მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ადამიანის უფლებათა ცენტრი დააკვირდა 25 სასამართლო პროცესს, სადაც სავარაუდო პოლიტიკური მოტივი იკვეთება
28 დეკემბერი, 2020
ადამიანის უფლებათა ცენტრი 2020 წლის თებერვლიდან აკვირდება საერთო სასამართლოებში მიმდინარე სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო პროცესებს. 2020 წლის ბოლომდე ადამიანის უფლებათა ცენტრის დაკვირვების ქვეშ მოექცა 25 საქმე, რომელთაგან ნაწილის განხილვა სასამართლოში ამჟამად დასრულებულია.
სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვებს საკვებიც მოაკლდათ და განათლებაც
28 დეკემბერი, 2020
ადამიანის უფლებათა ცენტრს სამართლებრივი დახმარებისთვის ხათუნა ჩ.-მა მიმართა. ის მეუღლესთან და 4 არასრულწლოვან შვილთან ერთად ხარაგაულში ცხოვრობს. 4-დან 3 ბავშვი სკოლაში დადის. იმის გამო, რომ ჩ-ის ოჯახს ინტერნეტი და კომპიუტერი არ აქვს, ბავშვები ონლაინგაკვეთილებს ვერ ესწრებიან. ჩ-ის ოჯახმა უკვე მიიღო გაფრთხილება სკოლიდან - ბევრი გაცდენის გამო, ბავშვებს ეს წელი, შესაძლოა, აკადემიურ წლად ჩაეთვალოთ.
ბავშვები განათლების მიღმა
22 დეკემბერი, 2020
ონლაინსწავლებამ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური პრობლემები კიდევ უფრო გაამწვავა და გამოკვეთა. 10 000-მდე ბავშვს, რომელსაც სახლში ინტერნეტი და კომპიუტერი არ აქვს, განათლების უფლება შეეზღუდა.
საპარლამენტო არჩევნების I და II ტურის მიმოხილვა ქვემო ქართლში
30 ნოემბერი, 2020
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში განახლებული საარჩევნო სისტემით ჩატარდა. საქართველოს მოქალაქეებმა კანონშემოქმედი ორგანო პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული მოდელით აირჩიეს. თუმცა, არჩევნების ჩატარების პროცესში გამოვლენილი დარღვევების გამო, ოპოზიციური პარტიები და საზოგადოების ნაწილი შედეგებს არ აღიარებს. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები გამოირჩეოდა დემოკრატიის დაბალი ხარისხით, რაც მნიშვნელოვნად შეაფერხებს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.
კოვიდკრიზისი ჯანდაცვის სისტემაში
27 ნოემბერი, 2020
კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი საქართველოში უკვე კარგა ხანია, ოთხი ათასს ასცდა. ჯანდაცვის ქართული სისტემა დაავადების ასეთ გავრცელებას სრულიად მოუმზადებელი შეხვდა - ადამიანები ვერ უკავშირდებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას, დაგვიანებით ან საერთოდ ვერ იღებენ ოჯახის ექიმის კონსულტაციას, გადატვირთულია საავადმყოფოები, სადაც ადგილები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვისაც კი აღარ არის. რთულ მდგომარეობაშია სამედიცინო პერსონალიც. პანდემიის დაწყებიდან - 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსით საქართველოში 10 ექიმი დაიღუპა და რამდენიმე ასეული დაინფიცირდა. კოვიდსაავადმყოფოებს ახლა მედპერსონალიც აღარ ჰყოფნით.
'ქართული ოცნება' უმრავლესობაში, ოპოზიცია ქუჩაში - საპარლამენტო არჩევნების ორი ტური
25 ნოემბერი, 2020
„ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობის პერიოდში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მიმართ პირველად დადგა ყველაზე მწვავედ ლეგიტიმაციის პრობლემა. არჩევნების შედეგს არ ცნობს ოპოზიციის სრული შემადგენლობა - ისინიც, ვინც პარლამენტში მოხვდნენ და ის პარტიებიც, რომლებმაც საპარლამენტო მანდატები ვერ მოიპოვეს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე გამოვლენილი ძირითადი ტენდენციები
22 ნოემბერი, 2020
ადამიანის უფლებათა ცენტრი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს ხაშური-ქარელისა და რუსთავი-გარდაბნის მუნიციპალიტეტების საარჩევნო უბნებში აკვირდებოდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცედურების შესრულების პროცესს უბნების გახსნიდან კენჭისყრის დასრულებამდე, ასევე ხმის დათვლისა და შემაჯამებელი ოქმების შევსების პროცესს. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლების ყურადღების ქვეშ მოექცა ასევე საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორია.
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებული საქმეები (ივლისი - ოქტომბერი, 2020 წელი)
14 ნოემბერი, 2020
სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს მოსარჩელის სასარგებლოდ 10000 ევროს გადახდა დააკისრა
ადამიანის უფლებათა ცენტრის არჩევნებზე დაკვირვების პირველადი შეფასებები
31 ოქტომბერი, 2020
პრესრელიზი - 31.10.2020 - 20:00 საათი
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგი
30 ოქტომბერი, 2020
მეორე შუალედური ანგარიში
წინასაარჩევნო პერიოდის ძალადობრივი გარემო ქვემო ქართლში
26 ოქტომბერი, 2020
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში არაერთი ძალადობრივი ფაქტი დაფიქსირდა, რომელიც შესაძლოა, შეფასდეს, როგორც, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ქმედება. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ეს ინციდენტები ზიანს აყენებს მშვიდობიანი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს არსებობას.
ახალუბანში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტი და წინასაარჩევნო ურთიერთბრალდებები
26 ოქტომბერი, 2020
აქამდე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში შესვლისა და წინასაარჩევნო შეხვედრების ჩატარების პრობლემაზე თუკი საუბრობდნენ, ახლა უკვე შეხვედრების ჩაშლის პრობლემის წინაშე დადგნენ - 16 ოქტომბერს გორისა და კასპის საარჩევნო ოლქში, „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ლევან თარხნიშვილს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ახალუბანში რამდენიმე ადგილობრივმა შეხვედრა ჩაუშალა.
ბიზნესმენი დეპუტატობის კანდიდატების შემოწირულობები - ინვესტიცია მომავალი ტენდერებისთვის
30 სექტემბერი, 2020
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შემოწირულებების დიდი რაოდენობით გამოირჩევა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის 1 იანვრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, პარტიებმა შემოწირულობების სახით ჯამში 14 690 602.52 ლარი მიიღეს.
კორონავირუსის პანდემია და ადამიანის უფლებები
24 სექტემბერი, 2020
ადამიანის უფლებათა ცენტრმა, 1-ელი ივლისიდან 20 სექტემბრამდე, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის დროს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე 213 ადამიანს გაუწია იურიდიული კონსულტაცია, აქედან 18 უფლებადარღვეული ადამიანის თაობაზე სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს მიმართა, 3 საქმეზე კი სარჩელი სასამართლოში შეიტანა.
გასვლითი ვიზიტები სენაკისა და კასპის მუნიციპალიტეტებში
9 სექტემბერი, 2020
7 და 8 სექტემბერს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა, პროექტის „ადამიანის უფლებათა მონიტორინგი და ადვოკატირება პანდემიის შემდეგ“ გასვლითი ვიზიტები გამართა სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებში გამართა.
ოპოზიცია წინასარჩევნო კამპანიას საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ვერ ატარებს
30 ივლისი, 2020
ოპოზიციის წარმომადგენლებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში შესვლისა და წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა არ ეძლევათ. აღნიშნული პრობლემის წინაშე უკვე დადგა პოლიტიკური მოძრაობა ,,ლელო", როდესაც პარტიის წარმომადგენლებს სოფელ დიცში შესვლის უფლება არ მისცეს და ადგილობრივ მოსახლეობასთან დაგეგმილი წინასაარჩევნო შეხვედრა ჩაუშალეს.
რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეთა უფლებების უხეში ხელყოფა კვლავ გრძელდება
21 ივლისი, 2020
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიცია ეხმიანება რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ზაზა გახელაძის და ხვიჩა მღებრიშვილის უკანონო დაკავების და ბრალდების საქმეებს და აღნიშნულ ქმედებებს რუსეთის მხრიდან ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მნიშვნელოვან დარღვევად აფასებს.
საპარლამენტო არჩევნები პანდემიის პირობებში
16 ივლისი, 2020
2020 წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, სწორედ ამ დროს ელოდებიან ეპიდემიოლოგები ახალი კორონავირუსის მეორე ტალღას. 2 ივლისს საარჩევნო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმად დაზუსტდა ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიება და ვადა, ხოლო ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რა შეზღუდვები იქნება არჩევნების დღეს, ან რა წესების დაცვა იქნება აუცილებელი საარჩევნო უბნებზე, ამას საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისია საჭიროებისამებრ განსაზღვრავს.
გორში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დაარბიეს
1 ივლისი, 2020
26 ივნისს, პარტიის წევრებს “ნაციონალური მოძრაობის” გორის ორგანიზაციის ოფისი დარბეული დახვდათ. ინციდენტის დროს ოფისში არავინ იმყოფებოდა. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების განცხადებით, ჩამსხვრეულია ოფისის მინები, დაზიანებულია ინვენტარი და ტექნიკა.
ჟურნალისტები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში თავისუფლად გადაადგილებას მოითხოვენ
30 ივნისი, 2020
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლები მედიის წარმომადგენლებისთვის ისევ ჩაკეტილია. ჟურნალისტებს თავისუფლად გადაადგილებისა და გაშუქების უფლება უკვე რამდენიმე თვეა, რაც შეზღუდული აქვთ. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში გაკეთებულ ბლოკ-საგუშაგოებთან მდგარი სამართალდამცველები ჟურნალიტებს სოფლებში შესვლისა და გადაადგილების უფლებას არ აძლევენ. ,,თქვენი გადაადგილება შეთანხმებული უნდა იყოს შსს-თან" - ასე პასუხობენ სამართალდამცველები ჟურნალისტებს.