კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტატია

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

სიცივისა და შიმშილისგან ბავშვი მოუკვდათ, მაგრამ საარსებო შემწეობა მაინც არ აღირსეს

14 აგვისტო, 2009
სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში მცხოვრები ალექსანდრე სიყმაშვილის ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია. ოჯახის მთელ ქონებას დანგრეული სახლი, ორი რკინის საწოლი, ფეხმოტეხილი სკამი, რკინის ღუმელი, ერთი მაგიდა, მეზობლების მიერ ნაჩუქარი 70 ლარიანი შავ-თეთრი ტელევიზორი და რამდენიმე თეფში შეადგენს. ოჯახის შემოსავალი ალექსანდრე სიყმაშვილის მიერ თვეში ორჯერ ან სამჯერ მეზობლის საქონლის მწყემსვის შედეგად მიღებული 21 ლარია. გასულ ზამთარს, სიცივისა და შიმშილისგან ალექსანდრე და ირმა სიყმაშვილებს 10 თვის გოგონა დაეღუპათ. გაუსაძლისი პირობების მიუხედავად, სოციალური მომსახურების სააგენტომ სიყმაშვილებს საარსებო შემწეობის დანიშვნაზე უარი უთხრა.

უჩინარი ადამიანები

14 აგვისტო, 2009
„შეცვალეთ გარემო და არა ადამიანი“ - ამ თხოვნით მიმართავენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ხელისუფლების წარმომადგენლებს. საქართველოში ძალიან მწვავედ დგას ინვალიდობის პრობლემა და ეს განპირობებულია ქვეყანაში არსებული არახელსაყრელი პირობებით. ინვალიდთა უფლებადამცავი ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, თუკი გარემო იქნება ხელმისაწვდომი, პრობლემა - ინვალიდობა - აღარ იარსებებს. უნარშეზღუდულთათვის არ არსებობს ადაპტირებული ცხოვრების გარემო, განათლების მიღებისა და დასაქმების თანაბარი პირობები. დღესდღეობით ინვალიდებს არათუ სრულფასოვნად არსებობა, არამედ ტრანსპორტით გადაადგილებაც კი უჭირთ.

განუკითხაობა ლაგოდეხის საბაჟოზე

13 აგვისტო, 2009
2009 წლის 18 ივნისიდან ფიზიკური პირებისათვის საბაჟო კონტროლი გამკაცრდა. ახალი წესების მიხედვით, რომელიც უკვე ამოქმედდა, ყველაფერი, პირადი მოხმარების საგნების ჩათვლით, განბაჟებას ექვემდებარება. შეიცვალა ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული დაბეგვრის რეჟიმი. თუ აქამდე ფიზიკური პირები მეზობელი ქვეყნებიდან პირადი მოხმარების ნივთების შემოტანისას 1000 ლარიანი ლიმიტით სარგებლობდნენ, ახალი რეჟიმით ეს ლიმიტი 500 ლარამდე შემცირდა. მებაჟეები ჩანთებში არსებულ ყველა ნივთს ფიზიკურად ათვალიერებენ და თუ დეკლარაციაში ერთი ნივთის შეტანა მაინც გამოგრჩათ, მინიმუმ 1000 ლარით გაჯარიმებენ.

პრეზიდენტის ძმის ბიზნესს შეწირული ადამიანები

12 აგვისტო, 2009
მკერდის, ყელის და კანის სიმსივნე, ინტოქსიკაციის ზოგადი მოვლენები, ღვიძლის ციროზი, ეს იმ დაავადებების არასრული ჩამონათვალია, რითაც საგარეჯოს რაიონის სოფლებში, ნინოწმინდასა და წყაროსთავში მცხოვრებნი ნავთობის ამოფრქვევის შემდეგ მასობრივად დაავადდნენ. ნავთობკომპანია „კანარგო-ჯორჯიას“ კუთვნილ ჭაბურღილზე მომხდარი ავარიის შედეგად განადგურდა ასობით ჰექტარი ტყის მასივი, დაბინძურდა წყალი და ნიადაგი. ადამიანები ცოცხლად ლპებიან. მნიშვნელოვნად იმატა სიკვდილიანობამ. უკიდურესად მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ნავთობკომპანიაში ირწმუნებიან, რომ ავარიას მკვეთრად უარყოფითი შედეგები არ მოჰყოლია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ადგილისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს

7 აგვისტო, 2009
დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის პირველი ტურის გამარჯვებული კანდიდატები გამოვლინდნენ. სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა კონკურსანტები ფარული კენჭისყრით აარჩია. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობისთვის ბრძოლას სამი კანდიდატი გია ჭანტურია, ზვიად ქორიძე და გიორგი კაჭარავა აგრძელებენ. გია ჭანტურიას, კანდიდატურას მხარი სამეურვეო საბჭოს რვა წევრიდან ექვსმა, ხოლო ზვიად ქორიძეს და გიორგი კაჭარავას შვიდმა ადამიანმა დაუჭირა. მეორე ტურში გასასვლელად კანდიდატებს უნდა მოეგროვებინათ ხუთი ან მეტი ხმა.

გაზეთი „სპექტრი“ გელა მთივლიშვილის სტატიას ეხმაურება

6 აგვისტო, 2009
ჩვენი რეგიონული კორესპონდენტის, გელა მთივლიშვილის სტატიას სახელწოდებით „როგორ ზღუდავენ პრესას რეგიონებში“ გაზეთ „სპექტრის“ რედაქციიდან გამოეხმაურნენ. სტატიაში საუბარი იყო იმ ზეწოლაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება რეგიონულ მედიაზე ახორციელებს. სტატიის ავტორი საუბრობდა იმაზე, რომ ხელისუფლება ერთნაირად იყენებს ჟურნალისტების დაშინების და გადაბირების პრაქტიკას და წარსულში კრიტიკული გაზეთების რედაქტორებსა თუ თანამშრომლებს სახელმწიფო უწყებებში ასაქმებს. ამ კონტექსტში საუბარი იყო რამოდენიმე გაზეთის, მათ შორის სპექტრის შესახებ. მთივლიშვილი წერდა, რომ ხელისუფლების სტრუქტურებში დასაქმებული ჟურნალისტები საკუთარი გაზეთებისთვის რეკლამის მოპოვებასაც უფრო ადვილად ახერხებენ. პუბლიკაციამ გაზეთ სპექტრის რედაქციის უკმაყოფილება გამოიწვია. მათ რედაქციაში გამოაგზავნეს საკუთარი გამოხმაურება, რომელსაც უცვლელეად გთავაზობთ