კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტატია

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

მოსე მწერალი გამგებლები

9 ივლისი, 2008
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნომერ პირველი პრობლემა სასმელი წყლით მომარაგებაა. ამას მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ზედელაშვილიც არ უარყოფს, თუმცა სიღნაღის 2008 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ადგილობრივი ხელისუფლების #1 პრიორიტეტი საკუთარი ადმინისტრაციის შენახვაა. ამისათვის ბიუჯეტიდან 904 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს. ეს თანხა ბიუჯეტის 28,5% შეადგენს. ცალკეა საკრებულოს და გამგეობის საკანცელარიო ხარჯებიც, რომელიც ჯამში 23 ათას ლარს შეადგენს. ამ ხარჯის დიდი ნაწილი - 16080 ლარი საწერ ქაღალდზე მოდის, ანუ საკრებულოსა და გამგეობას წლის განმავლობაში დაახლოებით 1 მილიონი ფურცელი სჭირდება, რაც ყოველ სამუშაო დღეზე 3831 ცალ ფურცელს შეადგენს.

უსინათლო, მოხუცი ქალი თავშესაფარს ითხოვს

4 ივლისი, 2008

საქართველოში ტელეკომპანიები პოლიტიკური ფულით ფინანსდებიან

2 ივლისი, 2008

რა სარგებლობა მოაქვს რეფორმებს

1 ივლისი, 2008
„ჩემი ბოლო ჩამოსვლა საქართველოში ძალიან ცუდად დამამახსოვრდა. ამ ქვეყანაში არაფერი მუშაობდა. შუქი არ იყო და ხალხს ქუჩაში გასვლის ეშინოდა. აღმოვაჩინე, რომ პანაშვიდზე 6-7 საათის ნაცვლად (როგორც ეს ჩემს ბავშვობაში ხდებოდა) 3-4 საათზე დადიან, რადგან დაღამებამდე როგორმე სახლში წასვლა (ფეხით) მოასწრონ და ა. შ. ამის გამო ყოველთვის ვერიდებოდი ჩამოსვლას და ვამჯობინებდი, ახლობელი ადამიანები ჩემთან მიმეწვია. მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ, 2004 წელს ჩამოვედი და აღმოვაჩინე, რომ არაფერი შეცვლილა. ქვეყანა ისევ გაყინულ, ჯაბახანა ეკონომიკურ მდგომარეობაში დამხვდა. ეს იგივეა შენი ბინა ნახო უკარფანჯრო, კედლებდანგრეულ მდგომარეობაში. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში იფიქრებ, რომ რემონტი გარდაუვალია და კითხვის დასმა - რა საჭიროა რემონტის დაწყება - უბრალოდ, სისულელეა“,- ასე განმარტავს საქართველოში რეფორმების გარდაუვალობას პრემიერ- მინისტრის ადმინისტრაციის უფროსი კახა ბენდუქიძე

პროფესორები რექტორატს უპირისპირდებიან

1 ივლისი, 2008
რა ხდება ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტში?! ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტში პროფესორ-მასწავლებლებსა და რექტორის მოვალეობის შემსრულებელს შორის დაპირისპირება აკადემიურ თანამდებობებზე დასაკავებლად ჩატარებულმა კონკურსმა გამოიწვია. თეონა ხუფენიას წინააღმდეგ კონკურსის შედეგებით უკმაყოფილო პროფესორებმა საჩივრის წერილები პარლამენტში, პრეზიდენტის კანცელარიაში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უკვე გააგზავნეს. ისინი რექტორის მოვალეობის შემსრულებელს კონკურსის უკანონო ჩატარებასა და თვითნებობაში ადანაშაულებენ. პროფესორ-მასწავლებლები შესაბამისი ორგანოებიდან დაუყოვნებლივ რეაგირებასა და მათი უფლებების დაცვას მოითხოვენ.

გიორგი შერვაშიძე: „თუ ეს საქმეც არ გამოიძიეს, გამოდის ხელისუფლების გაკეთებულია“

27 ივნისი, 2008
„ჩუმად მირტყამდნენ, ძირითადად წიხლებით, ეტყობოდათ, რომ კარგად იცოდნენ თავის საქმე. ერთი სალანძღავი სიტყვაც არ დასცდენიათ. რას აკეთებთ მეთქი, ამის თქმა მოვასწარი და გონება დავკარგე. როცა აზრზე მოვედი, ზემოდან დამყურებდნენ. შემდეგ ისევ განაგრძეს ცემა კიდევ 30 წამის განმავლობაში. ჩემი მეუღლე ამას აივნიდან უყურებდა, მის ხმაურზე მეზობლებიც გამოვიდნენ და ისინიც ოდნავ აჩქარებული ნაბიჯით ეზოდან გავიდნენ“, - 19 ივნისს მომხდარი ამ თავდასხმის ამბავი საქართველოს შინაგანი ძალების ყოფილ სარდალს და ახლა პოლიტიკური ბლოკი „დემოკრატების“ წევრ გიორგი შერვაშიძეს ნაწყვეტ-ნაწყვეტ ახსოვს.