007-12-14
მოსამართლეები ”გაიდლაინების” ჩარჩოში
გასულ კვირას ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე მერაბ კოზმავამ მორიგი სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა. განსასჯელი ირაკლი ღუდუნიძე პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ა და გ ქვეპუნქტებით იქნა მიცემული. მას ბრალი ლეილა გიორგაძის კუთვნილი სხვადასხვა დასახელების 1500 ლარის ღირებულების ნივთების ქურდობაში ედება.

2007-12-14
დასაქმების პროგრამით იმედგაცრუებული ბათუმელები
10 დეკემბერი მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა დასაქმების ცენტრთან გაათენა. მოსახლეობას მოულოდნელად გამოუცხადეს, რომ დასაქმების პროგრამის განხორციელება მომავალი წლის თებერვლისთვის გადაიდო.

2007-12-13
ფოთის მოსახლეობა საზღვაო ნავსადგურში ალუმინის ოქსიდის გადამუშავებას აპროტესტებს
ფოთის საზღვაო ნავსადგურში ალუმინის ოქსიდის, კრინკერისა და ბოქსიტის გადამუშავებას მოსახლეობა უკვე რამდენიმე წელია რაც აპროტესტებს. დავა იმის შესახებ, თუ რამდენად მავნებელია ამ ქიმიური ნაერთის  შემადგენლობა ადამიანის ჯანმრთელობისათვის, მოსახლეობასა და შპს „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ ადმინისტრაციას შორის დღესაც აქტუალურია.
2007-12-12
ოპოციზიური პარტიის ლიდერის მაღაზიის მინები ჩაამსხვრიეს
რვა დეკემბერს შუაღამით, დახლოებით სამ საათზე უცნობმა პირებმა პრეზიდენტობის კანდიდატ ლევან გაჩეჩილაძის ახალციხის რაიონული ორგანიზაციის შტაბის უფროსის ოლეგ სანდროშვილის კუთვნილი მაღაზიის კარისა და ფანჯრის მინები ჩაამსხვრიეს.

2007-12-12
კასპში არჩევნების გაყალბებას ელიან
ვარდების რევოლუციის შემდეგ და საერთოდ, პრეზიდენტობის პერიოდში, მიხეილ სააკაშვილი კასპში არასდროს ყოფილა. ცემენტის მტვერში გახვეულ ქალაქს სააკაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში მხოლოდ მაშინ ესტუმრა, ისიც ცოტა ხნით, როცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას მხოლოდ სკოლის ბავშვები და გამგეობის თანამშრომლები დაახვედრა. კასპელი „რესპუბლიკელის“ ხათუნა თათანაშვილის თქმით, კასპელმა ჩინოვნიკებმა სპეც-რაზმელების ფორმები ჩაიცვეს და ხელკეტებით  ხალხის დარბევა ჯერ კიდევ 7 ნოემბერს დაიწყეს.

2007-12-12
„კონსერვატორების“ სენაკელი ლიდერი, მზია გადელია ხელისუფლებას დევნასა და შანტაჟში ადანაშაულებს
უკავშირდება თუ არა მზია გადელიას ვაჟის დაპატიმრება საპრეზიდენტო არჩევნებს?!

კონსერვატიული პარტიის სენაკის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მზია გადელია მის მიმართ დევნასა და შანტაჟში რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელს, გურამ მისაბიშვილსა და საკრებულოს თავმჯდომარეს, ბესიკ ნარმანიას ადანაშაულებს. „კონსერვატორების“ ლიდერის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მისი მოსყიდვა ვერ მოახერხა, ჯერ მისივე ვაჟის, ხოლო შემდეგ თავად  მზია გადელიას დაპატიმრება შეძლო. აკაკი გადელია სასჯელს ზუგდიდის #4 საპყრობილეში იხდის, მზია გადელია კი პატიმრობიდან ადმინისტრაციული სასჯელის, 400 ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ჩვიდმეტწლიანი ოპოზიციონერობისა და დევნის მიუხედავად, პარტიის ლიდერი შვილის თავისუფლების სანაცვლოდ პარტიის დატოვებისა და ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს.

2007-12-12
სახალხო დამცველი 7 ნოემბერს რეზინის ტყვიების გამოყენებისათვის წინასწარი გამოძიებას იწყებს
სახალხო დამცველი საქართველოს გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს 7 ნოემბერს პოლიციის მიერ ძალის შეუსაბამო გამოყენების და უკანონო ქმედებებისთვის წინასწარი გამოძიების დაწყება მოსთხოვა. პარლამენტის შენობის წინ, რიყესა და ტელეკომპანია ,,იმედის” წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის დარბევისას არ არსებობდა რეზინის ტყვიების გამოყენების სამართლებრივი უფლება.
2007-12-12
ბათუმის საქალაქო სასამართლოდან სააპელაციო საჩივრები დაგვიანებით იგზავნება
შოთა გორგაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საჩივრით მიმართა. მიმართვის საფუძველი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის სააპელაციო სასამართლოსთვის დაგვიანებით გაგზავნა გახდა. გორგაძის სააპელაციო საჩივარი 9 ნოემბრის შემდეგ, დღემდე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დევს.

2007-12-11
აურზაური გორის სასამართლოში
გორის რაიონული თუ საქალაქო სასამართლოს წინ ყოველდღიური აურზაური არ სრულდება. სტენდებზე უამრავი განცხადებაა გამოკრული, თუმცა, მხოლოდ მოვალეობის მიზნით -  არც ერთი წინასწარ ჩანიშნული პროცესი თავის დროზე არ იწყება. ხალხი სასამართლოს კიბეებზეა შეკრებილი.

2007-12-11
"7 ნოემბერი" გალერია "ჰობში"
10 დეკემბერს, 4 საათზე "ადამიანის უფლებათა ცენტრმა"  ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფოტოგამოფენა გახსნა. ,,ჩვენ ვისურვებდით, რომ მეორედ ასეთი ფოტოები აღარ გამოგვეფინოს“, - ამ სიტყვებით გაიხსნა ფოტოგამოფენა, რომლის თემა ზოგადად ადამიანის უფლებები უნდა ყოფილიყო, მაგრამ  საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ლოგიკურად იქცა 7 ნოემბრის რეპორტაჟად.

1 [2] 3
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
„მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC